ფსიქიატრის კარიერაც საფრთხეში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მისი პაციენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. როდესაც ის გარდაცვლილი პაციენტის ძმას თავის ოჯახში ეპატიჟება, მისი პირადი ცხოვრება სრულიად მოულოდნელად ინგრევა.
ბანკის ყოფილი კლერკი და მისი ლამაზმანი შეყვარებული, გაძარცვავენ საიკასაციო მანქანას და გაიტაცებენ 17 მილიონ დოლარს. მაგრამ გამოუცდელობის გამო ისინი ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებენ და ამასთანავე სამხილს დატოვებენ დანაშაულის ადგილზე.
ყველაზე ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახი, ორი შვილით სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდებიან ჯაშუშურ ამბავში ჩათრეულები. მათი ახალი მეზობლები რეალურად აღმოჩნდებიან ხელისუფლების აგენტები, რომლებიც ამ ოჯახს ჩაითრევენ სპეც.მისიაში.
ეს არის ოპიოიდების სამყაროს შესახებ სამი ამბავი, რომელიც ერთმანეთს ეჯახება. ნარკოტიკების ტრეფიკინგერი აწყობს მრავალკარტელ ფენტანილის კონტრაბანდის ოპერაციას კანადასა და აშშ-ს შორის.
ეს არის მონადირე მოზარდის თავგადასავლები, რომელიც მოულოდნელად სულ სხვა მიმართულებით ვითარდება.
მთებში მდებარე ერთ პატარა ქალაქში შიში მას შემდეგ დაისადგურებს რაც ყოველი სავსე მთვარის შემდეგ გვამებს პოულობენ. ოფიცერი მარშლი, რომელსაც თინეიჯერი გოგონა ეზრდება და ავადმყოფი მამა ჰყავს, ძილს და მოსვენებას დაკარგავს ამ ყველაფრის შემდეგ.
პოლიციელი ჯიმ არონი, განქორწინებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დათრგუნული და იმედგაცრუებულია. ის ცდილობს სამსახურს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს არც ისე მარტივია.
ქრისტიანული სასულიერო მუსიკის ვარსკვლავის, ჯერემი კემპის ცხოვრებისეული გზა, მისი სიყვარული და დანაკარგები გვარწმუნებს იმაში, რომ იმედი არასდროს ქრება.
ახალგაზრდა ბიჭი, სახელად კუბა, მისი სერიოზულად ავადმყოფი დის გამო, გადაწყვეტს სწრაფად იშოვნოს ფული მანქანებით უკანონო რბოლებში მონაწილეობით.
აარონი გვალვით დაზარალებულ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც პანაშვიდს უნდა დაესწროს. მაგრამ მისი დაბრუნება ათწლეულების ჭრილობას ხსნის, რომელიც თინეიჯერი გოგონას გაუხსნელი სიკვდილს უკავშირდება.
დომ კობი ძალიან ნიჭიერი ქურდია, საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ის იპარავს ძვირფას საიდუმლოებებს ქვეცნობიერის სიღრმეებიდან, როდესაც ადამიანს სძინავს.
დეტექტივს ჯეიკობ ქენონს ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც მოულოდნელად სასტიკად მოკლეს. ძალიან მალე უცნაური საფოსტო ბარათები ჩნდება შვედი ხელოვნებათმცოდნის, დესი ლარსონის მაგიდაზე.
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, ახალგაზრდა ბრუს ლი საბრძოლო ხელოვნების სკოლას ხსნის. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოსტატი ვონ ჯაკ მანი მას ორთაბძოლაში იწვევს, რომელშიც დამარცხებულს სკოლის დახურვა მოუწევს.
გადამდგარი სამხედრო გენერალი ჯეიმს ფორდი სამსახურში ბრუნდება მას შემდეგ, რაც შორეულ პლანეტაზე მყოფ ჯარისკაცებს მტრულად განწობილი უცხოპლანეტელების ფლოტი თავს დაესხმება. შედეგად, კაცობრიობის საფრთხე ვარსკვლავთშორის ომში გადაიზრდება, სადაც ფორდი გენერალ ერონ რაილთან და ელიტარული ჯარისკაცების გუნდთან ერთიანდება, რათა მოსალოდნელი თავდასხმა შეაჩერონ, სანამ ძალიან გვიანი არ არის.
სერიალი 4 მეგობარი ქალის შესახებ ბოგვითხრობს, ისინი გადაწყვეტენ ერთად მოგზაურობას, მაგრამ ეს ყველფაერი მათთვის საკმაოდ რთული და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდება.
ისტორია 35 წლის ქალზე სახელად ფატმაზე, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა და ასე გააქვს თავი. ერთ დღესაც ის იძულებულია მკვლელობა ჩაიდინოს და სწორედ ეს დღე გახდება მისთვის საბედისწერო.
მატილდა, რომელიც ღამის კლუბში მუშაობს, ცდილობს როგორმე თავის ქალიშვილთან ურთიერთობა დაალაგოს, ამას კი ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი უდგას წინ.
მკვლელი, უფროსების ღალატის შემდეგ იძულებულია დაიმალოს მაღაზიაში, სადაც ის მეპატრონის გარდაცვლილ შვილად ასაღებს თავს.
სერიალში მოქმედება ვითარდება 80-იანი წლების კონტრკულტურის ფონზე. ეს არის ისტორია თინეიჯერი მარკუსის შესახებ, რომლიც ქუჩაში ცხოვრობს და ის შემთვევით ელიტარულ კერძო აკადემიაში მოხვდება. იქ კი, მსოფლიოს კრიმინალური სამყაროს ცნობილი ოჯახების შვილები სწავლობე.
თინეიჯერი შავკანიანი გოგონა სახელად სტარი, ორი განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სახლი მდებარეობს ძალიან საშიშ და ღარიბ უბანში, სკოლა კი უზრუნველ თეთრკანიანთა საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.
ოთხი მეგობარის ცხოვრება, რომელიც დიდი ხანი გრძელდება. მაგრამ 10 წლეულის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ყველაფერი იცვლება.
დედის ცხოვრება მას შემდეგ იქცევა ჯოჯოხეთად, რაც მისი შვილი გაუჩინარდება. ის ყველანაირად ცდილობს იპოვოს ქალიშვილი და მისი პოვნის იმედს არ კარგავს.
ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ცეკვავს ნიუ იორკის მეტროში და შეხვდება კლასიკურ მოცეკვავეს მანჰეტენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ჰიპ-ჰოპის და კლასიკური ცეკვების გაერთიანებით ცდილობენ შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
ნოეს კიდობანი, რომელიც სავსეა სხვადასხვა ცხოველებით,ღია ზღვაში მიცურავს. ბორტზე კი საუკეთესო მეგობრები, ფინი და ლეა იმყოფებიან.
ფილმის მთავარი გმირი 11 წლის გოგონაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. ის მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის, ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის.
მას შემდეგ რაც ბენი და საორსის დედა უჩინარდება, ისინი ბებიასთან საცხოვრებლად გადადიან ქალაქში. როდესაც ისინი უკან სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ.
პინექლს შეიძლება ითქვას რომ იდეალური გეგმა აქვს დასახული, იმისათვის რომ მათი ჩაძირული კომპანია როგორმე გადაარჩინონ. ესაა ალდო სნოუს, მოძველებული როკ-ვარსვლავის, დიდი დაბრუნებისათვის განკუთვნილი კონცერტი.
კაპიტან ამერიკის საუკეთესო მეგობრები, ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცი დედამიწაზე ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბოროტებას ებრძოლონ.