უკვე 5 წელია რაც 6 მეგობარი ერთმანეთს არ შეხვედრიან, ხოლო შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტენ რომ მოაწყონ თამაშები რომლის გამარჯვებულიც დიდ ფულს მოიგებს.
პატარა სპილო დიდი ყურებით დაიბადა და ამასთან მას ფრენის ნიჭიც ჰქონდა, ის ხშირად დაცინვის და ამავდროულად გაოცების მიზეზი ხდებოდა.
ძალიან რთული ხასიათის მუსიკოსი, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მთელს მსოფლიოში ერთადერთია რომელსაც ბითლზები ახსოვს.
ახლაგაზრდა გოგონები წავლენ დასასვენებლად ერთ ულამაზეს ადგილას ოკეანის პირას. ისინი გადაწყვეტენ დაივინგით დაკავდნენ და შემთხვევით საუკუნეების წინანდელ სამარხს მიაგნებენ ეს კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება.
ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ქალი მუშაობს გარდაცვლილი მამის სასტუმროში, სადაც სასტუმრო მისი დედინაცვალიც მართავს. დედინაცვალი კი გადაწყვეტს მოიშოროს გოგონა და ფერმაში გაუშვას.
სკოლაში ყველანაირად გამორჩეული და წარჩინებული მოსწავლეები, სწავლის დასრულებამდე აღმოაჩენენ რომ სწავლისთვის ნაკლები დრო უნდა დაეთმოთ, და მეტად უნდა ყოფილიყვნენ გართობით დაკავებულები. ამიტომაც გადაწყვეტენ აინაზღაურონ დაკარგული დრო.
ერთი იტალიური ოჯახის მძიმე ხვედრი ცხოვრებისგან, რომელიც მას შემდეგ იწყება რაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი ციხეში აღმოჩნდება.
წყალი ყოველთვის დიდ საიდუმლოებებს ინახავს, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან რთულია. მთავარმა გმირებმა კი უნდა ამოიკითხონ ის საიდუმლო, რომელსაც წყალი ინახავს.
ბიზნესის და სასტუმროს დაკარგვის შემდეგ, მთავარი გმირი იძულებულია განმარტოვდეს, ყველაფერი კი მაშინ იცვლება როდესაც მის გაკოტრებაში დანაშავე ყოფილი მეუღლე გრანდიოზულ მშენებლობას იწყებს.
ამბავი ღარიბ დურგალზე, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. ამიტომაც მან ხის თოჯინა გააკეთა, რომელსაც ლაპარაკი და საუბარიც კი შეეძლო, ყოველ ტყუილზე კი ცხვირი ეზრდებოდა.
ძალიან დამაფიქრებელი ისტორია ახალგაზრდა და ნიჭიერი ადვოკატის შესახებ, რომელიც ყოველთვის სიმართლისთვის იბრძვის.
გოგონა, რომელიც ცხოვრებაშომხოლოდ კარგზე ფიქრობს და უყვარს ბუნების დაკვირვება, მოულოდნელად ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება, როდესაც მისი მამა ავარიაში მოყვება.
ახალ დაოჯახებული წყვილი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის, სადაც სრულიად მოულოდნელად საიდუმლო ოთახს აღმოაჩენენ რომელიც დიდ საიდუმლოებებს ინახავს.
ხუან ლოპესი ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს, მან როგორმე უნდა დააბალანსოს საოფისე სამუშაო, რათა გადაარჩინოს თავისი ცხოვრების სიყვარული და რაც მტავარია მშობლიური პლანეტა ჩიტონი.
მათ ერთმანეთი პატარაობისას შეუყვარდათ, როდესაც ბიჭი საცხოვრებლად იმ ქალაქში გადავიდა, სადაც კატია ცხოვრობდა. მაგრამ მძიმე ტრაგედიამ ისინი დააშორა.
ნიუ იორკელ ფულის გამთეთრებელს, რომელსაც დიდი ფული აქვს მოპარული ნაღდი ფულისა და ნარკოტიკების სახით, ერთ დღესაც მეხსიერების გარეშე გაეღვიძება.
ნინა და კირილი არიან და-ძმა და მათი ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეულია მათ ქალაქში. მათი ცხოვრება კი ძალიან მხიარული და საინტერესოა.
ოთხი, ერთმანეთისგან  სრულიად განსხვავებული ბავშვი, ერთმანეთის უჩვეულო მოკავშირე გახდება, როდესაც მათი ცხოვრება ზაფხულის ბანაკში მოულოდნელად უცხოპლანეტელების შეჭრის გამო შეწყდება.
მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს,  გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ.
ძალიან ნიჭიერი გამომძიებელი ქალი საკუთარ ფესვებს უბუნდება, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია როგორიც მას ეგონა.
ინგლისელი მოგზაური ჯონათან გრინი, რუსეთის იმპერატორისგან პეტრე პირველისგან, ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის რუკის დამზადების შეკვეთას მიიღებს. მთავარ გმირს დაუჯერებელი თავგადასავლებით და საფრთხეებით სავსე გზა მოელის.
დაახლოებით 1980 წელია და ამ დროისთვის დედამიწა ირხევა, აქედან გამომდინარე კი შენობები ინგრევა. ნანგრევების ქვეშიდან ბავშვის ტირილი ისმის. ათი წლის შემდეგ ბავშვი მოზარდ ბიჭად იქცა, რომელიც დამოუკიდებლად იკვალავს გზას.
მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში, საბრძოლო დარბაზის გასახსნელად ჰონგ კონგში ძალიან ბევრი მებრძოლი შეიკრიბა. მათ შორის არის დიდი რეპუტაციის მქონე იეი უენი, რომელიც კოულონის მფლობელის ყურადღებას იქცევს.
ყოველივე იმის შემდეგ რაც ჩვეული ონლაინ ჩეთი უცენზურო გახდება, თინეიჯერი მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბიჭი, რომელიც აუტო-იმუნურ აშლილობა აქვს, მკურნალობს და აღმოაჩენს რომ სახლი, სადაც ის ცხოვრობს, არც ისე უსაფრთხოა, როგორც მანამდე ის ფიქრობდა.
ანა იშვიათი ნიჭითაა დაჯილდოვებული, მას შეუძლია წინასწარ დაინახოს მომავალი. სამწუხაროდ კი მისი ეს ნიჭი ბევრ პრობლემას შეუქმნის და მისი ცხოვრებაც გაუსაძლისი გახდება, როდესაც მის საქმროს დააპატიმრებენ.
გულის ქირურგი, ექიმი ვერა თავის საქმის პროფესიონალია და თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ სრულიად მოულოდნელად, მისი საყვარელი ქმარი უჩინარდება და ყველა პრობლემა აქედან იწყება.
ეს ამბავი იწყება ორი იუველირი ოჯახის შვილების სიყვარულიდან. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და სამოგზაუროდ საქართველოში წავლენ, სადაც ისინი ნახავენ საიუველირო ხელსაწყოების მთელი რიგს და ეს მათთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდება. ისინი ამის წყალობით მალე  ძვირფასეულობის ნამდვილი ოსტატები გახდებიან და ცხოვრებას აიწყობენ.