მეზღვაური მივა მოხუცთა თავშესაფარში, სადაც მას განძრახული აქვს ერთი პაციენტის მონახულება. ამ მონახულების დროს ის წაიკითხავს ამ ადამიანის უბის წიგნაკს, სადაც საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი.
გოგონა და ბიჭი ბავშობიდან საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ისინი ერთმანეთს დროებით დაშორდნენ და შეწყვიტეს მეგობრობა. ისინი მალევე მიხვდებიან რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ და შერიგდებიან, ასევე იქნება ბიჭი რომელიც ამ გოგოს უყვარს და..
საშინელი შტორმი 25 წლის შემდეგ ისევ მეორდება. სამწუხაროდ დედა მოკლულია, ხოლო მისი ქალიშვილი გაუჩინარებულია, ამიტომაც მხოლოდ 72 საათია იმისთვის რომ სიმართლე გაირკვეს.
ისინი სამი ვამპირი ქალი იყო, მაგრამ მათ მოეწონათ 18 წლის გოგონა, რომელიც ვამპირად აქციეს. ამ 18 წლის გოგონას მოეწონება ადამიანი და გადაწყვეტს უკვდავებას შეელიოს.
გოგონას რატომღაც შეუყვარდა მამაკაცი, რომელიც რეალურად ძალიან საშიშია და ის დაქირავებული მკვლელია. მას მასთან ერთად საინტერესო თავგადასავალი ელის.
ახალგაზრდა ქალი პანიკაშია, რადგან მისმა ახალმა ბოიფრენდმა მეილზე სულელური  შეტყობინება გაგზავნა. ამიტომაც ქალი იძულებულია თავის მეგობრებთან ერთად მექსიკაში, დედასთან გაემგზავროს, რათა ეს შეტყობინება წაშალოს.
უდარდელი ახალგაზრდები,  შემთხვევით პალმ სფრინზსში მიმდინარე ქორწილში შეხვდებიან ერთმანეთს. საქმე რთულდაა, რადგან არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამ ღონისძიებას, თუმცა...
შელახული და დაშავებული მერიკელი ტურისტი, ჩამოკიდულია თავდაყირა პირდაპირ ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი და მის სიცოცხლე დასრულდება, თუმცა ყველაფერი სხვანაირად ხდება.
ეს არის ამბავი დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანის შესახებ.
ახალგაზრდა იურისტს მოუწევს 6 თვის მანძილზე ვენახში მუშაობა და თუ ის ამას წარმატებით შეძლებს, ის ვენახის მფლობელი გახდება.
ეს არის ისტორია გოგონაზე, რომელიც სახლში ბრუნდება მას შემდეგ რაც მის დაბადების ადგილს ქალაქზე გაცვლის. იქ მას ისევ საკთარი სახლი და ხელგაშლილი ოჯახი დახვდება.
ახალგაზრდა და  თან ძალიანცინიკური დელი, გაიცნობს  გონებამახვილ გოგონას  და მალე მათ შორის თავბრუდამხვევი რომანი დაიწყება.
ახალგაზრდა ქალი, ყოველთვის ოცნებობდა საბავშვო მწერლობაზე, მაგრამ მისი ცხოვრება სულ სხვანაირად განვითარდა.
ამბავი ორ შეყვარებულ წყვილზე, თუ რა გადახდებათ მათ თავს ბარიდან სახლში დაბრუნებისას.
მუსიკოსი უკვე 6 წელია რაც ტელევარსკვლავ სარა მარშალს აღმერთებს. როდესაც სარა ბრიტანელ როკ-მუსიკოსთან უღალატებს, პიტერის მყუდრო სამყარო უეცრად ნგრევას იწყებს.
ახალგაზრდა, სიმპათიური და პერსპექტიული ბიჭს რომელიც იურისტია, მას ძალიან გაუმართლა ცხოვრებაში.  გარდა ამისა მას დროში მოგზაურობა შეუძლია.
წყვილს რომელსაც საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს, გადაწყვეტს მეორე წყვილი დაიყოლიოს როგორმე და მათთან ერთად წავიდეს კუნძულზე, რომელიც სპეციალურად პრობლემური წყვილების შესარიგებლადაა შექმნილი.
ახალგაზრდა გოგო ყოველთვის ფიქრობდა, რომ დიპლომით ბევრად მარტივი იქნებოდა კარგი სამსახურის პოვნა. სამწუხაროდ  კურსის დამთავრების, შემდეგ არაფერი მოხდება და ამიტომაც ის იძულებულია შინ, საკმაოდ ექსცენტრულ ოჯახში დაბრუნდეს.
გოგონა ძალიან მხიარული და საკუთარი თავის მოყვარულია, მაგრამ შობამდე ცოტახნით ადრე, თავისი გულგრილობის გამო სახლიდან გამოაგდებენ და იძულებულია მუშაობა დაიწყოს.
ქალი, რომელსაც გართობა ძალიან უყვარს და ბავშვობაშია ჩარჩენილი, თავის საქმროს ატყუებს თითქოს გარკვეულ კურს გადის, სინამდვილეში კი მეგობრებთან ერთად ერთობა.
ფილმი საკმაოდ კარგი საყურებელია რომანტიკული და მუსიკის მოყვარულ ადამიანებისთვის. ფილმს ერთდორულად აქვს 4 ჟანრი: მიუზიკლი, მელოდრამა, დრამა და კომედია. სწორედ ამიტომ ფილმში ხშირია მუსიკალური ნომრები და მუზიკლები.<br><br>ფილმი ვითარდება ორი პერსონაჟის ირგვლივ, მთავარი როლის შემსრულებლებს შორის იწყება რომანი და სწორედ ისინი ქმნიანძალიან სახალისო და რომანტიულ სიტუაციებს, ისინი არიან რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი.
ალფა კენტავრზე მისიით გამგზავრებულ მილუტინს ქალი კიბორგი
ქალი უკვე 100 წელია ცხოვრობს და არ ბერდება, იმის მიუხედავათ რომ ამდენი წელია ცხოვრობს არაფერი ეტყობა ასაკის მატების. ამდენხნიანი ცხოვრების მიუხედავად მას საყვარელი მამაკაცი არ ჰყოლია, ხოლო როცა შეუყვარდა მამაკაცი გადაწყვიტა რომ შეეძლო ისევე დაბერებულიყო როგორც მისი რჩეული.
შვედეთში ნამდვილი საშინელება ტრიალებს, ქვეყანა იდუმალი თავდასხმის წინაშეა, ამ დროს კი ალექსი ცდილობს თავისი ძველი სიყვარული ანა გადაარჩინოს.
ჯეინი სულ რაღაც თვრამეტი წლისაა და ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მისდასაბედნიეროდ ამ კუნძულზე ჩამოდის როკ მომღერალი, რომელიც მას ძალიან უყვარს.
იტალიაში ერთდროულად ჩავა ორი ოჯახი, რომლებიც გახსნიან სხვადასხვა პიცერიას და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ამის გამო მათ შორის დიდი დაძაბულობაა, მაგრამ მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და ყველაფერი საინტერესო სწორედ აქედან დაიწყება.
სკოლის მოსწავლეებისგან გარიყული გოგონა ძალიან მარტოსულია და სწუხს იმაზე რომ მასთან არავის უნდა მაგობრობა, მაგრამ ერთ დღეს შემთხვევითობის წყალობით ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.
ეს ისეთი პერიოდია, როცა ველური დასავლეთის დასასრული ახლოსაა. ოთხი მეგობარი მოხვდება პატარა ქალაქში, სადაც მოუწევთ საკუთარი ღირსების და თავების დაცვა.