პოსტვ გადახვევით, postv live, pos tv live
ეს არის ადელი-პინგვინის ისტორია, რომელიც ცხოვრების მეგზურს ეძებს და შთამომავლობაზე ფიქრობს.
ულამაზესი ექიმი გოგონა მოულოდნელად გაიცნობს პლასტიკურ ქირურგ ემირის, რომელსაც ახალ გადასულია ამ საავადმყოფოში.
მამაკაცი, რომელმაც წარსულში მცირედი დანაშაული ჩაიდინა, იძულებულია თავისი უნდანაშაულობა ამტკიცოს როდესაც ის პოლიციაში მექანიკოსად დაიწყებს მუშაობას.
ფილმი მოგვითხრობს ორ დაქალზე, რომლებიც გადაწყვეტენ ზღვის ქვეშ ცხოვრების ნახვას და ეს მათთვის ტრაგიკულად დამთავრდება
ახალგაზრდა ინტერნეტში აღმოაჩენს თამაშს, სადაც მოქმედებაში რეალური ადამიანები არიან. სრულიად შემთხვევით სწორედ ამ სახიფათო თამაშში ისიც აღმოჩნდება და სიცოცხლის გადასარჩენად კი ბრძოლა მოუწევს.
სერიალი მოგვითხრობს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დაზე, რომელთაგანაც ერთი ძალიან ბოროტია და მეორე რომელიც პირიქით კეთილია.
ეს ფილმი მოგვითხრობს ერაყელ სნაიპერზე, რომელიც ამერიკელ სამხედროებს ებრძვის. ამერიკელი მეგობრები ცდილობენ გადარჩნენ და შეძლონ ერაყელი სნაიპერის მოკვლა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ხდება...
ფილმი საკმაოდ კარგი საყურებელია რომანტიკული და მუსიკის მოყვარულ ადამიანებისთვის. ფილმს ერთდორულად აქვს 4 ჟანრი: მიუზიკლი, მელოდრამა, დრამა და კომედია. სწორედ ამიტომ ფილმში ხშირია მუსიკალური ნომრები და მუზიკლები.<br><br>ფილმი ვითარდება ორი პერსონაჟის ირგვლივ, მთავარი როლის შემსრულებლებს შორის იწყება რომანი და სწორედ ისინი ქმნიანძალიან სახალისო და რომანტიულ სიტუაციებს, ისინი არიან რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი.
დედამიწა კვლავ ქაოსმა მოიცვა, საჭირო გახდა დახმარების თხოვნა რათა დედამიწა გადარჩეს. ტრანსფორმერები ამ ბრძოლაში ერთვებიან და ყველაფერი სულ სხვანაირად ვითარდება...
ეს ფილმი მოგვითხრობს 5 მეგობარზე, რომლებიც გააცნობიერებენ რომ მათ პლანეტას საფრთხე ემუქრება უცხოპლანეტელებისგან. ამიტომაც ისინი დაუპირისპირდებიან მათ და ბრძოლაში ჩაერთვებიან...
ფილმი მოგვითხრობს მისტიური მოვენების შესახებ, ეგზორციზმის და მისტიური თრილერების მოყვარულები დააფასებთ.
ფრანგმა ცოლ-ქმარს 4 გოგონა ჰყავს და მათი გათხოვების დროც მოვიდა, მათდა სამწუხაროდ პირველი სამი შვილი, ებრაელ, ჩინელ და არაბ მამაკაცზე გათხოვდა. მეოთხეს გათხოვების ჯერი რომ დადგა აი მაშინ მოხდა ყველაზე სასაცილო ამბავი.
ფოტოგრაფი თავის წარმოდგენილ სამყაროში ცხოვრობს და პატარა შედევრებს აკეთებს სათამაშოებისგან. მისი ყველა სათამაშო და ქმედება იმ მომენტებს წარმოაჩენს რომელიც მას წარმოდგენაში აქვს.
ახალგაზრდებს სურთ გაატარონ მხიარული შაბათ-კვირა და ამისთვის უნდათ სახლი, სადაც გაერთობიან და წვეულებას მოაწყობენ. სრულიად შემთხვევით ისინი ქუჩაში იპოვიან ქალს, რომელიც დასთანხმდება მათთვის სახლის დათმობაზე. მაგრამ ჯერ მათ არ იციან რა ელოდებათ წინ.
ასტრონავტი და მისი მეგობარი, რომელსაც საოცარი უნარები აქვს გადაწყვეტენ რომ კოსმოსში იმოგზაურონ და მრავალი დაბრკოლება გადალახონ.
ნიუ-იორკელი მემანქანე ტეს მაკ-გილი თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს. მაგრამ წარმატების მიღწევისთვის მას ჩაცმის, დავარცხნისა და ურთიერთობის კულტურა არ ჰყოფნის.
ფილმის სიუჟეტი გვიჩვენებს მკვლელობას, რომელიც ვნების საფუძველზე მოხდა. ცნობილი კინორეჟისორის ახალგაზრდა საყვარელი კლავს მეტოქეს.
იაპონიის ელჩი მარსელში, ქალაქის კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიციის მუშაობას უნდა დააკვირდეს. ამ სტუმრობის დროს მას იაკუძას დაჯგუფება გაიტაცებს. ახალგაზრდა ოფიცერი ემილიენი ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ აღადგინოს მათი განყოფილების ღირსება და გადაარჩინოს ელჩი და ოფიცერი პეტრა (მისი მეგობარი გოგონა), რომელიც ასევე იაკუძას მიერ არის მოტაცებული. ისევ და ისევ იგი დასახმარებლად სიჩქარეზე გაგიჟებულ, ტაქსისტ დენიელს იძახებს.
ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები - ჯარისკაცებისათვის, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან, სამყარო კარგავს მნიშვნელობას და ბრძოლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავისა და მეგობრების სიცოცხლის გადარჩენა ხდება.
მთავარი პერსონაჟი, ლიბი დეი, 7 წლის იყო, როდესაც დედა და ორი და მოუკლეს. თვითონ იანვრის ცივ ამინდში მოახერხა ფერმიდან გამოქცევა, დაკარგა თითები, მაგრამ მაინც გადარჩა. ტრაგიკულ მოვლენას ეწოდებოდა ‘კინაკეს სატანური მსხვერპლი, კანზასი.’ ლიბი აღმოაჩენს, რომ მისი ძმა მკვლელია და დაკავებულია სატანისტური ქმედებებით. 25 წლის შემდეგ ლიბი იწყებს საქმის გამოძიებას. ფილმის სიუჟეტი წარსულსა და აწმყოში ვითარდება და მოვლენათა გადაბმულ ჯაჭვს ქმნის.
მარსელის ერთ-ერთმა ნათლიმამამ - შარლ მათეიმ, გადაწყვიტა საქმეს ჩამოშორდეს და მშვიდად იცხოვროს, მაგრამ მისი კომპანიონები ამის წინააღმდეგები არიან. მასზე სასტიკ თავდასხმას აწყობენ და შანსს არ უტოვებენ. სასწაულით გადარჩენილი შარლის სხეულიდან 22 ტყვიას იღებენ. ახლა მას შურისძიება სურს, ის არავის დაინდობს.
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ ავსტრალიაში ვითარდება. ინგლისელი არისტოკრატი ქალი,რომელიც მემკვიდრეობით რანჩოს მიიღებს, ერთერთ ადგილობრივ ფერმერს მისი საკუთრების დასაცავად დაიქირავებს. ფერმერი ქალს ნახირის გადაყვანაში უნდა დაეხმაროს და სწორედ ამ დროს, ისინი იაპონელების მიერ განხორციელებულ დაბომბვაში მოყვებიან.