ფილმში მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ კლდოვან მთებში, რომელიც მოგვითხრობს მარტოხელა მამისა და ორი ქალის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ დატოვონ თავიანთი უსაფრთხო სახლი, იმისათვის რომ შეებრძოლონ საშინელ არსებებს და გადაარჩინონ პატარა ბიჭის სიცოცხლე.
ახალგაზრდა ბიჭს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე დაავალეს, მანდ უნდა გადაიტანოს კვერცხები უსაფრთხოდ, მაგრამ ეს არცისე მარტივი აღმოჩნდება.
პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში, სადაც არავინ ლაპარაკობს, ქალების ხელმძღვანელობით მართული რელიგიური კულტი, დევნის ტყვეობას გაქცეულ ახალგაზრდა ქალს აზრაელს, რომელიც ერთ-ერთია იმ მრავალ ადამიანს შორის, რომელსაც არ შეუძლია მეტყველება.
ეს არის გოთიკური ზღაპარი მოჯადოებული ახალგაზრდა ქალისა და მასზე სიგიჟემდე შეყვარებული საშიში ვამპირის შესახებ, რომლის გამოღვიძებასაც საზარელი შედეგები მოჰყვება.
რიპერი - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დრონის პილოტია, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მხარდაჭერას სპეციალიზირებული რაზმის დელტას მიერ ხმელეთზე წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ფილიპინებში ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის აბუ საიაფის წინააღმდეგ.
სონიკს ამჯერად მოუწევს გაერთიანდეს 2 თანამოაზრესთან, რათა დაამარცხოს საკმაოდ ძლიერი ბოროტმოქმედი.
სერიალი მოგვითხრობს შეუდარებელი და მოუხელთებელი მარტოხელა დაქირავებული მკვლელის, ტურის (ედი რედმეინი) შესახებ, რომელიც თავს ირჩენს შეკვეთების ყველაზე მაღალ ფასად შესრულებით.
მოქმედება 1991 წელს მაიამიში მიმდინარეობს და მოგვითხრობს ახალგაზრდა დექსტერის (პატრიკ გიბსონი) შესახებ, როდესაც ის სტუდენტიდან შირისმაძიებელ სერიულ მკვლელად გადაიქცევა. როცა მისი მკვლელობის სურვილების იგნორირება შეუძლებელი ხდება, დექსტერმა უნდა ისწავლოს მისი შინაგანი სიბნელის მართვა...
ალქაჯის და ფერიას დაპირისპირება, სადაც სიკეთემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.
ფსიქოლოგი, რომელიც თავის შიშებით შებყრობილ პაციენტს როგორც იქნა მოიშორებს, მოულოდნელად უარეს კოშმარში აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც ქალიშვილი შეყვარებულს გააცნობს.
მაღალი ძალაუფლების მქონე აღმასრულებელი დირექტორი, თავის კარიერას და ოჯახს დიდი რისკის წინაშე აყენებს, როდესაც ის იწყებს საშინელ რომანს თავის ბევრად ახალგაზრდა სტაჟიორთან.
კრეივენს ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს თავის დაუნდობელ მამასთან, რაც უბიძგება მას, გახდეს ყველაზე საშიში მონადირე მსოფლიოში.
სიმბა, რომელიც გახდა მეფე, ახლა ცდილობს შეისწავლოს მამის განვლილი ნაბიჯები.
თაობათა ისტორია ოჯახებზე და მათზე დასახლებული განსაკუთრებული ადგილის, სიყვარულის, დანაკარგის, სიცილისა და ცხოვრების გაზიარების შესახებ.
ისტორია გრძელდება ახალგაზრდა ნოისა და ნიკის შესახებ, რომელთა შორის სიყვარული ურღვევად გამოიყურება, მიუხედავად მათი მშობლების ახალგაზრდა გმირების დაშორების მცდელობისა. მაგრამ ნიკის სამსახური და კოლეჯში წასვლა მათ ცხოვრებაში ახალ ურთიერთობას ხსნის.
ერთი სკეპტიკოსი სასამართლო ექსპერტი - ფსიქოლოგი, მომავალ მღვდელთან და ერთ დურგალთან ერთად, ცდილობს გამოიძიოს და დაადგინოს ეკლესიაში მრავლად დაგროვილი სავარაუდო სასწაულები, დემონური შეპყრობის ფაქტები და აუხსნელი ფენომენები.
ჯო განამრტოვებულ ცხოვრებას ეწევა მის ოჯახთან ერთად. იგი არასოდეს არავის აწუხებს, მაგრამ მზადაა დაიცვას თავი. იგი მშვიდად ცხოვრობს ველური ცხოველების გარემოცვაში, იქამდე სანამ ტყეში ნარკომოვაჭრეები არ გამოჩნდებიან, რომელთაც პოლიცია ეძებს.
მას შემდეგ რაც გაიტაცებენ სანტა კლაუს, ჩრდილოეთ პოლუსის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ შობა გადაარჩინოს.
ემას ჰყავს იდეალური ქმარი და ორი შვილი, მას ასევე აქვს გასაიდუმლოებული ცხოვრება, როგორც დაქირავებული მკვლელი, ამას კი ქმარი მოულოდნელად აღმოაჩენს.
სულის თანამოაზრეები ერიკი და შელი სასტიკად მოკლეს. შელის გადარჩენის შანსი რომ მიეცეს, ერიკმა უნდა გასწიროს თავი და გაიაროს ცოცხლებისა და მიცვალებულების სამყაროები, შურისძიების მიზნით.
ტირანმა იმპერატორებმა დაიპყრეს რომი და ახლა რომს ისინი ხელმძღვანელობენ, ლუციუსი იძულებულია შევიდეს კოლიზეუმში და იპოვოს ძალა საკუთარ თავში, რათა დაუბრუნოს რომის დიდება მის ხალხს.
ედი და ვენომი გაქცევაში არიან, ისინი ისევ ვერეგუებიან ერთმანეთს მაგრამ ცდილობენ მაინც მიიღონ საერთო გადაწყვეტილებები და ერთმანეთი შეავსონ.
ჰაროლდს ჯადოსნური ფანქრით შეუძლია ყველაფერი გააცოცხლოს თავისი წიგნიდან, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი სირთულე ელოდება.
ვიდეო თამაშზე დაფუძნებული ფილმი, რომელშიც სუპერძალის მქონე გუნდი ცდილობს გადაარჩინოს გოგონა, რომელსაც წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღები აქვს.
ეს არის პორტუგალიის პოლიციის უფროსის ქალიშვილის, ანა სილვა პაისისცხოვრების ისტორია. ამ ლამაზ და მგრძნობიარე გოგონას უზარმაზარი მეამბოხე სული ჰქონდა. 1965 წელს იგი ტოვებს მეუღლეს და ოჯახს, რათა მონაწილეობა მიიღოს კუბის რევოლუციაში და ახლოს იყოს მის ფარულ სიყვარულთან, ჩე გევარასთან.
მას შემდეგ, რაც მოანა იღებს მოულოდნელ შთაგონებას წინაპრებისგან, ის მიემგზავრება ოკეანიის შორეულ ზღვებში და სახიფათო, დიდი ხნის წინ დაკარგული წყლებში თავგადასავლებისთვის, რომელიც არ ჰგავს იმას, რაც კი ოდესმე შეხვედრია.
მას შემდეგ რაც საყვარელი უნივერსიტეტის გუნდის მოთამაშე უჩინარდება 1980-იანი წლების ბოლოს სატანური პანიკის დროს, სკოლის მძიმე მეტალის გარიყული ჯგუფი აცნობიერებს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს ქალაქის უეცარი ინტერესი ოკულტიზმის მიმართ და შეიქმნას სატანური მეტალ ჯგუფის რეპუტაცია, სანამ მკვლელობების უცნაური სერია, გატაცებები და ცნობები
მიკოლა ექსცენტრიული პაციფისტია, რომელსაც სურს კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. მაგრამ როდესაც დონბასში ომი იწყება, მიკოლას გულუბრყვილო სამყარო ინგრევა, რადგან ბოევიკები მის ორსულ ცოლს კლავენ და სახლს უწვავენ.