ძალიან დიდი ხნიწ წინ, და თავის ძმასთან ერთად ქალაქგარეთ ტყეში მიდიოდა. მისი მიზანი კი საჭმლის და სამსახურის პოვნა იყო, მაგრამ მას გზად შემზარავი ამაბავი დაატყდა თავს.
გოგონა სულ ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე და ეს დღეც დადგა. მაგრამ წინ სახიფათო თამაში ელის, ქორწილის პირველივე ღამეს ის ქმრის ოჯახში იძულებული გახდება ითამაშოს საშიში თამაში, სადაც ის უნდა დაიმალოს და პოვნის შემთხვევაში კი მას მოკლავენ.
დედის და მისი ახალგაზრდა ქალიშვილის ცხოვრება უეცრად იცვლება, ისინი სრულიად მოულოდნელად კარგავენ ყველაფერს და იძულებულები ხდებან ახალი ცხოვრება დაიწყო მდიდარი ოჯახის მეზობლად.
ეს არის ოჯახი, რომელიც თავის წეს-ჩვეულებებს, მისწრაფებებს და კარიერას ერთმანეთს არ უზიარებს. მალევე აღმოაჩენენ რომ ტყუილის ქსელი რომელშიც ისინი ცხოვრობენ უეცრად შეირყევა, როცა ოჯახის უფროსი სახლში ყოფილ თაღლითს მიიყვანს.
ქალს ოჯახი ავიაკატასტროფაში დაეღუპება და მისი ცხოვრება სწორედ ამ დღიდან შეიცვლება. ის ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდება, სწორედ ეს იმოქმედებს მის შემდგომ ცხოვრებაზე.
ბელა ესპანელი გოგონაა, რომელსაც თურქი ბიჭი შეუყვარდება. ისინი ოჯახების წინააღმდეგობის მიუხედავათ ერთმანეთზე იქორწინებენ. გოგონა, რომელიც ძალიან თანამედროვე აზროვნებისაა, მოუწევს იცხოვროს თურქ ქმრის ოჯახში, რომლებიც ძალიან ტრადიციულები არიან.
ვალერია მასწავლებელია, რომელიც ძალიან იმედგაცრუებულია სიყვარულისგან და ეს მისთვის ძალიან რთულია, ის მალე გაიცნობა მამაკაცს, რომელსაც თავის მიზნების მისაღწევად გამოიყენებს.
ახალგაზრდა წყვილი უქმეების გასატარებლად გადაწყვეტს რომ ნიუ იორკში წავიდეს, იქ კი მათ უამინდობა, მრავალი თავგადასავალი, უამრავი უსიამოვნება და უბედურებები ელოდებათ.
ისტორია ულამაზესი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ქორწილის დღეს მიატოვეს და ამით მას დიდი ტკივილი მიაყენეს. მან ამ დღის შემდეგ, გადაწყვიტა რომ ქორწილების ორგანიზატორი გამხდარიყო, 5 წლის შემდეგ კი, ის ყოფილი შეყვარებულის ქორწილის ორგანიზატორი აღმოჩნდება.
ისინი ფიქრობენ რომ ულამაზეს და თან საინტერესო კუნძულზე მოხვდნენ, სადაც კარგად დაისვენებენ. მაგრამ ეს ასე არაა და ისინი მალე იმ საიდუმლოს გაიგებენ, რომელსაც ეს კუნძული ინახავს.
მამაკაცმა ცხოვრებაში ის ადამიანი დაკარგა, რომელიც ყველაზე მეტად ფასეული იყო მისთვის და ყველაზე მეტად უყვარდა. ამის გამო კი მას მოუწევს შური იძიოს ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვის.
ეს არის მონადირე მოზარდის თავგადასავლები, რომელიც მოულოდნელად სულ სხვა მიმართულებით ვითარდება.
მთებში მდებარე ერთ პატარა ქალაქში შიში მას შემდეგ დაისადგურებს რაც ყოველი სავსე მთვარის შემდეგ გვამებს პოულობენ. ოფიცერი მარშლი, რომელსაც თინეიჯერი გოგონა ეზრდება და ავადმყოფი მამა ჰყავს, ძილს და მოსვენებას დაკარგავს ამ ყველაფრის შემდეგ.
ქრისტიანული სასულიერო მუსიკის ვარსკვლავის, ჯერემი კემპის ცხოვრებისეული გზა, მისი სიყვარული და დანაკარგები გვარწმუნებს იმაში, რომ იმედი არასდროს ქრება.
აარონი გვალვით დაზარალებულ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც პანაშვიდს უნდა დაესწროს. მაგრამ მისი დაბრუნება ათწლეულების ჭრილობას ხსნის, რომელიც თინეიჯერი გოგონას გაუხსნელი სიკვდილს უკავშირდება.
დეტექტივს ჯეიკობ ქენონს ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც მოულოდნელად სასტიკად მოკლეს. ძალიან მალე უცნაური საფოსტო ბარათები ჩნდება შვედი ხელოვნებათმცოდნის, დესი ლარსონის მაგიდაზე.
ორი წყვილი ხვდება ერთმანეთს და მათ ერთმანედი უყვარდებათ, ყველაფერი კი ისე გადაიზრდება რომ წყვილები ასეთ ფინალს ვერ წარმოიდგენდენ.
ეს ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავზე, რომელიც ერთ ცნობილ იურისტს უკავშირდება და მსოფლიოში გახმაურებულ ამბავზეა.
რუსი სამხედროების გაბედულმა ჯგუფმა შეძლო გაქცევა გერმანიის ტყვეობიდან ნახევრად განადგურებული ლეგენდარული T-34 ტანკით.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
პოლიციამ დაიჭირა სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, რომელმაც ანალოგიური მკვლელობა 30 წლის წინაც ჩაიდინა. მკვლელს კი სიკვდილით დასჯა ელის, მაგრამ ადვოკატები მის გადარჩენას მაინც ცდილობენ.
ლტოლვილებისა და ემიგრანტების ძალიან მძიმე ისტორია, რომლებმაც საკუთარი სამშობლო დატოვეს სხვადასხვა მიზეზთა გამო.
ნოეს კიდობანი, რომელიც სავსეა სხვადასხვა ცხოველებით,ღია ზღვაში მიცურავს. ბორტზე კი საუკეთესო მეგობრები, ფინი და ლეა იმყოფებიან.
კაპიტან ამერიკის საუკეთესო მეგობრები, ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცი დედამიწაზე ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბოროტებას ებრძოლონ.
გოგონას რატომღაც შეუყვარდა მამაკაცი, რომელიც რეალურად ძალიან საშიშია და ის დაქირავებული მკვლელია. მას მასთან ერთად საინტერესო თავგადასავალი ელის.
ეს არის სიყვარულის ისტორია ვიოლეტის და თეოდორის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდებათ. მათ უნდა დასძლიონ წარსულის მოგონებები და იფიქრონ მომავალზე.
ეს არის საგმირო ისტორია მეხანძრეების და მაშველების შესახებ. რასაც ჩვენ ვაჟკაცურ მოქმედებას ვუწოდებთ, მათთვის მხოლოდ ჩვეულებრივი რუტინაა. ისინი ყოველთვის თვალებში უყურებენ სასიკვდილო საფრთხეს და არ უშინდებიან რისკს.
მას შემდეგ რაც ქალი ქმარს, ქალიშვილს, მიწას და ამასთანავე უდანაშაულობას დაკარგავს, ის იწყებს სასტიკ თამაშს, რომლის მთავარი მიზანია სამართლიანობის აღდგენა და შურისძიება.