ქალი, კაცი, ზაფხული პარიზში, ვნება, გაყრა, შერიგება - ეს სასიყვარულო ისტორიაა.
ნატაშა ბინდერი ჩადის ნიუ ორლეანში მამის საძებნელად, რომელიც უკვალოდ გაქრა.იგი ხვდება ძლიერ კაცს ჩანსს.მისი დახმარებით ნატაშა არკვევს, რომ მამა მოკლულია.
ფილმში მოთხრობილია რონ ვუდრუფის რეალური ამბავი, ის ტეხასელი ელექტრიკი იყო, რომელსაც 1986 წელს შიდსი დაუდგინეს. ექიმებმა უთხრეს, რომ 6 თვე ქონდა დარჩენილი, თუმცა რონი არ შეეგუა სასიკვდილო განაჩენს და ალტერნატიული მეთოდებით დაიწყო მკურნალობა, მან საგრძნობლად გაიხანგრძლივა სიცოცხლე და ბიზნესის კი ააწყო, დაიწყო რა მედიკამენტის, რომელსაც თავად იღებდა სხვა პაციენტებზე გაყიდვა.
ჰარისონ ფორდი ამერიკელი ექიმის როლს ასრულებს, რომლის ცოლიც, პარიზში ყოფნისას მოულოდნელად გაუჩინარდება. ექიმს, უცნობ მაწანწალასთან ერთად მეუღლის ძებნის პროცესში, ენის ბარიერის, გულგრილი პოლიციელების და ბიუროკრატი ჩინოვნიკების ჩახლართული ქსელის გადალახვა მოუწევს.
ცივი ომის მძვინვარებისას, ერთი ჯარისკაცი აკრძალულ სასიყვარულო სამკუთხედს შექმნის მამაც მფრინავ-გამანადგურებელსა და მის მეგობარ ქალთან, და ეს ხდება საბჭოთა საჰაერო ძალების ბაზაზე სახიფათო ვითარებაში.
ტომასი უპასუხისმგებლოა, ამიტომ მას შეყვარებული მიატოვებს. ის იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიხვდება, თუ რამდენად ძვირფასი იყო ის მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრის შეცვლა არ შეუძლია
ფილმი რეალურ ისტორიაზეა. 18 საუკუნე, ინგლისი, დაიდო ელიზაბეტ ბელი სამეფო საზღვაო ფლოტის კაპიტანი ჯონ ლინდსის და შავკანიანი ქალის სახელად მარია ბელი ქალიშვილია. გოგონა არისტოკრატულ გარემოში გაიზარდა, ის ბიძამ ლორდმა მენსფილდმა და მისმა მეუღლემ აღზარდეს.
საზარელი ამბავი სარაზე, ძლიერ თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც მოუთმენლად ელოდა მე -18 დაბადების დღეს, რათა დესპოტი მამისთვის დაეღწია თავი. მისი სამყარო ნადგურდება, როდესაც მამამისი მას საკუთარი სახლის სარდაფში გამოამწყვდევს.
ორი განსხვავებული შეხედულების და ამავდროულად განსხვავებული სქესის ადამიანები, ერთმანეთს სრულიად მოულოდნელად შეხვდება და ორივე გადაწყვეტს დაუმტკიცოს საკუთარი შეხედულებების სისწორე ერთმანეთს.
ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს, მათი საერთო მეგობრები პაემანს მოუწყობენ. სინამდვილეში ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. რამოდენიმე წლის შემდეგ, კი ხდება მძიმე ტრაგედია, რომელსაც საოცარი გაგრძელება მოჰყვება.
ახალგაზრდა მამაკაცი ფოსტის დაყაჩაღების გამო ხვდება ციხეში. მას მიუსჯიან 7 წელს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მას მოუწევს ოცაათწლიანი პატიმრობა და ცალკე საკანში ყოფნა.
მამაკაცი დადებს ნიძლავს რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს შეაყვარებს თავს, მაგრამ მას არ გაუმართლებს, რადგან ამოირჩევს ქალს, რომელიც ჟურნალისტია და ახალ სტატიაზე მუშაობს
ადამიანები, რომლებიც სრულიად შემთხვევით ერთად აღმოჩნდებიან და ლიფტში იჭედებიან, მალევე აღმოაჩენენ რომ მათთან ერთად ეშმაკია.
ამბავი 30 წლის მამაკაცზე, რომელიც თავის შვილს ყველაფრის უფლებას აძლევს, არანაირი შეზღუდვები. ბავშვს შეუძლია აკეთოს ის რაც მოწონს.
ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება.
ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის, მერი ქოლვინის შესახებ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან საომარ ვითარებას აშუქებს.
თინეიჯერი სარა, რომელიც გამუდმებით გამეორებად სიზმრებს გაექცა, „სიზმრების კვლევის“ ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას, რაც მისთვის საკუთარ გონების სიღრმეებში კოშმარულ მოგზაურობად გადაიქცევა.
ორი 9 წლის გოგონა, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ხასიათებით კი ამანდა ცელქი და მოუსვენარი გოგონაა, ელისა კი წყნარი და გაწონასწორებული, ერთი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მეორე კი მდიდარ მამასთან. ერთხელაც გოგონები საზაფხულო ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ.
როგორ მოვიშოროთ ეჭვიანი გოგო, მითუმეტეს თუ ის იშვიათი ძუკნაა? მაქსიმმა არ იცის, რადგან მას
ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
შოტლანდიის სანაპიროდან მოშორებით, უკაცრიელ კუნძულზე მდგომი შუქურის სამი მცველი აღმოაჩენს რაღაცას, რაც მათი დაცვის ობიექტი არ უნდა იყოს.
შხამი არის თრილერი რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ვარსკვლავები. მეგობრები ცდილობენ მეგობრის საიდუმლოეებით სავსე სიკვდილი ამოხსნან.
თინეიჯერი გოგონა და მისი მამა ერთ შორეულ უცხო მთვარეზე იმოგზაურებენ ელვისებურად გამდიდრების იმედით. მათ მოახერხეს კონრაქტის გაფორმება, რომელიც უფლებას აძლევთ ძნელადმოსაპოვებელი ძვირფასი ქვების საბადო გათხარონ, რომელიც მთვარის ტოქსიკურ ტყეშია.
მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელი , რომელიც მენეჯერებისგან არაადამიანურ შესაძლებლობებს მოითხოვს, მათზე ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს და საიდუმლო, არასწორი ფორმულის მქონე ენერგეტიკულ სასმელს დაურიგებს, რის შედეგადაც, ყველა მათგანი ჰიპერაგრესიული ხდება. მხოლოდ ერთ დაგვიანებულ უიღბლოს არ შეხვდა თავისი წილი...
ოქსფორდის უნივერსიტეტში, პროფესორი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთად მუშაობენ, რათა შეაჩერონ მკვლელობების სერია, რომელიც მათემატიკურ სიმბოლოებთანაა კავშირში.
ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც მოგვითხრობს თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ, როდესაც მიუხედავად თითქოს ნორმალური პროფესიონალური და პირადი ცხოვრების დინების, ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს.
წყვილის ერთი უხერხული პაემანი შობის წინა საღამოს თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით დასრულდება. თეატრში უცნაურ და საშიშ საშობაო ისტორიებს წარმოადგენენ, რომლის მონაწილენიც ყველანაირად ცდილობენ დღესასწაულზე დატრიალებული საშინელებები აიროდონ. ამ დღესასწაულებზე ბევრი რამის უნდა გეშინოდეს - მოსაწყენი წვეულებებიდან დაწყებული და შურისმაძიებელი მდევრებისა თუ უკვდავი დემონებით დამთავრებული.
სახელგანთქმული მაგრამ მძიმე გზაგამოვლილი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი ცხოვრების უკანასკნელ წლებს არლიში, საფრანგეთში ატარებს, სადაც ის ქმნის შედევრებს იმ მშვენიერების აღწერით რაც მას გარს ახვევია.