საუკეთესო დაქალების მეგობრობამ უნდა გაიაროს გამოცდა, როცა ერთი ძლიერ დაავადდება, ხოლო მეორე ფეხმძიმედაა.
რობი – თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკოსია, საქმე კი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაა. მისი დღეები ერთფეროვნად და წყნარად გადიან. მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრება გადატრიალდება: საყვარელი გოგონა სხვასთან წავიდა! ახლა მელომანს მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადატრიალოს, მან ხომ სადღაც შეცდომა დაუშვა.
ველი, ყოფილი „ქუჩის“ ბავშვია, რომელიც თაღლითობით ირჩენს თავს, რაშიც მისი დედობილი მონიკაც მონაწილეობს. ერთხელაც ამ უჩვეულო პარტნიორებს არ გაუმართლებთ და მონიკას ძველ ნაცნობს, ვიქტორს, გააცურებენ, რომელიც ამჟამად ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. დედა-შვილს სხვა გზა არა აქვთ, თუ არა ორგანიზაციაში მდივანად და აღმზრდელად იმუშაონ, რათა ცოდვები გამოისყიდონ.
მამის გარდაცვალების შემდეგ, აარონ ჰამონდი მშობლიურ ქალაქში, განადგურებული დედის დასახმარებლად და ცუდ მოგონებებთან დასაპირისპირებლად ბრუნდება. მამის ნივთების დათვალიერებისას, მოულოდნელად, მისტიურ ნივთს გადააწყდება, რომელიც გაცილებით დიდი ძალის მატარებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
800 ადამიანის სიცოცხლე ადგილობრივი მთავრობის უყურადღებობის გამო საფრთხეშია. ნებისმიერ დროს შეიძლება ჩმაოინგრეს შენობა სადაც ისინი ცხოვრობენ. ვინ იფიქრებდა, რომ მათი გადარჩენა ერთ უნიათო, სულელ სანტექნიკოსს შეუძლია.
რუსი ქალი ამერიკაში მიემგზავრება ქალიშვილთან ერთად, რათა ცოლად გაჰყვეს ერთ კარჩაკეტილ მილიარდელს, რომელიც ფსიქოპათი აღმოჩნდება და დედა-შვილის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს.
ხელისუფლების წარმომადგენელი სან-ფრანცისკოდან პატარა სასტუმროს შეიძენს ახალ ზელანდიაში, მიატოვებს ქალაქურ ცხოვრებას და ამ უძრავ ქონებას ერთი სიმპატიური მამაკაცის დახმარებით სრულიად ახალ სახეს მისცემს.
გერმანია, იენა, 1944 წელი. თეთრკანიანი გერმანელი დედისა და შავკანიანი აფრიკელი მამის 15 წლის ქალიშვილი „ახალგაზრდა ჰიტლერელების“ წევრს, ლუდს, შეხვდება, რომლის მამაც ცნობილი ნაცისტი სამხედროა. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მათი კავშირი ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება.
რუტინისაგან დაღლილი პრეზიდენტი გადაწყვეტს დასასვენებლად წავიდეს ყირიმში. იგი ხვდება, რომ კოლეგებისაგან თავსი დაღწევა არც ისე ადვილი იქნება, ამიტომ გრიმს გაიკეთებს. იგი შემთხვევით ვალერის დაემსგავსება, რომელიც მევალეებისაგან იმალება.
ფილმი მოგვითხობს ახალგაზრდა ჩინელ აიტი სპეციალისტზე, რომელსაც კომპანია ჩრდილოეთ აფრიკაში გაგზავნის კონკურსში გასამარჯვებლად, მაგრამ მას გზად ფრანგი ჯაშუში და დაქირავებული მკვლელი, ლაუდერი გადაეღობებიან.
ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც მხედველობას კარგავს. ის ვეღარ შეძლებს ფილმების გადაღებას. მას ტოვებს შეყვარებული ქალი, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო. მხედველობასთან ერთად ყველაფერს კარგავს.
ტომ სოიერის, ბეკი ტეჩერის და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები მარკ ტვეინის უცხო პლანეტაზე. ტვეინმა უნდა იპოვნოს და გაანადგუროს ჰელის კომეტა, იმისათვის რომ ბედისწერა შეასრულოს. ახლა ტომმა, ბეკიმ და ჰეკმა უნდა გადააფიქრებინონ მას ეს გადაწყვეტილება.
დოკუმენტური ფილმი ქალთველ ახალგაზდობაზე, მსახიობებზე, მომღერლებზე, მხატვრებზე, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ და იქ დადიან უსაქმოდ, სადაც მზე ისე ანათებს როგორც კალიფორნიაში.
მანქანით სეირნობიდან დაბრუნებისას თავის შეყვარებულთან ერთად, ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ სმიტი ავარიაში ხვდება. კატასტროფის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ბრილიანტებს იპარავენ იმისათვის, რომ გადაყიდონ საერთაშორისო ბაზარზე.ჯეიმს ბონდი მორიგი მისიიის შესასრულებლად მიდის ლას ვეგასში სადაც მის მოსისხლე მტერს ბლოფელდს ხვდება. ლეგენდარული ბონდიანის მეშვიდე ფილმი შონ კონერის მონაწილეობით.
ხუთი ქალი, ხუთი სიცოცხლე და ერთი ბანკი. ხუთი ქალის განსხვავებული სასიყვარულო ისტორია.
კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი დაკითხავს - კვდება.
მოზარდ ბიჭს სინდისი აწუხებს, იმის გამო , რომ მისმა ოინმა მეგობრის უფროსი ძმის სიცოცხლე შეიწირა.
ჯეკი ყოველთვის თვლიდა რომ ცხოვრება უფრო საინტერესოა ვიდრე ის რაც მას ახლა აქვს. იგი შეხვდება ეველინს, რომელიც რადიკალურად შეცვლის მის ცხოვრებას.
1930-იან წლებში, მას შემდეგ რაც დასავლეთის სახელმწიფოები ჩაერთნენ მეორე მსოფლიო ომში, იაპონიაში სასიკვდილო კულტმა სახელად ჰადესის ტაძარი, მიიღო ბრძანება, ეთანამშრომლათ მებრძოლებთან და გაენადგურებინათ ჩინეთის სულიერი სიმშვიდე.
გამყინვარების პერიოდია, ამიტომაც ცხოველებს უწევთ გადაინაცვლონ ისეთ ადგილზე სადაც საკუთარ სიცოცხლეს გადაარჩენენ. მათ გზად ბევრი საფრთხე შეხვდებათ.
ვიკინგთა მეთაურის ვაჟმა უნდა დაამტკიცოს რომ ძალიან მამაცია და ამისთვის უნდა მოკლას დრაკონი, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად გამოდის.
ხელოვნურად შექმნილმა ვირუსმა, მთელი კაცობრიობა ამოწყვიტა. მაგრამ ამას გადაურჩა მეცნიერი, რომელსაც არ ეგონა რომ ეს ვირუსი ასე გავრცელდებოდა და ასეთ შედეგებს გამოიღებდა.
რომის მოქალაქეები შიმშილობენ, რომის გმირის - კორიოლანუსის შეხედულებები კი მასობრივ ამბოხებას იწვევს.რომი სისხლშია იხრჩობა. კორიოლანუსი,რომელსაც პოლიტიკოსები და საკუთარი დედაც კი მართავს ქალაქიდან გაძევებულია,ის თავის სამსახურს და თავის სიცოცხლეს საკუთარ მტერს-ტულუს აუფიდიუსს სთავაზობს.
დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პირველი წლების ეკრანიზაცია და მისი რომანი პრინც ალბერტთან.
როდესაც გოგონა გაიგებს სკოლაში გავრცელებულ ჭორს, რომ მან ქალწულობა დაკარგა, ის გადაწყვიტავს ეს მითქმა-მოთქმა თავისი სასარგებლოდ გამოიყენოს.
საიდუმლოებაში გახვეული სიყვარულის ისტორია. მოქმედება ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე ვითარდება. ლიტერატურისა და ფილოსოფიის პროფესორს დომინიკ მატეის მეხი დაეცემა და ის ნელნელა ახალგაზრდავდება, რითაც მსოფლიოსა და ნაცისტების ყურადღებას იპყრობს.
ვირთხა, რომელსაც რატატუი ჰქვია, არის ძალიან მოტივირებული და მონდომებული რომ გახდეს ცნობილი მზარეული. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მას ძალიან ბევრი რამ სჭირდება.