ლინდსი ჯონსონი უკვე დიდი ხანია მანჰეტენში კრისპენ გრუფის მენეჯერად მუშაობს. მისი მოვალეობაა კომპანიის მნიშვნელოვანი გარიგებების დადება. ის ქალაქ კილებიში ტერიტორიას შეისყიდის, თუმცა პრობლემები იჩენს თავს, რადგან იქ, სადაც მას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება უნდა, ისტორიული სასახლე მდებარეობს, ასე რომ მისი დანგრევა უწევთ ხალხი კი ამ ყველაფრის წინააღმდეგია.
მამაკაცს ძალიან ლამაზი ოჯახი ჰყავდა და ცხოვრებოთ ტკბებოდა, სრულიად მოულოდნელად კი ყველაფერი დაკარგა. ახლა ის იძულებულია დაიბრუნოს საკუთარი შვილი და ცხოვრება როგორმე ახლიდან დაიწყოს.
ამბავი ახალგაზრდა, უსინათლო ქალზე, რომელიც საკუთარი ძალებით ცდილობს გაარკვიოს მეგობრის მკვლელობის შესახებ.
სკოლის ქალთა საფეხბურთო გუნდი, ონტარიოს ხელუხლებელ ტყეებში მათი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ იღბლიანი გადარჩენილები გახდებიან. დროთა განმავლობაში ახალგაზრდა სპორტსმენები ადამიანურ სახეს და მთელ ცივილურობას კარგავენ, სადაც ისინი თანდათანობით მეომარი და სიძულვილით აღსავსე კანიბალების კლანებად იშლებიან.
ასი ძალიან ლამაზი გოგონაა, მაგრამ ძალიან ღარიბი ფერმერის შვილია. მას შეუყვარდება მდიდარი ბიჭი, რომელიც დედის საძებნად სოფელში ჩავიდა. მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება და სირთულე ელის.
10 წლის წინ გამანადგურებელმა კატაკლიზმმა სამყაროში სრული ქაოსი და ადამიანი-ჰიბრიდების იდუმალი გამოჩენა გამოიწვია, სადაც ბავშვები ნახევრად ადამიანი-ნახევრად ცხოველები დაიბადებიან, რაც მსოფლიოს სრულიად შეცვლის.
ამბავი ულამაზეს ნალანის შესახებ, რომელიც ყველა მამაკაცს ხიბლავს და თავისი განათლებით კი ორმაგდ ლამაზი ხდება. მას წინ სასიყვარულო და ცხოვრებისეული გამოცდა ელის.
ახალგაზრდა ექიმია ცდილობს მოახდინოს შთაბეჭდილება მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომელბზე. კლინიკაში, სადაც ის მუშაობს ბევრი რთული პაციენტი ხვდება, ამიტომაც მას დიდი შანსი აქვს ტავსი გამოჩენის.
მას მძიმე ბავშობა ჰქონდა, ჰყავდა იდეალური დედა მაგრამ საშინელი მამა, რომელმაც მისი ცხოვრება გაანადგურა.
მთავარი გმირი დედაა და შეიძლება ითქვას რომ სამაგალითო ცოლია, მაგრამ მას საკუთარი სექსუალური ცხოვრება ძალიან არ მოსწონს, რის გამოც ყველა სურვილის დღიურში ჩაწერას გადაწყვეტს. ერთ დღესაც დღიურს მისი ქმარი პოულობს.
გოგონას რომელსაც სასწაულებრივი ძალა აქვს და სურს რომ სამყარო სასიკეთოთ შეცვალოს, მოულოდნელად ბნელი ძალების შეთქმულების წინაშე აღმოჩნდება და მათთან ბრძოლა მოუწევს.
მსოფლიოში ახალი პატარა მეგობარი რობოტების ბუმია, რომლის ყოლაც ყველა ბავშვს სურს და ოცნებად აქვს. ბიჭუნა რომელიც სწორედ ამ რობოტზე ოცნებობდა, იღებს საჩუქრად რობოტს, მაგრამ ის სხვა რობოტებისგან სრულიად განსხვავდება.
ელიტარული ექსპერიმენტული კლონების რაზმი, რომლებმაც გენეტიკური მუტაცია განიცადეს, რის შემდეგაც თითოეულმა კლონმა განსაკუთრებული უნარები შეიძინა და სუპერ ეფექტური ჯარისკაცები გახდნენ.
ფილმი ტელეევანგელისტების ჯიმ და ტემი ფეი ბეკერების შტამბეჭდავი აღზევების და დაცემის შესახებ. 1970-80-იან წლებში, ტემი ფეი და მისი მეუღლე ჯიმი მსოფლიოში უდიდეს რელიგიურ სამაუწყებლო ქსელს და თემატურ პარკს შექმნიან, მაგრამ მალე ფინანსური დარღვევები, კონკურენტების ქმედებები და სექსუალური სკანდალები მათ სათუთად აშენებულ რელიგიურ იმპერიას, ისევე როგორც ქორწინებას დაანგრევს.
ამ სერიალის მთავარი გმირი არის ერთი ღარიბი გოგონა,  რომელიც პატარა ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. მოზრდილობის ასაკში გადაწყვიტა ცხოვრების შეცვლა და მეგობრებთან ერთდ სტამბულისკენ გაემართა. აქ იგი სამსახურს იშოვის და სიყვარულსაც შეხვდება
ისტორია ქალზე, რომელსაც ქმარი ღალატობს და ამ ყველაფრის შესახებ მან ყველაფერი დეტალებში იცის. ის ცდილობს შური იძიოს ქმარზე და იმ ქალზე რომელიც მისი ქმრისგან ბავშვს ელოდება.
მოვლენები ბელფასტის შუაღამის ქუჩებში ვითარდება და ახალგაზრდა წვრილმანი დილერი მძღოლის ბეიჯის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის საშიში მევახშისგან ნასესხები ნაღდი ფულით ცდილობს ბოლო გარიგება დადოს.
ეპიკური სიყვარულის ისტორია აკიზის,ობოლი მეომარი მთის გოგონასა და პრინც ბათუგას შესახებ.
12 წლის გოგონას, კანას ისტორია, რომელიც ღმერთების შთამომავლად დაიბადა. მის ოჯახს მისია აქვს - მიაწოდოს შესაწირავი მთელი იაპონიიდან ღმერთებს იზუმოში. ეს მისია კანას დედას უნდა დაესრულებინა, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ აიძულა კანა თვითონ შეესრულებინა დავალება, იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს დედას კვლავ შეხვდება ღმერთების მიწაზე.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულმა ჯიმიმ, შეიარაღებული ძარცვისთვის თორმეტი წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ, ის პირობას დებს, რომ მის კიბოთი მომაკვდავ ბავშვობის შეყვარებულ ენის მის ცხოვრებაში საუკეთესო უკანასკნელ წელს აჩუქებს. მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდება, როდესაც მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულის ოფიცერი ჯიმის საქმეზე წასვლას აიძულებს.
მას შემდეგ რაც ერთი კარჩაკეტილი ადამიანი გესტაციური სუროგატი გახდება 40 წელს გადაცილებული მარტოხელა კაცისათვის, ორივენი მიხვდებიან, რომ ეს მოულოდნელი ურთიერთობა მათეულ აღქმას ბევრი თვალსაზრისით შეცვლის, განსაკუთრებით კი ეს სიყვარულს შეეხება.
სიყვარული არასდროსაა ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით სჩანს, სწორედ სიყვარულისთვის მოუწევს მთავარ გმირებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა.
ახალგაზრდა ბიჭი მიდის კუნძულზე, რომელსაც სახელად მაკოს კუნძული ჰქვია, მალევე კი აღმოაჩენს 3 ქალთევზას, რომელიც იქ ცხოვრობს და კუნძულს იცავს.
ზეინეპი უდანაშაულო და ლამაზი გოგონაა, რომელსაც ძალიან უყვარს დედა. ერთ დღეს დედამისი ჯემრე ავარიაში იღუპება. სამწუხაროდ ვერავინ ბედავს ზეინეპისთვის იმის თქმას რომ მისი დედა დაიღუპა.
ბავშვობაში ალის მამამ თვალწინ მოუკლა დედა და ბიჭის მოკვლასაც აპირებდა. მაგრამ, ბავშვი მიუხვდა განაზრახს და გადაბრუნებულ ნავში შეძვრა. ბოროტმა მამამ ის ვერ იპოვა. ბავშვი აკანკანებულ და შეშინებულ მდგომარეობაში იპოვა გემზე მზარეულად მომუშავე რაუფმა, რომელმაც ბიჭი აღზარდა. იმ საშინელი დღიდან, 20 წელი გავიდა...
დეივიდ სთოუნი ცნობილი, თუმცა წარუმატებელი მწერალია, რომელიც სასოწარკვეთილი დასვენებას საჭიროებს. მისი ცხოვრება იცვლება, მას შემდეგ რავ მას მოულოდნელად ორგანიზებული დანაშაულის ევროპელი ნათლიმამა მეიერ ლანსკი დაურეკავს.
პატარა გოგონას, რომელსაც სრულწლოვნობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, ძალით ათხოვებენ და იძულებულს ხდიან ტრადიციების მსხვერპლი გახადონ.
ახალგაზრდა წარმატებული მამაკაცის აშშ-დან ბრუნდება, რათა საკუთარი ენერგია და ძალისხმევა, მის მამას და დებს მოახმაროს. მაგრამ მალე მას დიდი სიყვარული ეწვევა, რაც მის გეგმებს ცვლის.