ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ ერთ დღესაც მათი ცხოვრება შეიცვალა და გზები გაიყო. ერთი გახდა მეოჯახე, მეორე კი ქალების და გართობის მოყვარული.
საზაფხულო არდადეგების შემდეგ გრეგი სკოლაში ბრუნდება. მისი მშობლები კი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ გრეგისა და მისი ძმის როდრიკის ერთმანეთთან დაახლოვებას.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოზარდი სახელად ჯონი, სინამდვილეში შორეული პლანეტის ერთ-ერთი უკანასკნელი გადარჩენილია. ჯონი იძულებულია საშიშ მტერს დაემალოს, რომელიც მის მოსაკლავად არის გამოგზავნილი.
არც ისე შორეულ მომავალში დრო გახდა ყველაზე მყარი ვალუტა, ადამიანები გენეტიკურად დაპროგრამებულები არიან და 25 წლის მერე აღარ ბერდებიან... სამაგიეროდ დანარჩენი სიცოცხლე უკვე ფული ღირს. ამიტომ მდიდრები პრაკტიკულად უკვდავები ხდებიან, ხოლო ღარიბები როგორც ყოველთვის დაჩაგრულები არიან, ისინი უშედეგოდ იბრძვიან სიცოცხლისთვის.
ორი საკმაოდ ახალგაზრდა დაქირავებული მკვლელი კიდევ ერთ დავალებაზე მიდის. მათ ეს დავალება ძალიან მარტივი ჰგონიათ, მაგრამ ეს დავალება საკმაოდ რთული აღმოჩნდება.
ეჰმედი სიმპატიური ახალგაზრდაა და მისი ცხოვრება მაშინ დაინგრა, როდესაც მოულოდნელად შეყვარებული გარდაეცვალა. მას ამ ფაქტმა ცხოვრებაზე ხელი ჩააქნევინა და სამყარომ არსებობს შეწყვიტა. მაგრამ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება, რადგან მისმა ბაბუამ ახალი გეგმა შეიმუშავა.
დედ-მამა გამუდმებით ჩხუბობს, ამის შემხედვარე კი პატარა ბიჭუნა ყველანაირად ცდილობს, მშობლები როგორმე შეარიგოს და წერტილი დაუსვას ამ ჩხუბს.
მამაკაცი ცოლს გაშორდება, მაგრამ იმის გამო რომ მათმა ქალიშვილმა არ ინერვიულოს თამაშობს ქმრის როლს. რაც უფრო დრო გადის და ბავშვი იზრდება ეს ტყუილი უფრო და უფრო რთული ასატანი ხდება.
9 წლის ბიჭუნა საცხოვრებლად მამასთან მუმბაიში გადადის, იქ ჩასვლისას კი პირველივე ნახვით შეუყვარდება გოგონა და ეს გრძნობა კი წლების განმავლობაში უფრო გაძლიერდა.
ვენახში სადაც ულამაზესი გოგონა მუშაობს, მეპატრონე გარდაიცვლება და მისი შვილიშვილები ჩამოდიან რათა მემკვიდრეობა მიიღონ. თუმცა ამ მემკვიდრეობის მიღებას თავისი მოთხოვნები აქვს.
ბავშვთა დავშესაფრის ხელმძღვანელი იზაბელი, ნიუ-იორკში ერთ-ერთ მსხვილ ქველმოქმედთან შესახვედრად მიემგზავრება. იგი ქალს პატიჟებს ქორწილში, რომელიც ბევრ მოულოდნელ შედეგს უკეთებს პროვოცირებას.
რონალი ეს არის ყველაზე უცნაური ბარბაროსი. მას არ აინტერესებს არც ბრძოლები, არც დაპყრობები და არც ნადიმები. მისი სურვილია, რომ ყველამ თავი დაანებოს, მაგრამ ერთხელ ბოროტმა პრინცმა ვალკაზარმა ყველა ბარბაროსი ტყვედ აიყვანა და უნდა ისინი შესწიროს ძველ ღმერთებს, იმისთვის, რომ მთელი სამყაროს ბრძანებელი გახდეს. ამ ტყვეობას კი, გადაურჩება მხოლოდ რონალი.
ამერიკული კოლეჯის, ბრიტანელი სტუდენტი გოგონას ამერიკელი ბიჭი შეუყვარდება, მაგრამ მალევე ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან გოგონას დეპორტაცია ემუქრება, რადგან მის ვიზას ვადა გასდის.
ბელა ესპანელი გოგონაა, რომელსაც თურქი ბიჭი შეუყვარდება. ისინი ოჯახების წინააღმდეგობის მიუხედავათ ერთმანეთზე იქორწინებენ. გოგონა, რომელიც ძალიან თანამედროვე აზროვნებისაა, მოუწევს იცხოვროს თურქ ქმრის ოჯახში, რომლებიც ძალიან ტრადიციულები არიან.
კუზეი და გუნეი ძმები არიან, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ცხოვრებაზეც განსხვავებული შეხედულება აქვთ, ერთი მათგანი ფიქრობს რომ სწავლით არაფერი გამოუვა, მეორე კი პირიქით ყველაფერს აკეთებს მეტი განათლების მისაღებად.
ამბავი ორი გოგონას შესახებ, რომელიც ერთ საბედისწერო დღის შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მათი ურთიერთობა მას შემდეგ იცვლება რაც მათ ერთი კაცი შეუყვარდებათ, სწორედ ამ დღის შემდეგ ისინი ერთმანეთის მტრები გახდებიან.
მეცნიერი ვილ როდმანი ცდილობს ალცჰეიმერის დაავადების განსაკურნი საშუალების გამოგონებას. ის მაიმუნებზე ცდის ახალ პრეპარატს, რომელსაც საოცარი გვერდითი მოვლენა აღენიშნება - პრეპარატი რამდენჯერმე ზრდის მაიმუნების ინტელექტს. მთავარი გმირი შიმპანზე ცეზარი აცნობიერებს რა თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს სხვა მაიმუნებთან ერთად აწყობს აჯანყებას ადამიანების წინააღმდეგ.
18 წლის გოგონა არის იმ სექტის წევრი, რომელიც მას ბავშვობიდან მშობლებმა აარჩევინეს და ის იძულებულია დაემორჩილოს ამ სექტის წესებს, მაგრამ მალე აღმოაჩენს რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ცუდია.
ახალგაზრდა ქალი გაყიდეს და იძულებული გახადეს ფიზიკურად იმუშაოს, როგორც მონამ. მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან გაუსაძლისი და აუტანელი გახდება.
მას შემდეგ რაც მამაკაცი ნევროზული ბესტსელერი ავტორი იპოვის თავის საქმროს სხვა კაცთან, გადაწყვეტს სამაგიერო გადაუხადოს.
ჯეკ სადელშტაინს, ლოს-ანჯელესის წარმატებულ სარეკლამო მენჯერს, რომელსაც ულამაზესი ცოლი და შვილები ჰყავს, ყოველ წელს მხოლოდ ერთადერთი თარიღის შიში აქვს: მადლიერების დღეზე მასთან თავის ტყუპის ცალი და, ჯილი ჩამოდის. ჯილის მოთხოვნებს და პასიურ აგრესიას ჯეკი ჭკუიდან გადაჰყავს, რაც მის წყნარ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
ძალიან სიმპატიური ბიჭი, ძალიან უგულო და მახინჯი შინაგანი გრძნობებით გამოირჩევა. მას ერთ დღეს ჯადოქარი დაწყევლის და ყველაზე მახინჯი მამაკაცის გარეგნობას მისცემს.
ამბავი ნიჭიერი და წარმატებული ქალის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილადა და სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში არ გაუმართლა.
მათ ერთმანეთი პატარაობისას შეუყვარდათ, როდესაც ბიჭი საცხოვრებლად იმ ქალაქში გადავიდა, სადაც კატია ცხოვრობდა. მაგრამ მძიმე ტრაგედიამ ისინი დააშორა.
ამბავი 17 წლის ბოშა გოგონაზე, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილად. ის იძულებულია უამრავ შეურაწყო და სიძულვილს გაუმკლავდეს.
ეს არის ისტორია დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელზე, რომელიც დიდი ფულის გამო კლავს მდიდარ ქვრივს და ყველანაირად ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის ცოცხალია.
ცეერუს ყოფილი აგენტი იძულებული გაიქცეს და დაიმალოს ქალიშვილთან ერთად, რადგან საიდუმლო საერთაშორისო შეთქმულების დეტალების შესახებ შეიტყო.
მზე იმდენად გადიდდა, რომ დედამიწა თითქმის გადაბუგა. დედამიწა საცხოვრებლად უკვე გაუსაძლისი ხდება. გადარჩენილთა მცირერიცხოვან ადამიანებს შორის არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მთებში მიდის საკვების და წყლის მოსაძებნად.