მოხუცი, რომელსაც სულ რაღაც ოცნებები ჰქონდა და მეუღლესთან ერთად მოგზაურობაზე ოცნებებობდა, ერთ დღესაც გადაწყვეტს რომ იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო და ეს ყველაფერი გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნას.
მთელ სკოლაში ყველაზე სიმპათიური ბიჭი უარს აცხადებს გამოსაშვებ საღამოზე ერთ გოგოსთან ერთად წასვლაზე. ეს გოგო, ფსიქოპატ მამასთან ერთად, ამ ბიჭს იტაცებს და საკუთარ გამოსაშვებ საღამოს აწყობს.
კარგი მეგობრები გადაწყვეტენ ბოლო ზაფხული იდეალურად გაატარონ, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებამდე აქვთ. ცდილობენ ყველაფერი იდეალურად ჰქონდეთ სიყვარულში და რაც მთავარია ეს ყველაფერი დაუვიწყარი იყოს მათთვის.
ორ ოჯახს შორის წლებია დიდი კონფლიქტი გრძელდება და მათ შორის ერთი მიზეზი გაჩნდება, რომლის გამოც შეიძლება ეს კონფლიქრი დასრულდეს.  ეს მიზეზი კი სიყვარულია.
ერთი შეხედვით, ახალგაზრდა და უბრალო გოგონა გოპის, დედა გარდაცვლილი ჰყავს და ტირანი ბიცოლას გარემოცვაში იზრდება, მისი შურიანი და განებივრებული, კოლეჯის სტუდენტი ბიძაშვილი - რაში, გოგონას
ვენახში სადაც ულამაზესი გოგონა მუშაობს, მეპატრონე გარდაიცვლება და მისი შვილიშვილები ჩამოდიან რათა მემკვიდრეობა მიიღონ. თუმცა ამ მემკვიდრეობის მიღებას თავისი მოთხოვნები აქვს.
სტუდენტ–მედიკოსების საკმაოდ დიდი ჯგუფი გაემგზარება მთებში რამოდენიმე დღის გასატარებლად. დასვენების და გართობის მაგივრად ახალგაზრდები კოშმარულ სიზმარში აღმოჩნდებიან.
მას შემდეგ რაც, ჯონის ცხოვრებაში ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლი ჩნდება, ის მალევე ივიწყებს შუახნის ასაკის კრიზისს და მელანქოლიური მდგომარეობიდან გამოდის.
ეს არის ოჯახი, რომელიც თავის წეს-ჩვეულებებს, მისწრაფებებს და კარიერას ერთმანეთს არ უზიარებს. მალევე აღმოაჩენენ რომ ტყუილის ქსელი რომელშიც ისინი ცხოვრობენ უეცრად შეირყევა, როცა ოჯახის უფროსი სახლში ყოფილ თაღლითს მიიყვანს.
ბელა ესპანელი გოგონაა, რომელსაც თურქი ბიჭი შეუყვარდება. ისინი ოჯახების წინააღმდეგობის მიუხედავათ ერთმანეთზე იქორწინებენ. გოგონა, რომელიც ძალიან თანამედროვე აზროვნებისაა, მოუწევს იცხოვროს თურქ ქმრის ოჯახში, რომლებიც ძალიან ტრადიციულები არიან.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიკვდილ სიცოცხლის პირასაა ცდილობს გადაურჩეს მესაფლავეს,რომელსაც სურს მისი ცოცხლად დამარხვა.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, 74 წლის ფელიქსმა გადაწყვიტა მოეწყო თავისი გასვენება და თან მიეღო მასში მონაწილეობა. ამ დღის შემდეგ, 5 წელში, იგი გარდაიცვალა. ფელიქსის პირველი გასვენება, დიდ მოვლენად იქცა ტენესის შტატში. 26 ივნისს, ფელიქსის საბოლოო გასვენებაში 8-დან 12 ათას ადამიანამდე მივიდა.
მოქმედება თანამედროვე ლონდონში, საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე ხდება. სადაც პერსონაჟები სიხარბემ ერთმანეთს დააპირისპირა.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება თითქოს დალაგებულია და მას ყველაფერი აქვს, მაგრამ ერთი მოულოდნელი ცოხვრება მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
უკვე ზრდასრული ცოლ-ქამარი დაუმეგობრდებიან ახალგაზრდა წყვილს და მალევე მიხვდებიან რომ მათი ცხოვრება საკმაოდ შენელდა. ეს მათთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.
ახალგაზრდა ქალს არ გაუმართლა, რადგან მას ჰყავს კრიმინალი მშობლები, რომელბიც ახალ მეწყვილეს იმეტებენ რათა დიდი ძარცვა დაგეგმონ.
ახალგაზრდა, რომელიც მემარცხენეთა საზოგადოებრივი ხასიათის ისტორიას იკვლევდა, მოულოდნელად გადაწყვეტს რომ იგივე გაიმეოროს და ამიტომაც მოქმედებაზე გადადის.
გულის ქირურგი, ექიმი ვერა თავის საქმის პროფესიონალია და თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ სრულიად მოულოდნელად, მისი საყვარელი ქმარი უჩინარდება და ყველა პრობლემა აქედან იწყება.
მოქმედება ხდება არქტიკაში და მთავარი პრესონაჟები კი მკვლევართა ჯგუფია, რომლებსაც პარაზიტი–მკვლელი დაესხმება თავს.
როგორც იქნა ფსიქიატრიული კლინიკიდან, ორი და სახლში ბრუნდება. მათ ოჯახში ბოროტი დედინაცვალი და სრულიად გულგრილი მამინაცვალი ხვდება. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მათ ოთახში საშინელი მოჩვენება სახლობს.
წყვილს რომელსაც საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს, გადაწყვეტს მეორე წყვილი დაიყოლიოს როგორმე და მათთან ერთად წავიდეს კუნძულზე, რომელიც სპეციალურად პრობლემური წყვილების შესარიგებლადაა შექმნილი.
ახალგაზრდა გოგო ყოველთვის ფიქრობდა, რომ დიპლომით ბევრად მარტივი იქნებოდა კარგი სამსახურის პოვნა. სამწუხაროდ  კურსის დამთავრების, შემდეგ არაფერი მოხდება და ამიტომაც ის იძულებულია შინ, საკმაოდ ექსცენტრულ ოჯახში დაბრუნდეს.
მას შემდეგ რაც პალერმოში უკანასკნელი ნათლიმამა მოკვდება, ქალაქი ორ მაფიოზურ დაჯგუფების დაპირისპირებაში აღმოჩნდება. მთავარი გმირები კი ორი ქალია, ერთი რომელიც პოლიციაში მუშაობს და მეორე რომელსაც ძალიან მძიმე წარსული აქვს.
ასაკიან მამაკაცს შეუყვარდება ახალგაზრდა ქალი,  მისთვის ეს წამიერი გატაცება არ აღმოჩნდება და ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის.
ერთ-ერთი გამორჩეული და მსოფლიოში ცნობილი ჯაშუში შეწყვეტს თავის საქმიანობას, მას შემდეგ რაც გაიცნობს თავის ოცნების ქალს და შეუყვარდება.
მამაკაცი გადაწყვეტს გახდეს აგენტი, მას შემდეგ რაც გაიგებს რომ მისი ცოლიც აგენტი იყო და ერთ-ერთი მისიის დროს მოკლეს. ის გადაწყვეტს ცოლის მკვლელობის გამო შური იძიოს.
მანქანების მაგნატი ჩვეულებრივად და აუღელვებლად ცხოვრობდა, მანამ სანამ მის ერთმა შეცდომამ ყველაფერი არ გააფუჭა და მისი ცხოვრებაც ამის გამო დაინგრა.