გონებაარეულმა მწერალმა დაკარგა შთაგონება და ვერანაირად ვერ ახერხებს ახალი სცენარის დაწერას. ის უნებლიედ ხდება ჩათრეული ძაღლის გატაცების ამბავში რომელიც მისმა ექსენტრიულმა მეგობრებმა განიძრახეს.
დისნეის კლასიკური ფილმის "მერი პოპინსის" ეკრანიზაციის ისტორია. როდესაც უოლტ დისნეი შეპირდა თავის ქალიშვილებს ფილმის გადაღებას მათი საყვარელი წიგნის მიხედვით, პამელა ტრევერსის ზღაპრის "მერი პოპინსი" მას არცკი წარმოედგინა რომ, ამ პირობის შესასრულებლად მას 20 წელი დასჭირდებოდა.
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო.
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება.
ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია.
ახალგაზრდა კოლინ კლარკი, სტუდენტი კინორეჟისურის ფაკულტეტის, ცდილობს ჩაერთოს გადაღების პროცესში. ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროს და სერ ლოურენს ოლივიეს მუშაობა ფილმზე "პრინცი და მოცეკვავე".
ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ.
ავსტრალია 1920-იანი წლები. აბორიგენი სემი კლავს თეთრკანიან მიწათმფლობელს, რათა თავი გადაირჩინოს. როდესაც მასზე ნადირობა იწყება, სემი მთავრობას ჩაბარდება, მისი ორსული ცოლის უსაფრთხოების გამო.
ბობი სენდის, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის "ირას" წევრის ისტორია, რომელიც 1981 წლის შიმშილობას ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც რესპუბლიკელი პატიმრები შეეცადნენ პოლიტიკური სტატუსის მოპოვებას, რამაც მეიზის ციხეში სენდის სიკვდილამდე ექვსი კვირით ადრე მოვლენების დრამატიზება გამოიწვია.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ის მოგვითხრობს ისტორიას ექიმზე, რომელიც ევთანაზიის იდეას მხარს უჭერს. თან, მხარს უჭერდა განა მარტო სიტყვებით, არამედ თავის განუკურნავ პაციენტებს ეხმარებოდა სიკვდილში.
ერთ-ერთი მორიგი, წვრილმანი ძარცვის შემდეგ, ოსამუ და მისი ვაჟი, პატარა, გაყინულ გოგოს გადაეყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს, ოსამუს ცოლის თანხმობით, უპატრონო გოგონას შეფარებას გადაწყვეტენ.
მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ეს ფილმი მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი "The Quarrymen".
გონდურასში დაბადებული საირა თავისი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად ყველაფერზე არის წამსვლელი. მას აშშ-ში ცხოვრება უნდა. მექსიკაში გადასვლა კი, ამერიკისკენ მიმავალ გზაზე პირველი გადადგმული ნაბიჯია.
ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა.
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს რეაბილიტაციისათვის.
ფილმი ოსკარ ვაილდის უკანასკნელი დღეების შესახებ. ერთ დროს ინგლისის ყველაზე პოპულარული მწერალი, სასიკვდილო სარეცელზე მოგონებებში იძირება და წარსულს იხსენებს.