ახალგაზრდა დამნაშავეთა ჯგუფი, რამდენიმე თავზეხელაღებული ძარცვის შემდეგ, მართმსაჯულებას ახლომდებარე ტყეებში ემალება. ხეტიალის დროს ისინი შემთხვევით მიტოვებულ ქარხანასთან აღმოჩნდებიან.
დუბლინელი გიტარისტი,მომღერალი და კომპოზიტორი დღისით მამამისის მაღაზიაში მუშაობდა და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენდა, ღამე კი დუბლინის ქუჩებში მღეროდა და უკრავდა. ჩეხი გოგო პიანინოზე უკრავდა და დღისით სხვადასხვა სამსახურებს იცვლიდა, ღამით კი დედას და ქალიშვილს უვლიდა.
შრეკი გადაწყვეტს რომ შობას ძალიან დიდი სიურპრიზი მოუწყოს თავის მეუღლეს და შვილებს, ეს ყველაფერი კი არცისე მარტივი აღმოჩნდება.
პუტკუნა თინეიჯერი და მისი საუკეთესო მეგობარი პენი ერთ-ერთი შოუს ქასთინგზე გავლენ და ტრეისი გაიმარჯვებს. მაგრამ ამბერი და დედამისი არ ნებდებიან და ეს ყველაფერი ქაოსში გადაიზრდება.
მისტერ ბინი კანში მოგზაურობას იგებს, სადაც იგი მოულოდნელად პატარა ბიჭს მამას დააშორებს.ახლა მან უნდა დააკავშიროს ისინი. პროცესში ის საფრანგეთს აღმოაჩენს.
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო.
”შორეული, შორეული” სახელმწიფოს მეფე გარდაიცვალა და ახლა შრეკი და ფიონა უნდა გახდნენ მეფე და დედოფალი. მიუხედავად ამისა, შრეკს სურს დაბრუნდეს თავის მყუდრო ჭაობში და იქ გააგრძელოს წყნარი ცხოვრება.
მისი აღმზრდელის, ბამფი ჯონსონის სიკვდილის შემდეგ, ფრენკ ლუკასი ჰარლემში ჰეროინის პირველი შემომტანი ხდება. მას ნარკოტიკი სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვს და შემოტანის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული.
ევან ბაქსტერი, რომელსაც ყოველშემძლე ბრიუსმა ყველანაირი სისულელეების ლაპარაკი აიძულა ახალი ამბების პირდაპირ ეთერში, მიდის ტელევიზიიდან. თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ წინ წავიდა: ის კონგრესმენი გახდა.
ნიუ-იორკში ძალიან უცნაური ამბები ხდება: ვინმე სწავლული მარკ უინტერსი, აპირებს მონსტრების არმია შექმნას, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ეს მიზანი სამყაროს გადატრიალებაა.
შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა, რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის.