დეტექტივი იწყებს მამის სიკვდილის გამოძიებას და მიემგზავრება შორეულ ტროპიკულ კუნძულზე, სადაც გაიგებს, რომ ის იყო მკვლელთა ჯგუფის ლიდერი...
მოხუცებულთა თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე, მადლენი ტაქსის მძღოლს პარიზის დასამახსოვრებელ ადგილებში წაყვანას სთხოვს...
1874 წელი, ძალზედ გულუბრყვილო ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად უილ ენდრიუსი, ჰარვარდს ტოვებს, რათა ქვეყნის გარშემო იმოგზაუროს და რეალური ცხოვრება შეიგრძნოს. კანზასში ჩასვლისას, ის გადაწყვეტს, კამეჩებზე მონადირეების ჯგუფთან ერთად კოლორადოს კლდოვან მთებში წავიდეს.
გარეთ პანდემიაა, მასწავლებელი კი ნერვული აშლილობის ზღვარზეა და სწორედ ამ დროს მას უწევს დისტანციური ლექციის ჩატარება, სადაც მას ესმის თუ როგორ დასცინიან სტუდენტები. ამის გამო კი, ის გადაწყვეტს შური იძიოს მათზე.
ლინა, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით - ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს.
ახალგაზრდა მამაკაცს ძალიან უყვარს ტყუილები და ცდილობს ეს ყველას დააჯეროს, ერთ დღესაც ის იღვიძებს და აღმოაჩენს რომ მისი ყველა ტყუილი უკვე დადასტურებული რეალობაა.
მონაზონი ემზადება ეგზორციზმის შესასრულებლად და პირისპირ ხვდება დემონურ ძალას, რომელიც მის წარსულთან საიდუმლოებით არის დაკავშირებული.
ტექნიკური მილიარდერი მასპინძლობს მაღალი ფსონების პოკერის თამაშს მეგობრებს შორის, საღამო კი მოულოდნელად თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც დიდი საიდუმლოებები გამჟღავნდება.
ის ნიანგია და სახელად ლაილი ჰქვია, ის ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და საოცრად უყვარს სიმღერა.
მიკოლა ექსცენტრიული პაციფისტია, რომელსაც სურს კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. მაგრამ როდესაც დონბასში ომი იწყება, მიკოლას გულუბრყვილო სამყარო ინგრევა, რადგან ბოევიკები მის ორსულ ცოლს კლავენ და სახლს უწვავენ.
სასიკვდილო ვირუსის ეპიდემიამ, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში წარმოიშვა, სრულიად გაანადგურა შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა. მთავარი გმირი კარტერი სასიკვდილო პანდემიიდან ორი თვის შემდეგ მოტელში იღვიძებს, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ.
მოქმედება ხდება სამყაროში, სადაც ობობები პოლიციელები არიან და სწორედ ერთ-ერთი დეტექტივი პოლიციელი ჩადის სან-ფრანცისკოში მას შემდეგ რაც იქ მცხოვრებლებს დიდი საფრთხე დაემუქრებათ.
ძველ საბერძნეთში ლამაზ და აყვავებულ საპორტო ქალაქში იოლკოსში ცხოვრება მშვიდია, სანამ მოსახლეობას პოსეიდონის რისხვა დაემუქრება. ახალგაზრდა, თავგადასავლების მოყვარული თაგვი და კატა, რომელმაც ის იშვილა, ეხმარება მოხუც ჯეისონსა და მის არგონავტებს ქალაქის გადარჩენაში.
ფილმი იდუმალი ბრიტანელი ბიზნესმენისა და ახალგაზრდა ამერიკელი ჟურნალისტის შესახებ, რომელიც თვალყურს ადავნებს რევოლუციის განვითარებას ქვეყანაში. ისინი ძლიერი კავშირით ამოძრავებული, სასიყვარულო ისტორიის გმირები გახდებიან და ქვეყნიდან გაქცევის მცდელობისას
ეს სერიალი
ნიკ ბუნი - დაქირავებული მკვლელია, რომელიც დაუნდობელი სინდიკატის აღმსრულებელის სახით თავისი ცხოვრების გამოსყიდვას ცდილობს.
ძალიან უიღბლო გოგონა, ერთ დღესაც ქუჩაში იპოვის მონეტას, რომელიც მას ძალიან იღბლიან ადამიანად აქცევს. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ის მალევა დაკარგავს იბლიან მონეტას.
ლუკა ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, თანატოლებთან მეგობრობს და გამოცდებისთვის ემზადება. ის ერთ გოგოსთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. სრულიად მოულოდნელად, ექიმთან დაგეგმილი ვიზიტი მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას.
ეს არის ნამდვილი ამბავი ავიაკატასტროფის შესახებ. ტერორისტული საფრთხის გამოძიების დროს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კორეის ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ ეჭვმიტანილი ახლახან ავიდა საერთაშორისო რეისზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინვს. როდესაც იმავე რეისზე მყოფი სრულიად ჯანმრთელი მგზავრი მოულოდნელად კვდება შემზარავი სიკვდილით, პანიკა იფეთქებს როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე...
ენი ელიოტი თავის გაკოტრების ზღვარზე მყოფ ქედმაღალ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. შვიდი წლის წინ ენიმ გაბედული ფრედერიკ უენტვორტის სიყვარული უარყო, მაგრამ როდესაც ფრედერიკი კვლავ შეიჭრება მის ცხოვრებაში, ახალგაზრდა გმირი იძულებულია წარსულის უკან მოტოვებას და მისი გულის კარნახს შორის რთული არჩევანი გააკეთოს, როცა საქმე მეორე შანსს შეეხება.
მასიმო და ლაურა, წყვილის ახალ დასაწყისს და ცხოვრებას მასიმოს ოჯახური კავშირები და იდუმალი მამაკაცი ართულებს, რომელიც ლაურას ცხოვრებაში იჭრება, რათა მოიგოს მისი გული და ნდობა ნებისმიერ ფასად.
ისტორია ახალგაზრდა პარკერის და მისი საუკეთესო მეგობარი გოგონას მირის შესახებ, რომლებიც პანდემიისგან შეცვლილი სამყაროსგან შორს, გადაწყვეტენ კარანტინში მარტო დარჩენას ტბასთან მდებარე ოჯახის შორეულ სახლში - ყოველ შემთხვევაში, პარკერი და მირი ასე ფიქრობდნენ, რადგან ახალგაზრდა გმირები მალევე აღმოაჩენენ, რომ ისინი მარტონი არ არიან.
ჩექმებიანი კატის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა, რადგან მას მხოლოდ ერთი სიცოცხლე დარჩა და ეს მისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
ასლი ფიქრობს, რომ ქორწინება
მოდელების ვარსკვლავურ წყვილს მდიდრულ კრუიზში ეპატიჟებიან, რომელსაც სრულიად შეშლილი კაპიტანი მართავს. რაც თავიდან ინსტაგრამის პოსტებისთვის ზედგამოჭრილი ჩანს, კატასტროფით სრულდება...
ტაილანდში მარტო მოგზაურობის დროს, სოციალური ქსელების საკმაოდ გავლენიანი ფიგურის, ახალგაზრდა მედისონის ცხოვრება სრულ კოშმარად გადაიქცევა, როდესაც ის შეხვდება იდუმალ გოგონას, სახელად სვს, რომელიც მოგზაურობს მასთან ერთად და ახალგზრდა გმირს უჩვენებს სულ უფრო შეუზღუდავი ცხოვრების წესს, მაგრამ მოულოდნელად სვს ინტერესი მედისონის მიმართ უფრო ბნელ ხასიათს იძენს.
რამდენად რთულია განშორება ხანგრძლივი ურთიერთობის ან ქორწინების შემდეგ? რამდენად რთულია სიტყვების და გზების პოვნა? რამდენად ძნელია გინდოდეს დატოვო ადამიანი ისე, რომ არ დატანჯო? და თუ ერთ დღეს, სასოწარკვეთილებისა და მარტოობის მომენტში, დაწერ წერილს, გამოუშვებ ორთქლს ან იპოვნი ვინმეს, ვინც გეტყვის როგორ შეიძლება დატოვო თქვენი პარტნიორი ტანჯვის გარეშე? მაგრამ რაც მთავარია, რა მოხდება, თუ ეს ანონიმური წერილი ჩვენს პარტნიორს მიუვა?