ზეჰრას და ომერის სიყვარული ისევ გამოცდის წინაშეა, მათ უნდა გაუძლონ ახალ სირთულეებს და შეინარჩუნონ ის სიყვარული რომელიც მათ შორის არის. ამიტომაც მათ ბევრი წინააღმდეგობა ელით წინ!
დათვ იოგის და მისი მეგობრის თავგადასავალი, რომლებიც ერთ ლამაზ ბაღში ცხოვრობდნენ ახლა კი მისი დატოვება უწევთ. ისინი გადაწყვეტენ იბრძოლონ ამ ბაღისთვის და ყველაფრისთვის მზად არიან.
კიდევ ერთი ინდური სერიალი, რომელიც ერთი წყვლის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს და ბავშვობის მძიმე მომენტების შედეგებს გვიჩვენებს.
ის პოლიციის კომისარია. ერთ დღეს მოხდება ავარია, სადაც მას გაგზავნიან და ის აღმოაჩენს რომ მიცი ცოლი უცნობ მამაკაცთან ერთად სწორედ ამ ავარიაში მოყვა.
სერიალი მოგვითხრობს, სირიასა და ლიბანის საზღვარზე მდებარე ტერიტორიაზე, ჯაბალი და მისი კლანი, შეიხ ელ ჯაბალი, საზღვარზე იარაღით ვაჭრობს და კონტრაბანდას აკონტროლებს
გემის კაპიტანი  ყველანაირად ცდილობს, რომ როგორმე დაიწიროს თეთრი ვეშაპი, მობი დიკი - კაპიტანი შეპყრობილი ვეშაპის განადგურების იდეით.
ეს არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ფედერალური ბიუროს აგენტის გარშემო ვითარდება. მას დაკითხვაზე ჰყავს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი, რომლისგანაც სამი ატომური ბომბის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიპოვოს.
ფილმი მოგვითხრობს რუს მოკრივეზე, რომელიც არალეგალურ ბძოლებში, წესების გარეშე ბრძოლობს. მაფიის ბოსი გაგა, რომელიც ამ ბრძოლების ორგანიზატორია, მის ოპერაციას აფინანსებს. დაზიანებული მუხლი ბოიკას თავს ყოველი ჩხუბის დროს ახსენებს, მაგრამ ის მზადაა ბოლომდე იბრძოლოს, რათა კოლუმბიელ მებრძოლს შეებრძოლოს და დაამტკიცოს, რომ ის საუკეთესოა
სერიალი გადაღებულია ამავე სახელწოდების კომიქსების სერიის მიხედვით. ფილმი მოგვითხრობს ზომბი აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილი რამდენიმე ადამიანის ბრძოლაზე გადარჩენისათვის.
სერიალი მოგვითხრობს მშობლების ბავშვებისა და შვილიშვილების ისტორიაზე. მთავარი გმირების ბედი სხვადასხვაგვარად წარიმართება. დიდი ტრაგედიის შემდეგ - ღვიძლი შვილის სოჰანის დაღუპვის შემდეგ, მანავა და არჩანი გადაწყვეტს ბავშვი აიყვანონ. ისინი იშვილებენ გოგონას, რომელსაც ორვი ჰქვია
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა ლამაზ გოგონა ფერიჰაზე. მისი ოჯახი ინარჩუნებს ბინებს სტამბულის ელიტარულ ადგილზე. ფერიჰა ოცნებობს იყოს ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც მისი ოჯახის მსახურები არიან. იგი შედის უნივერსიტეტში სასწავლებლად და ამავდროულად იგი ფიქრობს მისი ოცნების განხორციელებაზე, მაგრამ მისი პრინცი ჯერ კიდევ არ ჩანს
ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრებით ბედნიერი იყო და ამლე დაოჯახებასაც აპირებდა, მაგრამ ძალიან ახლობელმა ადამიანებმა ის ტყუილუბრალოდ გაწირეს და ციხეში გამოამწყვდიეს.
კლუბ ბურლესკის მეპატრონე და ყოფილი მოცეკვავე -ტესი ფინანსური სირთულეების მიუხედავად ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს დასი,რომელიც პირადი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ამავე დროს მდიდარ ბიზნესმენს კლუბის შეძენა სურს და ტესმა ესეც უნდა მოაგვაროს. პარალელურად, ის,ახალგაზრდა გოგონას მიმტანად აიყვანს. გოგონას ერთადერთი ოცნება აქვს, მას სცენაზე გამოსვლა სურს. ახალი მეგობრების მხარდაჭერით ელი ბურლესკის ახალი ვარსკვლავი გახდება.
ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ.
თანამედროვე დაქორწინებული წყვილის ურთიერთობა დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
მომხიბლავი, მხიარული ალექსი (რომან დურისი) პროფესიონალი დონ ჟუანია, რომელიც ფულს შეყვარებული წყვილების დაშორებით შოულობს მის დასთან, მელანისთან ერთად (ჯული ფერიე). იმის გამო, რომ მათ ბიზნესს ცოტა ტემპი დაუვარდა, ისინი თავიანთ მთავარ პრინციპს არღვევენ – დააშორონ მხოლოდ უბედური წყვილები და დათანხმდებიან მისტერ ვან დერ ბერქზე მუშაობას. ალექსს მხოლოდ ერთი კვირა აქვს იმისათვის რომ მდიდარი კაცის ქალიშვილს, ჯულიეტს (ვანესა პარადი) გადააფიქრებინოს დაქორწინება კაცზე რომელზეც უგონოდ არის შეყვარებული. ალექსი მალე თვითონვე გაებმება საკუთარი
პატარა ბიჭი ყოველდღე უგზავნის წერილს ღმერთს. ბიჭი მძიმედაა ავად და მხოლოდ რწმენა აძლევს სიმამაცეს ავადმყოფობასთან საბრძოლველად. ფოსტალიონი ადრესატს წერილებს ვერ მიუტანს. თუმცა, მათი წაკითხვის შემდეგ, ბიჭის სიმამაცე მხნეობას შემატებს და საკუთარ თავში იპოვის ძალას გაუმკლავდეს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.
მწერალი შემთხვევით წააწყდება დიდი ხნის დამალულ საიდუმლოს, როცა ინგლისის ყოფილი პრემიერ მინისტრის ადამ ლანგის მემუარების დასრულებას დათანხმდება მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის ასისტენტი საიდუმლოებით მოცული უბედური შემთხვევის შედეგად დაიხრჩობა. რომან პოლანსკის დაძაბულ დრამაში, მთავარი გმირი გაიაზრებს, რომ მისი აღმოჩენა საფრთხეს უქმნის ზოგიერთ გავლენიან ადამიანს,ვინც ყველაფერზე წავა, რომ ლანგის წარსულის ზოგიერთი ეპიზოდი სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩეს.
ქალი, კაცი, ზაფხული პარიზში, ვნება, გაყრა, შერიგება - ეს სასიყვარულო ისტორიაა.
ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს, მათი საერთო მეგობრები პაემანს მოუწყობენ. სინამდვილეში ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. რამოდენიმე წლის შემდეგ, კი ხდება მძიმე ტრაგედია, რომელსაც საოცარი გაგრძელება მოჰყვება.
ადამიანები, რომლებიც სრულიად შემთხვევით ერთად აღმოჩნდებიან და ლიფტში იჭედებიან, მალევე აღმოაჩენენ რომ მათთან ერთად ეშმაკია.
კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი დაკითხავს - კვდება.
ვიკინგთა მეთაურის ვაჟმა უნდა დაამტკიცოს რომ ძალიან მამაცია და ამისთვის უნდა მოკლას დრაკონი, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად გამოდის.
როდესაც გოგონა გაიგებს სკოლაში გავრცელებულ ჭორს, რომ მან ქალწულობა დაკარგა, ის გადაწყვიტავს ეს მითქმა-მოთქმა თავისი სასარგებლოდ გამოიყენოს.
ნიუ-იორკის პოლიციის ვეტერანის ბეისბოლის ბარათი მოპარულია. ეს მისი უკანასკნელი ძვირფასი ნივთი იყო და ბოლო იმედი, რომ ქალიშვილისთვის ქორწილი გადაეხადა. მისი ნივთის უკან დასაბრუნებლად იგი მის ძველ პარტნიორს სთხოვს დახმარებას.
ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება.
ახალგაზრდა მამაკაცი გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესში თავის ძმასთან. იქ კი თავის ძმის თანაშემწესთან რომანს გააბავს.