ეს არის თინეიჯერის ისტორია, რომელიც პოლიციის საიდუმლო ინფორმატორი გახდა 1980-იან წლებში. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნარკოტრეფიკისთვის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
საიმონ ფენიქსი ძალიან სახიფათო კრიმინალია, რომელიც 1996 წელს კრიოგენიულად გაყინეს, 2032 წელს კი სან-ანჯელესში იგი თავდებში გამოშვების სასამართლო მოსმენიდან გაიქცა. პოლიცია უძლურია მის წინააღმდეგ და ამიტომ მიმართავენ ჯონ სპარტანს, რომელმაც თავის დროზე იგი დაატყვევა.
ადვოკატი ქალის ცხოვრება წარმატებულია, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ მისი მეუღლე წარსულში საიდუმლო აგენტი იყო და ახლა მძიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ის თავის ქმარს დახურულ ზესაიდუმლო ტრიბუნალზე დაიცავს, სადაც ბევრად განსხვავებული წესებია.
მომაკვდავის ჰოსპიტალიზაციისას ორმა პარამედიკოსმა იპოვა მილიონი დოლარი, მის ტანსაცმელში გამოკერებული. როდესაც პაციენტი კვდება, ისინი გადაწყვეტენ ფული დაიტოვონ, ამით კი ქაოსისა და ძალადობის გზას ადგებიან.
დამწყები განგსტერი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ორ ძალიან ამბიციურ და საშიშ განგსტერთან ერთად. მათთან ერთად კი მას მოუწევს ყაჩაღობაში მიიღოს მონაწილეობა.
აშშ-ში იმართება კონკურსი სახელად "მის ამერიკა", გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტი ქალი კი იძულებულია ამ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რათა დამნაშავეს მიაგნოს.
ფილმში აღწერილია ძმები დემიენ და ენტონის ცხოვრების ისტორია. ბავშვები ხედავენ წმინდანებს და ესაუბრებიან მათ.მათი გართობა იყო ყუთიში ჯდომა,ისინი უამრავ დროს ატარებდნენ ასე.
სამი ახალგაზრდა გადაწყვეტს ყალბი გატაცების ორგანიზებას.თუმცა ყველაფერი არასწორად წარიმართება, რადგან ნამდვილი ბანკის ძარცვა უკვე დაგეგმილი იყო ორი ტიპის მიერ.
რეალურ ცხოვრებაში თქვენ ვერ ნახავთ სუპერგმირს კომიქსებიდან, სამაგიეროდ თქვენ შეიძლება შეხვდეთ ნამდვილ გმირებს. ქარიზმატულმა გამპანღურებელმა და გლამურულმა ცხელმა-გოგონამ მოიპოვეს ახალი გუნდის მხარდაჭერა პოლკოვნიკ ამერიკას ხელმძღვანელობით.
გონებაარეულმა მწერალმა დაკარგა შთაგონება და ვერანაირად ვერ ახერხებს ახალი სცენარის დაწერას. ის უნებლიედ ხდება ჩათრეული ძაღლის გატაცების ამბავში რომელიც მისმა ექსენტრიულმა მეგობრებმა განიძრახეს.
მეგობრები დაგეხმარებიან მაშინაც, როცა დახმარება არ მოგითხოვია. როცა ჯეი დი და უეინი მათი მეგობრის დარენ სილვერმანის საშინელი შეცდომის - აუტანელი ლამაზმანის ჯუდითის ცოლად მოყვანის ამბავს შეიტყობენ ისინი მეგობრის შველას გადაწყვეტენ და ამ ამბიციური ქალისგან თავის დაღწევაში ეხამრებიან.
ლეგენდარული მსოფლიო განძი მოპარულია, მათ შორის ფასდაუდებელი "ვარდისფერი ავაზას" სახელით ცნობილი ბრილიანტი. მთავარი ინსპექტორი დრეიფუსი იძულებულია ქურდის დასაჭერად შექმნილი საერთაშორისო საგამომძიებლო გუნდის უფროსად ინსპექტორი კლოზე დანიშნოს.
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო.
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება.
ავსტრალია 1920-იანი წლები. აბორიგენი სემი კლავს თეთრკანიან მიწათმფლობელს, რათა თავი გადაირჩინოს. როდესაც მასზე ნადირობა იწყება, სემი მთავრობას ჩაბარდება, მისი ორსული ცოლის უსაფრთხოების გამო.
ერთ-ერთი მორიგი, წვრილმანი ძარცვის შემდეგ, ოსამუ და მისი ვაჟი, პატარა, გაყინულ გოგოს გადაეყრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს თავი გაჭირვებით გააქვს, ოსამუს ცოლის თანხმობით, უპატრონო გოგონას შეფარებას გადაწყვეტენ.
გონდურასში დაბადებული საირა თავისი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად ყველაფერზე არის წამსვლელი. მას აშშ-ში ცხოვრება უნდა. მექსიკაში გადასვლა კი, ამერიკისკენ მიმავალ გზაზე პირველი გადადგმული ნაბიჯია.
წამალი, რომელიც მომხმარებელს ხუთი წუთით სუპერ ძალებს აძლევს ნიუ ორლეანის ქუჩებში სწრაფად გავრცელდება. ახალგაზრდა დილერი, ადგილობრივი პოლიციელი და ყოფილი ჯარისკაცი გაერთიანდება ამ წამლის შემქმნელი ჯგუფის აღმოსაჩენად და მათ შესაჩერებლად.
მისი აღმზრდელის, ბამფი ჯონსონის სიკვდილის შემდეგ, ფრენკ ლუკასი ჰარლემში ჰეროინის პირველი შემომტანი ხდება. მას ნარკოტიკი სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვს და შემოტანის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული.