1900 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ოჯახში ორი ბიჭები იბადება, მიუხედავად სოციალური განსხვავებისა ისინი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ხდებიან.
იტალიაში მცხოვრებ მაფიის ბოსის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩენენ წმინდა ქალწულის ქანდაკებას, რომელსაც სისხლიანი ცრემლები სდის.
ამბავი ორი მზარეული მეგობრის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ რომ საკუთარი ბიზნესი გახსნან და მზარეულობით დიდი ფული იშოვონ.
ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ხდება, ქალაქში სადაც სერიული მკვლელობებია, დედაქალაქიდან გამომძიებელი ჩამოდის და ყველანაირად ცდილობს დამნაშავეების კვალზე გავიდეს.
რეალურ ისტორია ადამიანზე რომელიც იმ დროში რასაც 1 ღერი სიგარეტის მოწევას ანდომებდა, იმავე დროში სეიფს ტეხავდა და ადგილზე კი მხოლოდ ფერფლს ტოვებდა.
ახალდაქორწინებული ახალგაზრდა ქალი საკუთარი ქმრის მამულში ჩადის, სადაც მას მოუწევს ებრძოლოს თავის ქმრის ყოფილი ცოლის აჩრდილს.
ძალიან წარმატებული სოციალური მედიის ჟურნალისტი, თავის მეგობრებთან ერთად მოსკოვში მიდის, სადაც მათ ახალი ვლოგი უნდა მოამზადონ.
წყვილს, რომელსაც ძალიან საშიში მაფიოზის ვალი აქვთ, სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა რომ წავიდნენ ლას-ვეგასში და ძვირფასეულობა მოიპარონ.
სკოლაში ყველანაირად გამორჩეული და წარჩინებული მოსწავლეები, სწავლის დასრულებამდე აღმოაჩენენ რომ სწავლისთვის ნაკლები დრო უნდა დაეთმოთ, და მეტად უნდა ყოფილიყვნენ გართობით დაკავებულები. ამიტომაც გადაწყვეტენ აინაზღაურონ დაკარგული დრო.
ახალგაზრდა, რომელიც მემარცხენეთა საზოგადოებრივი ხასიათის ისტორიას იკვლევდა, მოულოდნელად გადაწყვეტს რომ იგივე გაიმეოროს და ამიტომაც მოქმედებაზე გადადის.
ერთი იტალიური ოჯახის მძიმე ხვედრი ცხოვრებისგან, რომელიც მას შემდეგ იწყება რაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი ციხეში აღმოჩნდება.
წყალი ყოველთვის დიდ საიდუმლოებებს ინახავს, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია. მთავარმა გმირებმა კი უნდა ამოიკითხონ ის საიდუმლო, რომელსაც წყალი ინახავს.
ორი თინეიჯერი გოგონა დაიღლება მდიდრული ცხოვრებით, თავისი მდიდარი კლასელებით და ერთფეროვნებით, სწორედ ეს გახდება მიზეზი რის გამოც ისინი ქალაქის ჯურღმულებში ამოყოფენ თავს.
ბიზნესის და სასტუმროს დაკარგვის შემდეგ, მთავარი გმირი იძულებულია განმარტოვდეს, ყველაფერი კი მაშინ იცვლება როდესაც მის გაკოტრებაში დანაშავე ყოფილი მეუღლე გრანდიოზულ მშენებლობას იწყებს.
დედობა არც ისე მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ბევრს მარტივი ჰგონია და ფიქრობს რომ ეს ყველაფერი არაა დამღლელი. სერიალში კი 3 დედა ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების რიტმით ცხოვრობს და ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი.
საბჭოთა კოსმონავტმა და გმირმა საკუთარ სხეულში ჩაბუდებული ამოუცნობი არსება ჩამოიყვანა დედამიწაზე. ეს ყველაფერი კი მას ძალიან ძვირად დაუჯდა.
დოქტორი ემა თავის გუნდთან ერთად უკვე მესამე ზაფხულს ატარებს კუნძულზე და სწავლობენ კლიმატის ცვლილების შედეგებს დიდ თეთრ ზვიგენებზე.
წარმატებული ხელოვანი თავის ვაჟთან ერთად იტალიაში მიდის, სადაც მან გარდაცვლილი მეუღლისგან დატოვებული სახლი უნდა გაყიდოს.
ამბავი ღარიბ დურგალზე, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. ამიტომაც მან ხის თოჯინა გააკეთა, რომელსაც ლაპარაკი და საუბარიც კი შეეძლო, ყოველ ტყუილზე კი ცხვირი ეზრდებოდა.
ცხოვრებაშე ყველაფერი ხდება, შეიძლება იყო მდიდარი და წარმატებული, მაგრამ ერთ დღესაც სრულიად ღარიბი აღმოჩნდე. სწორედ ასე დაემართება ჩვენ გმირს, რომელსაც ცხოვრება 3 დღეში შეეცვლება.
ახალგაზრდა ენჯელი ექიმია და სასწრაფო დახმარებაში მუშაობს. მძიმე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მისი პირადი ცხოვრება ნელნელა ინგრევა, რადგან უფრო და უფრო ეპარება ეჭვი თავის მეწყვილეში.
ძალიან დამაფიქრებელი ისტორია ახალგაზრდა და ნიჭიერი ადვოკატის შესახებ, რომელიც ყოველთვის სიმართლისთვის იბრძვის.
ენოლა, შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი დაა. მოულოდნელად გაიგებს რომ დედა დაიკარგა და ის მის საძებრად გაეშურება.
ერთ მიყრუებულ ქალაქში კორუფცია და სისტიკეა გამეფებულა, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი ცდილობს დაიცვას ამ ყველაფრისგან თავისი საყვარელი ადამიანები.
გორილა, რომელსაც სახელად ივანი ჰქვია, ცდილობს აღიდგინოს ის ფაქტები წარსულიდან. მას კი ამაში სპილოს სახელად სტელას დახმარება.
ორი ძალიან გამოცდილი საიდუმლო აგენტი  ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს და ცდილობენ როგორმე ამოიღონ საიდუმლო მასალა, რომელიც მოიპარეს უცნობებმა.
სერიული მკვლელი 2019 წლის მადრიდში სრულ ქაოსს თესავს. ის კლავს ადამიანებს, რომლებსაც ერთამენთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა ყველანი ცნობილ სუპერგმირებს განასახიერებენ იმგვარად, როგორადაც ისინი პირველად გამოჩნდნენ.
ერთი ჩვეულებრივი ებრაელი კაცი, ბრუკლინში მწნილის დამამზადებელ საწარმოში მუშაობს. ერთ დღესაც ის მარლილით სავსე ავზში ჩავარდება და მშვენივრად დაკონსერვდება მთელი 100 წელის განმავლობაში. როდესაც ის გაცოცხლდება, თავის შვილიშვილთან ერთად მოულოდნელი თავგადასავალი ელის.