1874 წელი, ძალზედ გულუბრყვილო ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად უილ ენდრიუსი, ჰარვარდს ტოვებს, რათა ქვეყნის გარშემო იმოგზაუროს და რეალური ცხოვრება შეიგრძნოს. კანზასში ჩასვლისას, ის გადაწყვეტს, კამეჩებზე მონადირეების ჯგუფთან ერთად კოლორადოს კლდოვან მთებში წავიდეს.
დატონები მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, მათ შორის დასავლური ექსპანსიის ზრდა, აკრძალვა და დიდი დეპრესიაა.
მოხუცი პროფესიონალი მსროლელი და მისი ქალიშვილი წარსულის შედეგებს ძალიან მძიმედ იმკიან, როცა მის მიერ წლების წინ მოკლული კაცის შვილი შურისსაძიებლად გადაწყვეტს დაბრუნებას.
ყოფილი მონა ცდილობს მეუღლის განთავისუფლებას, რომელიც სასტიკი მისისიპელი მიწათმფლობელის კელვინ ქენდის პლანტაციაზე იმყოფება.
ეს არის ამბავი თავზეხელაღებული ძმებ სისთერსების შესახებ, რომლებიც საიდუმლო მეთაურის დავალებით, ოქროს მაძიებელი აფერისტის მოსაკლავად მიემართებიან. თუმცა ახალი სამიზნე გამოცდილი მონადირეებისთვისაც კი არ აღმოჩნდა ადვილად ხელში ჩასაგდები...
ფერმერი ჰენრი დაჭრილ ადამიანს იპოვის, რომელსაც ფულით სავსე ჩანთა აქვს. გადასარჩენად ის სახლში წაიყვანს მას თუმცა არ იცის შეიძლება თუ არა მისი ნდობა. უცნობი ამტკიცებს რომ შერიფია, და ჰენდრის ნდობას ნელნელა მოიპოვებს.
დატონის ოჯახი, რომელიც გაურბის სიღარიბეს უკეთესი მომავლის საძიებლად ამერიკის აღთქმულ მიწაზე, დასავლეთისკენ მოგზაურობს დიდი დაბლობების გავლით.
ისტორია ძმებ ფილ და ჯორ ბერბანკების შესახებ. უფროსი ფილი გონიერი და სასტიკი ადამიანია, ხოლო უმცროსი ჯორჯი ნაზი და მგრძნობიარე.
ლიზის ისტორია, რომელიც ცდილობს როგორმე გაექცეს მის წარსულს და თავი დააღწიოს ეშმაკის მქადაგებელს.
როდეოს ყოფილი ვარსკვლავი მიკო, მეუღლის და შვილის მკვლეობის შემდეგ დეპრესიაში ვარდება და შვებას ალკოჰოლში პოულობს. ერთ დღესაც მას, მისი ყოფილი ბოსი დაუკავშირდება და მიკოს მექსიკაში წასვლას სთხოვს, რათა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი სახლში დააბრუნოს.
პატარა ქალაქში, სახელად ჰელენაში ტეხასის რეინჯერი იძიებს აუხსნელ მკვლელობებს, რომელსაც თითქოს საერთო ხელწერა აქვს.
მას შემდეგ რაც ქალი ქმარს, ქალიშვილს, მიწას და ამასთანავე უდანაშაულობას დაკარგავს, ის იწყებს სასტიკ თამაშს, რომლის მთავარი მიზანია სამართლიანობის აღდგენა და შურისძიება.
ოთხი ძალიან მამაცი და შეუპოვარი მამაკაცი მიემგზავრება ველურ დასავლეთში, რათა მოსახლეობა კანიბალებისგან იხსნას.
ქალაქში ადამიანები უგზოუკვალოდ იკარგებიან, ამიტომაც მათ მოსაძებნად ადამიანთა ჯგუფი მიდის. ისინი ფიქრობენ რომ ადგილობრივები მათ მტრულად დახვდებიან, მაგრამ პირიქით მტერი სულ სხვა მხრიდან მოვა.
ეს ისეთი პერიოდია, როცა ველური დასავლეთის დასასრული ახლოსაა. ოთხი მეგობარი მოხვდება პატარა ქალაქში, სადაც მოუწევთ საკუთარი ღირსების და თავების დაცვა.
ფილმი მოგვითხრობს, ერთი ოჯახის 3 თაობაზე, მათ გავლილ ცხოვრებაზე და წინაღმდეგობებზე. სერიალი საკმაოდ დაძაბული და შინაარსობლივია.
ლეგენდარული შერიფი უაიტ ერპი უკვე ცხოვრებაგამოვლილი, დაქანცული მსროლელია, რომელიც უერთდება მის ორ ძმას მორგანს და ვირჯილს, რათა ბედი მაღაროელთა აყვავებულ ქალაქ თომბსთოუნში ეძიონ. მაგრამ როდესაც მოულოდნელად თავს ყაჩაღთა დაჯგუფება დაატყდებათ, რომელიც ქალაქს ატერორებს, ერპი იძულებული ხდება კვლავ ძველი ფორმა ჩაიცვას და დახმარება მის სახელგანთქმულ მეგობარს, დოქ ჰოლიდეის სთხოვოს.
ავსტრალია 1920-იანი წლები. აბორიგენი სემი კლავს თეთრკანიან მიწათმფლობელს, რათა თავი გადაირჩინოს. როდესაც მასზე ნადირობა იწყება, სემი მთავრობას ჩაბარდება, მისი ორსული ცოლის უსაფრთხოების გამო.
მშიშარა ფერმერი პროფესიონალი მსროლელის მეუღლის დახმარებით ცდილობს დაიბრუნოს ქალი, რომელმაც ის მიატოვა.
უცნაურია, მაგრამ მოტაცებული ბავშვი და მის გამტაცებელი დამეგობრდებიან. გაქცეული დამნაშავე სამართალს გაურბის, მისი დაჭერა კი პატიოსანი ამერიკელი მარშალის ვალდებულებაა.
დაახლოებით 1873 წელი, არიზონას შტატის ერთ-ერთ მიყრუებულ პროვინციაში გამოჩნდა უცნობი, რომელსაც არაფერი არ ახსვოს თავის წარსულის შესახებ. უცნობი მალე ხვდება, რომ იქ მცხოვრებლებს არ უხარიათ მისი გამოჩენა. ისინი გარეთ მხოლოდ პოლკოვნიკის ბრძანების შემდეგ გამოდიან. მაცხოვრებლების ესეთი ქცევა აკვირვებს უცნობს, მაგრამ იგი მალევე ხვდება მიზეზს.
შვიდი ძმიდან უფროსს, ადამს, ცოლი მოჰყავს, რის შემდეგაც დანარჩენებსაც ძალიან მოუნდებათ დაქორწინება, მაგრამ საერთოდ არ იციან როგორ მოხიბლონ ქალი.