ჰალილი ყველანაირად ცდილობს შური იძიოს თავისი სიყვარულის მკვლელობისთვის, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, მას შემდეგ რაც ის გაიცნობს გოგონას.
მოვლენა, რომელიც 30 წლის წინ მოხდა, წარსულში ხულიგანი და ახლა ხელმოცარული ჯონი ლოურენსის ცხოვრება სრულიად შეცვალა. ის 30 წლის შემდეგ ისევ გადაწყვეტს ცხოვრება ხელახლა დაიწყოს.
ის ღარიბი მებაღეა და ქალიშვილთან ერთად ვილაში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც ის თან მუშაობდა და თან ცხოვრობდა. მას სურდა მისი ქალიშვილი წარმატებული ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. მათი ამ სახლში მისვლა კი ნამდვილ ვარდების ომში გადაიზრდება.
ისტორია იდენტური ტყუპების კონფლიქტის შესახებ, მას შემდეგ რაც მათ ერთი მამაკაცი შეუყვარდებათ.
ეს არის სიყვარულის ისტორია ორ სრულიად განსხვავებულ ოჯახს შორის ერთი და იგივე სიმართლით, მაგრამ განსხვავებული მეთოდებით.
ტოპრაკი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კომაში ვარდება და 5 წლის შემდეგ იღვიძებს, მაგრამ მას არაფერი არ ახსოვს, ამიტომაც ის იძულებულია დაიჯეროს ის რასაც უყვებიან.
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ზომბების შემოსევამ გაანადგურა, გადარჩენილთა პატარა ჯგუფი ქვეყანაში მოგზაურობს და მიცვალებულს ებრძვის. ერთხელაც გადარჩენილები გასართობ პარკში ჩერდებიან იმედით, რომ იქ უსაფრთხოდ იქნებიან.
ისტორია ბრუკლინელ პოლიციელებზე, ქალაქის სისასტიკით ცნობილ ნაწილში, ბრაუნსვილში ვითარდება. ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილების სამოცდამეხუთე უბანში. სამი პოლიციელი ცდილობს შეინარჩუნოს ზღვარი
ფილმი უცხოპლანეტელების შესახებ, რომლებიც იძულებულნი არიან დედამიწაზე, მათთვის საშინელ პირობებში იცხოვრონ.
ირლანდიის სიღრმეებში მიმალულ უძველეს სააბატოს ავტორიტარული ზედამხედველი ხელმძღვანელობს. მისი აღსაზრდელი კი ნიჭიერი და მხიარული ბიჭია. სხვა ბერებთან ერთად ის სააბატოს კედლებს ამაგრებს.
ძალიან ტრადიციული და მდიდარი ინდური ოჯახის ქალიშვილს შეუყვარდება დალიტი,
პოლიციელი სახელად ხუანი, ციხეს ესტუმრა ზედამხედველად მუშაობის დაწყების სურვილით. ახალ სამუშაო ადგილთან გაცნობა საბედისწერო აღმოჩნდა. მამაკაცი გაუგებრობაში აღმოჩნდა, რის გამოც მას მოუწია პატიმრად თავის გასაღება, სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ნაბიჯმა ის თვითგადარჩენის სახიფათო ზღვარზე დააყენა.
სიკვდილის წინ, ჰუსეინ კოჩოღლუს სურვილია, რომ მისი შვილიშვილი ეჯე იპოვონ, რომელიც არასოდეს უღიარებია საკუთარ სისხლად. ამ სურვილის შესასრულებლად, მომაკვდავის მეორე შვილიშვილი ფერითი ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია, მაგრამ უშედეგოდ. გოგონას პოვნა ვერ შეძლო. ბოლოს და ბოლოს იგი თანხმდება იმაზე, რომ ბაბუას სულ სხვა გოგონა წარუდგინოს, როგორც მისი შვილიშვილი. მაგრამ, ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ფერითს ეგონა...
მთავარი გმირი წარმატებული ექიმია, რომელიც ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლებებს ხვდება. მას უწევს იყოს გმირი და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე.
გიულუ ახალგაზრდა ლამაზი ქალია, რომელსაც ძალიან უყვარს ქემალი. მაგრამ ერთ დღეს მას მდიდარ კაცზე გაყიდიან და მასთან ქორწინების ასარიდებლად კი მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ახალგაზრდას შეუყვარდება ულამაზესი ლალე, რომლსაც ცოლად მოიყვანს, იმის მიუხედავად რომ მისი ოჯახის ამის წინააღმდეგია. ეს ყველაფერი კი მათ ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
ფილმი მოგვითხრობს ბიჭზე რომლის ბაბუაც ძალიან მდიდარი იყო და სიკვდილის წინ დატოვა ანდერძი, სადაც ეწერა რომ მის შვილიშვილს იმ სკოლაში უნდა ესწავლა სადაც ის დაიბადა. სწორედ ამ სკოლაში იწყება სიყვარულის დიდი ისტორია.
ახალგაზრდა უკვე 6 წელია რაც უნივერსიტეტში სწავლობს და ყველაზე ცნობილი ფიგურაა. მისი სწავლა ამდენ ხანს იმის გამო გაიწელა რომ ის არა სწავლაზე, არამედ გართობაზე ფიქრობს.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
ამბავი მამაკაცზე და მის ოჯახზე, რომლთაც ვალების გამო ყველაფერი დაკარგეს და იძულებულები არიან საცხოვრებლად ბოდრუმში გადავიდნენ, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება.
ზღარბი სონიკი შემთხვევით თავის პლანეტიდან დედამიწაზე ხვდება. აქ კი მას ძალიან ცუდი ადამიანები შეხვდებიან, რომლებსაც მისი და მისი დედამიწელი მეგობრის დაჭერა სურთ.
წარმატებული აგენტი თავის სამუშაოს პირნათლად უძღვება, მაგრამ ერთ დღეს გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს, რის გამოც მას მოუწევს სამსახურის დატოვება, შემდეგ კი  ახალი სამსახურის ძიება და ამიტომაც ის საღამოს სკოლაში დაიწყებს სიარულს.
საშობაო ქალაქში, სადაც საოცარი სათამაშოების გამკეთებელი საოცარ სათამაშოებს აკეთებს, ერთ დღესაც მის საუკეთესო ქმნილებას მოიპარავენ. ეს კი მისთვის აუტანელი გახდება.
ბელა ფორქსში გადადის საცხოვრებლად. გოგონას პრობლემა კი ის არის, რომ მისი ვამპირი შეყვარებული ედვარდ კალენი ქალაქიდან გაემგზავრა. იგი შვებას ჯეიკობ ბლეკთან მეგობრობაში პოულობს.
მეცნიერი ყველანაირად ცდილობს კაცობრიობის ღარიბი ნაწილი როგორმე შიმშილისგან იხსნას. მაგრამ მოულოდნელად რაღაც ირევა და ექსპერიმენტის შედეგად ციდან, ნალექის სახით, საჭმელები ცვივა.
ორი ლამაზმანი მეგობარი სამოგზაუროდ მიდის, მათ გადაწყვეტილი აქვთ ტროპიკებში წავიდნენ და მოსწყდნენ რეალობას. სამწუხაროდ ისინი უამინდობის გამო ვეღარ მოახერხებენ ტროპიკებში ჩასვლას, მაგრამ გზაში გაიცნობენ მამაკაცს, რომლის გამოც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
მამაკაცს შეუყვარდება ქალი რომელსაც რატომრაც სიყვარულის არ სჯერა. ტომი არქიტექტორია რომელიც ცხოვრებისთვის სამყოფ ფულს მისალოცი ბარათების წერით გამოიმუშავებს. იგი მისი უფროსის ახალ ასისტენტს, ულამაზეს სამერს შეხვდება და მალე აღმოაჩენს, რომ მათ, მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით ეს არ სჩანს, ძალიან ბევრი აქვს საერთო.