დაუნდობელი ქილერი ქალი მოწამლეს, მას სიკვდილამდე და შურისძიებისათვის მხოლოდ 24 საათი აქვს. შურისძიებისას კი, ის თავისი ერთ-ერთი მსხვერპლის ქალიშვილთან მოულოდნელად დაახლოვდება.
პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანული ჯარი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ისინი ბრიტანელებსა და ფრანგებს მიწისქვეშიდან ებრძვიან. მათ დასამარცხებლად ბრიტანელებმა გვირაბი თიხით სავსე ნიადაგში უნდა გათხარონ, ამისთვის კი ბრიტანელ მაღაროელებს იქირავებენ.
ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ტრაგედიით შეძრწუნებული მომხდარის ახსნას ცდილობს და ხვდება რომ ნამდვილი საფრთხე ჯერ კიდევ წინაა.
ავადმყოფი დედის გადასარჩენად, პატარა განერი მისტიური არსების, "წყლის კაცის" საძებნელად მიემართება, რომელსაც ჭორების მიხედვით სიკვდილის დამარცხება შეუძლია.
ამბავი პროგრესირებადი ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი დედის შესახებ, რომლის მეუღლე საკუთარი გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე მთელი ძალებით ცდილობს თავის ცოლზე იზრუნოს.
მას შემდეგ რაც მანიაკი დოქტორი რობოტნიკი დედამიწაზე ბრუნდება თავის ახალ მოკავშირესთან ერთად, სონიკი და მისი ახალი მეგობარი ტეილსი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მათ გასაჩერებლად.
ახალგაზრდა მეცნიერი, მაიკლ მორბიუსი სისხლის იშვიათი დაავადებისგან განკურნებას, ძალიან ორიგინალური საშუალებით - ღამურების დახმარებით გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ცოცხალ ვამპირად გადაიქცევა და ნამდვილი ვამპირის წარმოუდგენელ ძალას მიიღებს.
გოგონა გადაწყვეტს ოჯახის დასახმარებლად სამოდელო სააგენტოში დაიწყოს მოდელად მუშაობა, მალევე აღმოაჩენს რომ ამ ყველაფრის უკან მძიმე საიდუმლო იმალება და ის სულ სხვა მიზნითაა დაქირავებული.
პროფესიონალი დაქირავებულ მკვლელად ქცეული CIA-ს ყოფილი მაღალკვალიფიციური აგენტის ნამდვილი ვინაობა არავისთვის არის ცნობილი, მაგრამ როდესაც შემთხვევით გამოავლენს სააგენტოს ბნელ საიდუმლოებებს, ყველა სახის საიდუმლო საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაჯგუფების, მათ შორის მისი ყოფილი დამსაქმებლების სამიზნე
მოვლენები თანამედროვე ნიუ-იორკში ვითარდება და მსოფლიოში ყველაზე საშიში დაქირავებული მკვლელის რენდის, მეტსახელად "კაცი ტორონტოდან" და წარუმატებელი ნიუ-იორკელი ახალგაზრდა გრემის შესახებ მოგვითხრობს.
ფერმერი ჰენრი დაჭრილ ადამიანს იპოვის, რომელსაც ფულით სავსე ჩანთა აქვს. გადასარჩენად ის სახლში წაიყვანს მას თუმცა არ იცის შეიძლება თუ არა მისი ნდობა. უცნობი ამტკიცებს რომ შერიფია, და ჰენდრის ნდობას ნელნელა მოიპოვებს.
ეს ისტორია მიმიკოს მარსელ მარსოზეა, რომელიც ებრაელ ბიჭ სკაუტებთან და ფრანგულ წინააღმდეგობის გუნდთან მუშაობს, მეორე მსოფლიო ომის დროს ათი ათასობით ობოლის გადასარჩენად.
ციყვების შესახებ გადაღებული ორიგინალი ტელესერიალის დასრულებიდან 30 წელი გავიდა. ჩიპი და დეილი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ იმ სამყაროში, სადაც ადამიანები და ანიმაციური პერსონაჟები ერთმანეთს ემეზობლებიან.
უელსელი ჟურნალისტი, გარეტ ჯონსი გერმანიის ახალი კანცლერისგან, ადოლფ ჰიტლერისგან წარმატებით იღებს ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, დეივიდ ლოიდ ჯორჯის მრჩევლის თანამდედობას იკავებს.
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი კლერი და ეიდენი დებენ შეთანხმებას, რომ ისინი კოლეჯში წასვლის წინ ერთმანეთს დაშორდებიან სინანულისა და გატეხილი გულების გარეშე.
მოვლენები უახლოს მომავალში ვითარდება და ორი მსჯავრდებულის შესახებ მოგვითხრობს, რომლთაც სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ რადიკალურად ახალი პრეპარატის გამოცდის ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობენ.
ჩინური წარმოშობის ამერიკელი მისის ვანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც გადასახადების გადახდისას მოულოდნელად მბრუნავი საოფისე სკამიდან პირდაპირ მულტისამყაროში მოხვდება.
ცნობილი კინოვარსკვლავი ბევერლი ჰილსის ერთ-ერთი რესტორანში აიძულებს პარკინგის მსახურს, თავი მის საყვარლად წარმოაჩინოს. რათა დაქორწინებულ მამაკაცთან ურთიერთობა დამალოს.