დეტექტივი მა სეოკ-დუ, კაპიტან ჩონ ილ-მანთან და მის გუნდთან ერთად, გაქცეული ეჭვმიტანილის ექსტრადაციის მიზნით მიემგზავრება ვიეტნამში, მაგრამ ჩამოსვლიდან მალევე აღმოაჩენს მკვლელობის დამატებით შემთხვევებს და სასტიკი მკლელის კან ჰე-სანის შესახებ შეიტყობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩადის დანაშაულს ტურისტების წინააღმდეგ. ახლა კანის დასაჭერად, დეტექტივმა მამ და მისმა გუნდმა ძალ-ღონეს არ უნდა დაიშურონ.
მამა, რომელსაც შვილთან დიდხნიანი ურთიერთობა არ ჰქონია, ცდილობს მამის როლი ახლიდან მოირგოს და როგორმე შვილთან ურთიერთობა აღადგინოს.
ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმი ავატარი ბრუნდება, ახალი მეორე სერიით...
ეს არია ისტორია ქუჩაში მცხოვრები კატის, მორისის შესახებ. მორისი გამოცდილი თაღლითია და ცდილობს მაქსიმალურად მარტივად გამოიმუშაოს თანხა.
მას მძიმე ბავშობა ჰქონდა, ჰყავდა იდეალური დედა მაგრამ საშინელი მამა, რომელმაც მისი ცხოვრება გაანადგურა.
ტახტიდან ჩამოგდებული დედოფალი კერძო სკოლაში საიდუმლო შეთანხმებას აფორმებს ახალ მორიდებულ მოსწავლესთან, რათა მათ ერთმანეთის მტრებზე შური იძიონ...
მოვლენები კლასიკური მუსიკის ინტერნაციონალურ სამყაროში ვითარდება და ცნობილი კომპოზიტორის და პიანისტის ლიდია ტარის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ბერლინის ორკესტრის პირველი ქალი დირიჟორი გახდება.
ორი თითქოს საუკეთესო მეგობრის შორის გაუგებრობა მოხდება და მათ შორის დაძაბულობა იფეთქებს, ეს კი მათ მეგობრობას თავდაყირა დააყენებს.
ჯინმ ადრეულ ასაკშივე ისწავლა დედისგან ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება. მიუხედავად ამისა, ის უძლური იყო, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა მტერი, რომელმაც გაანადგურა ყველაფერი და სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება.
ორი მძარცველის გეგმა თავდაყირა დგება, სწორედ ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან სასწრაფო მოიპარონ და გაიქცნენ.
ახალგაზრდა ლამაზ გოგონას ძალიან მოსწონს ერთ-ერთი ტელეწამყვანი, რომელთანაც ნიუსრუმში როგორღაც შეაღწევს და ნახავს. მაგრამ მალევე უჩნდება ტელეწამყვანის მიმართ შური და წარმოუდგენელი ამბიციები.
ეს არის ზღაპარი დიდი ამბიციებისა და აღმაშფოთებელი სიჭარბის შესახებ, იგი ასახავს მრავალი პერსონაჟის აღზევებას და დაცემას ადრეულ ჰოლივუდში აღვირახსნილი დეკადანსისა და გარყვნილების ეპოქაში.
საუკეთესო მეგობრებ გოგონას ისტროაია, რომელთა ცხოვრებას მას შემდეგ სრულიად შეიცვლება, რაც დიდი საიდუმლოს აეხდება ფარდა.
ულამაზესი ახალგაზრდა გოგონა ჯაშუშად იქცევა, მას შემდეგ რაც საჭირო გახდება დამნაშავის პოვნა, ეს კი დიდი ძალისხმევას და ბევრ დაბრკოლებას წარმოშობს.
მოსამართლე, რომელიც არასრულწლოვან კრიმინალებს ძალიან სძულთ,  მიდის არასრულწლოვანთა სასამართლოში, სადაც იგი იღებს კომპლექსურ როლს ახალგაზრდა დამნაშავეების სასჯელის განმხილველში.
ეს ბიგრაფიული დრამა, როკ-ენ-როლის მეფედ წოდებული ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის ელვის პრესლის ცხოვრების, შემოქმედებისა და ღატაკი მომღერლიდან მსოფლიო ვარსკვლავად ქცევის შესახებ მოგვითხრობს.
ეპიკური სიყვარულის ისტორია აკიზის,ობოლი მეომარი მთის გოგონასა და პრინც ბათუგას შესახებ.
მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არიზონაში გაზრდილი ახალგაზრდა სემი ფაბელმანი ისწრაფვის გახდეს კინორეჟისორი, როგორც კი მოზარდობის ასაკს მიაღწევს, მაგრამ მალევე აღმოაჩენს დამანგრეველ ოჯახურ საიდუმლოს და იკვლევს.
შივანგი და რაგჰუ სხვადასხვა სოციალურ გარემოში აღიზარდნენ. შივანგის უფრო გაუმართლა და მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. გოგონა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ღარიბ რაგჰუს გაყვებოდა ცოლად, მაგრამ ბედისწერამ ასე გადაწყვიტა. თუმცა შივანგი ფარ-ხმალს არ ყრის და სისულელეს სისულელეზე ჩადის. რას მოუტანს მას ასეთი საქციელი ამას სერიალიდან გაიგებთ
ვუ-სიკ ჩოი („პარაზიტი“-დან) თამაშობს ერთ-ერთს ორი პოლიციელიდან, რომლებიც ერთ გუნდად ცდილობენ გამოიძიონ საქმე, რომელიც მთელ პოლიციის ძალებს თავდაყირა აყენებს.
ორი სრულიად განსხვავებული ახალგაზრდა, მათი განსხვავებულობის მიუხედავად გადაწყვეტენ დაქორწინდნენ, გოგონა მომღერალი და მწერალია, ბიჭი კი საზღვაო ქვეითი.
ძალზედ საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია ინდოეთის ერთ–ერთ სოფელში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ახალგაზრდა ულამაზესი გოგონა იძულებული ხდება დაქორწინდეს, მაგრამ მას ეს ძალიან არ უნდა.
ზეინეპი უდანაშაულო და ლამაზი გოგონაა, რომელსაც ძალიან უყვარს დედა. ერთ დღეს დედამისი ჯემრე ავარიაში იღუპება. სამწუხაროდ ვერავინ ბედავს ზეინეპისთვის იმის თქმას რომ მისი დედა დაიღუპა.
როდესაც, დამწყები მოდელი ემა რამოდენიმე შემოთავაზებას მიიღებს სააგენტოებისაგან, მაშინვე გაემგზავრება პარიზში საკუთარ ოცნებასთან შესახვედრად. ერთ-ერთ ფოტოსესიაზე იგი გაიცნობს სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფს შეინ ვაიტს, რომელიც შეუყვარდება.
ახალგაზრდა წყვილი მიემგზავრება შორეულ კუნძულზე ექსკლუზიურ რესტორანში, სადაც შეფმა მოამზადა მდიდრული მენიუ, შოკისმომგვრელი სიურპრიზებით.
მეფის სიკვდილის შემდეგ, ვაკანდას მაცხოვრებლები იძულებულები ხდებიან იბრძოლონ საკუთარი მიწისთვის და დაიცვან ის ნებისმიერ ფასად.
ტყუპისცალი დები ერთმანეთს მშობიარობისთანავე დააშორეს. ულამაზესი გიტა ბოშა ქალმა გაიტაცა და დროთა განმავლობაში ის ქუჩის მოცეკვავე გახდა. ზიტა დედის სიკვდილის შემდეგ კი ბიძასთან გაიზარდა.