ეს ფილმი არის ბიოგრაფიული და მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის შესახებ, რომელიც იყო ამერიკის უმაღლეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელი.
ისინი მომავალში ცხოვრობენ და ისეთ ბიზნესმენებს რომლებიც მათ ხელს უშნიან, გზავნიან ჩვენ დროში სადაც პროფესიონალი მკვლელები მათ კლავენ. ეს ყველაფერი გრძელდება მანამსანამ ერთ-ერთი მკვლელი არ აღმოაჩენს რომ ისიც მსხვერპლია.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მეგობრებზე, რომლებიც სხვა მეგობრების გადასარჩენად იბრძვიან და საკმაოდ დიდი სირთულეებს უმკლავდებიან.
ისინი სამი ვამპირი ქალი იყო, მაგრამ მათ მოეწონათ 18 წლის გოგონა, რომელიც ვამპირად აქციეს. ამ 18 წლის გოგონას მოეწონება ადამიანი და გადაწყვეტს უკვდავებას შეელიოს.
ის მაფიოზებს გამოექცა და საკუთარ მამასთან დასამალად ჩავიდა. ამ აურზაურში ის პოულობს მამაკაცს, რომელიც მას უყვარდება და მასთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს.
პოლიციელი ჯიმ არონი, განქორწინებისა და დედის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დათრგუნული და იმედგაცრუებულია. ის ცდილობს სამსახურს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს არც ისე მარტივია.
რუსი სამხედროების გაბედულმა ჯგუფმა შეძლო გაქცევა გერმანიის ტყვეობიდან ნახევრად განადგურებული ლეგენდარული T-34 ტანკით.
სერიალში მოქმედება ვითარდება 80-იანი წლების კონტრკულტურის ფონზე. ეს არის ისტორია თინეიჯერი მარკუსის შესახებ, რომლიც ქუჩაში ცხოვრობს და ის შემთვევით ელიტარულ კერძო აკადემიაში მოხვდება. იქ კი, მსოფლიოს კრიმინალური სამყაროს ცნობილი ოჯახების შვილები სწავლობე.
ეს ამბავი არის მეფეზე, რომელიც თავისი ხალხის დახმარებას ცდილობს და ამავდროულად ამით ცდილობს თავის მთავარ მიზანს მიაღწიოს.
თინეიჯერი შავკანიანი გოგონა სახელად სტარი, ორი განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს. მისი სახლი მდებარეობს ძალიან საშიშ და ღარიბ უბანში, სკოლა კი უზრუნველ თეთრკანიანთა საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.
როკი ბალბოას ყველა იცნობს, ის დროებით ჩამოშორდა თავის კარიერას და ერთი პატარა რესტორანი გახსნა, მაგრამ ცოლის გარდაცვალების შემდეგ ის გადაწყვეტს რინგს დაუბრუუნდეს.
ერთი ჩვეულებრივი და მარტოსული ბიჭუნა, მიაგნებს უცნაურ ადგილს, სადაც იარაღს მიაგნებს რომელსაც საოცარი ძალა აქვს. მისი კრიმინალი ძმა შარში გაეხვევა და ამიტომაც ის იძულებულია ამ იარაღით ის დაიცვას.
მათემატიკის ახალგაზრდა მასწავლებელი ლარისა, ერთ პატარა რაიონში მიემგზავრება, სადაც მას სურს რომ გაარკვიოს თუ სად გაუჩინარდა მისი საქმრო.
ვიჯილანტე, ეს არის ქალი, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ მოძალადეებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
ის ყველას კარგი მეოჯახე ეგონა და მისგან ცუდს ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ სინამდვილეში ის დაუნდობელი მკვლელი აღმოჩნდა და ყველა გაოცებული დატოვა.
ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც ოჯახი ავიაკატასტროფაში დაეღუპა, მაგრამ ეს შემთხვევით არ მომხდარა, ამიტომაც მთავარი გმირი გადაწყვეტს შური იძიოს ამის მიზეზის გამომწვევ ადამიანზე...
მსოფლიოს საფრთხე ემუქრება, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტი დაატყვევა და გადატრიალებისთვის ემზადება, რამაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ამიტომაც ამერიკელები გადაწყვეტენ სამხედრო მოსამსახურეები გააგზავნონ და რუსეთის პრეზიდენტი იხსნან.
ფილმი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილზე გვიამბობს და კერძოდ მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებზე.
ის ყველასთვის ცნობილი ქურდია, რომელიც ციხიდან გამოდის და საერთოდ არ აქვს არანაირი ქონება. ამიტომ ის გადაწყვეტს დიდი ძარცვა დაგეგმოს, რათა უზრუნველად იცხოვროს
ნებისმიერ დროში არიან კეთილი და ბოროტი ადამიანები, ასევე მდიდარი და ღარიბები, ამიტომაც საჭიროა ისეთი ადამიანი ვინც ამას დააბალანსება და ხალხს შვებას მოჰგვრის. სწორედ ასეთია რობინ ჰუდი, რომელიც აჯანყდება და დაიწყებს ბრძოლას ხალხის მჩაგვრელების წინააღმდეგ.
ამ გოგონაში საიდუმლო ძალაა, რომლის ამოცნობასაც ვერავინ ახერხებს და ეს ყველაფერი დაუსრულებელი ლაბირინთივით გრძელდება.
ის მეოჯახე კაცია, მაგრამ მან ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელი უნდა მოიხადოს. ის მოხვდება ძალიან მკაცს ციხეში, სადაც მას ბევრი რამის ატანა მოუწევს.
ის ძალიან განებივრებული პრინცია და ამასთანავე მისი გარეგონა ქალებს ატყვევებს. მის მოსახიბლად და დასაქორწინებლად 3 პრინცესა ოცნებობს მაგრამ ის სულ სხვა უბრალო გოგოს აირჩევს.
მას ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს მას მოუკლეს შვილი და მეუღლე. მან სამართალი ვერ იპოვა და დმნაშავეების დასჯა თავად გადაწყვიტა.
ახალგაზრდა ბიჭები შექმნიან კომპანიას, სადაც ხალხი ინვესტიციას გააკეთებს და ამის საშუალებით ბიჭები მილიარდელები ხდებიან. მალე ისინი ყველაფერს დაკარგავენ და გადაწვეყენ ფული ძარცვით დაიბრუნონ.
იტალიაში მცხოვრებ მაფიის ბოსის სახლის ჩხრეკისას აღმოაჩენენ წმინდა ქალწულის ქანდაკებას, რომელსაც სისხლიანი ცრემლები სდის.
ამბავი ორი მზარეული მეგობრის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ რომ საკუთარი ბიზნესი გახსნან და მზარეულობით დიდი ფული იშოვონ.
წყვილს, რომელსაც ძალიან საშიში მაფიოზის ვალი აქვთ, სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა რომ წავიდნენ ლას-ვეგასში და ძვირფასეულობა მოიპარონ.