ბიჭი თავის საოცნებო გოგოსთან სექსზე ოცნებობდა და ეს ოცნება აისრულა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ამ გოგომ სიყვარულზე უარი განუცხადა და მხოლოდ მეგობრობაზე დასთანხმდა. ბიჭი კი ფიქრობს თუ რატომ მოიქცა გოგო ასე.
ეს ამბავი მოგვითხრობს მშობლებზე და შვილებზე, რას ფიქრობენ მშობლები საკუთარ შვილებზე, რომლებიც ინტერნეტმა სრულიად შეცვალა და შეიცვალა მათ შრორის ურთიერთობები.
37 წლის მამაკაცს რატომღაც თავისი თავი ისევ ახალგაზრდა ჰგონია და ლაღად ცხოვრობს. ის დაშორდება თავის საცოლეს და სრულიად მოულოდნელად 17 წლის გოგოს დაუმეგობრდება და მათ შორის სიყვარული გაჩნდება.
19 წლის გოგონა ძალიან უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, თავისი ოჯახით და მეგობარი ბიჭით. სწორედ ამიტომ ის დასასვენებლად გაემგზავრება ტაილანდში, სადაც ავიაკატასტროფაში მოხვდება.
მოქმედება მომავალში ხდება, სადაც სამყარომ დიდი ევოლუცია განიცა და რობოტებმა შეძლეს სამყაროს დამორჩილება. სწორედ უსამართლობასთან ბრძოლის გამო ალიტა ერთხელ უკვე გაანადგურეს, მაგრამ პროფესორის დახმარებით მას მეორე სიცოცხლე დაუბრუნდა.
ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც ნარკოკურიერია და მთელი თავისი ცხოვრება ამას შესწირა. თავის ცხოვრების მანძილზე კი უამრავი შეცდომა დაუშვა, არ დააფასა ოჯახი და ახლობელი ადამიანები.
ლეგენდარული თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.
სკოლის მოსწავლე ბიჭუნა იპოვის დაწყევლილ ხმალს, რომლის აღების შემდეგაც გააღვიძებს დემონებს და ამით ის საფრთხეს შეუქმნის გარშემო მყოფებს. ამიტომაც მან ამ ხმლით უნდა გადაარჩინოს ყველა.
ამ ადგილას მხოლოდ დრაკონები ცხოვრობენ და მხოლოდ მშვიდობიანმა მოსახლეობამ იცის მათი ადგილსამყოფელი, მაგრამ ერთ დღეს გამოჩნდებიან ბოროტი ადამიანები რომლებიც გადაწყვეტენ დრაკონების დაჭერას და წაყვანას.
იტალიაში ერთდროულად ჩავა ორი ოჯახი, რომლებიც გახსნიან სხვადასხვა პიცერიას და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ამის გამო მათ შორის დიდი დაძაბულობაა, მაგრამ მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და ყველაფერი საინტერესო სწორედ აქედან დაიწყება.
სკოლის მოსწავლეებისგან გარიყული გოგონა ძალიან მარტოსულია და სწუხს იმაზე რომ მასთან არავის უნდა მაგობრობა, მაგრამ ერთ დღეს შემთხვევითობის წყალობით ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.
სამწუხაროდ მამას არ გაუმართლა და 3 გოგო ეყოლა, არა და მას ბიჭი ძალიან უნდოდა რომ ჰყოლოდა, ამიტომაც ის გადაწყვეტს იპოვოს სუპერ სიძე. სიძე რომელიც მისთვის ვაჟივით იქნება და ისე ეყვარება როგორც საკუთარი შვილი.
ქმრისგან დაღლილი ცოლი გადაწყვეტს ძველი მეგობრის დახმარებეით ქმარის სიკვდილი გაითამაშოს და ამიტომაც ის ძველ მეგობართან ჩავა თავის ქმართან ერთად, სადანც ის ქმრის მკვლელობას ცდილობს.
გოგონა დილით იღვიძებს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ კვდება, ხოლო სიკვდილის მომენტიში ის ახლიდან იღვიძებს და ყველაფერი ახლიდან იწყება, ამიტომაც ის იწყებს ბრძოლოს გადაურჩეს სიკვდილს.
ლეგო სამყაროში ყველაფერი თავდაყირა დადგა, ლეგო ადამიანები ყველანი მოწყენილები და დასტრესილები არიან, მხოლოდ ერთია ისეთი რომელსაც პოზიტივი არ დაუკარგავს და ცდილობს სხვა ლეგოებიც კარგ განწყობაზე დააყენოს.
ამ გოგონას ცხოვრებაში მხოლოდ ორი რამ უყვარს, ესენია მისი შეყვარებული და ჭამა. სამწუხაროდ გოგონას წონაში მომატების გამო მისი შეყვარებული მიატოვებს, მაგრამ გოგონა არ აპირებს სიყვარულის ასე დათმობას.
ბერკი საცხოვრებლად კვიპროსზე გადავა, სადაც ის გაიცნობს ეზელს და მისი მშვიდი ცხოვრება სწორედ აქ დამთავრდება და ყველაფერს თავგადასავლების მოყვარულ გოგონა შეცვლის.
ისინი 7 წელია ერთად ცხოვრობდნენ და ერთ დროს ძალიან ტკბილი ცოლ-ქმარი იყვნენ. მაგრამ ქმარს დაავიწყდა თუ როგორ ძლიერ უყვარდა თავისი მეუღლე და მისმა პრობლემებმა ყველაფერი შეცვალა.
ეილული ძალიან ლამაზი, საინტერესო და ამავდროულად მხიარული გოგონაა. მას მოულოდნელად მეხსიერება დაეკარგება და ბოლო თვეებში მომხდარ ფაქტებს ვერ იხსენებს. ამიტომაც ის გადაწყვეტს მეხსიერების დაბრუნების იმედათ წავიდეს კუნძულზე სადაც უცნაურ ადამიანს გაიცნობს.