პატარა გამომგონებელ ბიჭუნას სულ აინტერესებდა თუ რატომ გააშვილა ის დედამ, ამიტომაც ის გადაწყვეტს ისეთი აპარატი გამოიგონოს, რომელიც მოგონებებს აღუდგენს.
პატარა ბიჭუნა და მისი ცელქი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის რაღაც ახალს ეძებენ და ხშირ შემთხვევაში ეს სიახლე ბევრ საფრთხეს შეიცავს.
ახალგაზრდა ქალს არ გაუმართლა, რადგან მას ჰყავს კრიმინალი მშობლები, რომელბიც ახალ მეწყვილეს იმეტებენ რათა დიდი ძარცვა დაგეგმონ.
ეს ფილმი მოგვითხრობს ერაყში მომხდარ ნამდვილ ამბავზე. ეს ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააკეთა, ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლისთვის შურისძიების გამო.
ორი ძალიან გამოცდილი საიდუმლო აგენტი  ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს და ცდილობენ როგორმე ამოიღონ საიდუმლო მასალა, რომელიც მოიპარეს უცნობებმა.
ორი ძალიან მხიარული და ამავდროულად საუკეთესო მეგობარი სკოლას ამთავრებენ. ისინი მოუთმენლად ელიან კოლეჯის დაწყების პერიოდს და ამიტომ უამრავ სისულელეს ჩაიდნენ.
დაქირავებული მკვლელი ებრძვის თავისივე ახალგაზრდა ორეულს, რომლის შესახებაც მხოლოდ მაშინ გაიგებს როცა პირისპირ შეხვდება.
დედა-შვილის ცხოვრება ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც მათი ბიძა სასტიკი და დაუნდობელი გახდება.
მატყუარა ადვოკატი ციხეში ხვდება, სადაც ძალიან ბევრი საშიში პატიმარია. იმისათვის რომ თავი დაიცვას, სტენი გადაწყვეტს კუნ ფუს დაეუფლოს.
არასტაბილური მამა, რომელიც ფსიქიატრიულიდან გამოსვლის შემდეგ არწმუნებს თავის ქალიშვილს, რომ სადღაც ქალაქგარეთ ესპანური ოქროა დამარხული.
იქამდე, სანამ მას აფრიკის სახელმწიფოს სასამართლოს გადასცემდნენ, ეს ცნობილი ბელგიელი კრიმინალი 24 საათის განმავლობაში მარსელის პოლიციას ჰყავს ჩაბარებული. მაგრამ ცბიერი დამნაშავე დაბნეულ პოლიციელ ემილიენს მოატყუებს, რომ იგი ბელგიის საელჩოს თანამშრომელია და ცნობილმა დამნაშავემ გახლართა ამ სიტუაციაში.
მამის გარდაცვალებამდე კეილის და მისი ოჯახის ცხოვრება სამოთხეს გავდა. მაგრამ ავტოკატასტროფის შემდეგ, რომელმაც მამა იმსხვერპლა ყველაფერი შეიცვალა.
ფილმი მოგვითხრობს 1980-1990 წლების ბრუკლინზე, სადაც1985 წელს, ბავშვობის მეგობრებმა ქუჩური დაჯგუფება შექმნეს. ერთ-ერთი მათგანი მაფიის ხიბლში ვარდება, მაგრამ დანარჩენებს არ სურთ ცხოვრება კრიმინალს დაუკავშირონ.
ახალგაზრდა ტელე-რეპორტიორი და მისი ოპერატორი ღამის მორიგეები არიან და სახანძრო სადგურიდან სიუჟეტს აკეთებენ. მოხუცი ქალბატონისგან სატელეფონო ზარია და ამბობს რომ საკუთარ სახლში ჩაიკეტა. ისინი ადგილზე მივლენ, სადაც საზარელი კივილის ხმები ესმით.
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
ერთ ბედნიერ ოჯახს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და თითქოს ყველაფერი ისე მიდის როგორც უნდა იყოს, სრულიად მოულოდნელად თავზარდამცემი ამბავი დაატყდება თავს, რაც მათ ცხოვრებას შეცვლის.
ამაღელვებელი და ძალიან საინტერესო ისტორია უბრალო ქალის ზეინეპის შესახებ...
მენეკშე 20 წლის ულამაზესი გოგოა და ცხოვრობს თურქეთში, მას შეუყვარდება ჰალილი და შორიდან ეტრფის. სამწუხაროდ მისი მამა გადაწყვეტს რომ მენეკშე სხვა მამაკაცს გაურიგოს.
ძმის სიკვდილის შემდეგ ძმა დადებს აღთქმას რომ რძალს ცოლად მოიყვანს, მაგრამ გოგონას საულაც არ სურს მას ცოლად გაყვეს და ცდილობს თავი დააღწიოს მის მანიაკალურ გამოხტომებს.
მიწისძვრის დროს დები ერთმანეთს დაკარგავენ, ამიტომაც ერთი და გადაწყვეტს რომ იპოვოს საკუთარი და. ამასობაში კი მას თავისი დის მეგობარი შეუყვარდება.
ახალგაზრდა ფლორენციელი ცდილობს გაექცეს შავ ჭირს და თავი შეაფაროს მონატერს, სადაც მხოლოდ ქალიშვილები არიან.
ფილმის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება. ფრანგი ენვერ ჟანკური ახალგაზრდა ცოლიანი მამაკაცია, რომელიც აბრეშუმის კონტრაბანდას ეწევა. ის საფრანგეთიდან იაპონიაში მიემგზავრება, რათა საიდუმლო ტვირთი წამოიღოს. იაპონიაში ჟანკური ლამაზ გოგონას გაიცნობს, რომელიც იაპონელი გავლენიანი ბიზნესმენის საყვარელია. მამაკაცს ლამაზმანისადმი ვნება შეიპყრობს. მათ შორის არსებული ენობრივი ბარიერის გამო, ისინი იძულებულები არიან წერილებით იკონტაქტონ.
ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჯუნო, აღმოაჩენს რომ ორსულადაა და ცდილობს პრობლემას თავად გაუმკლავდეს. ის მალე სწავლობს თუ როგორია იყო მოზრდილი.
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.
ამბავი ზღაპრული ელემენტებით, სადაც ობოლი მუსიკალური ვირტუოზი მის ნიჭს იყენებს იმისათვის, რომ ნამდვილი მშობლები იპოვნოს...
ხელოვნურად შექმნილმა ვირუსმა, მთელი კაცობრიობა ამოწყვიტა. მაგრამ ამას გადაურჩა მეცნიერი, რომელსაც არ ეგონა რომ ეს ვირუსი ასე გავრცელდებოდა და ასეთ შედეგებს გამოიღებდა.
საიდუმლოებაში გახვეული სიყვარულის ისტორია. მოქმედება ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე ვითარდება. ლიტერატურისა და ფილოსოფიის პროფესორს დომინიკ მატეის მეხი დაეცემა და ის ნელნელა ახალგაზრდავდება, რითაც მსოფლიოსა და ნაცისტების ყურადღებას იპყრობს.
ვირთხა, რომელსაც რატატუი ჰქვია, არის ძალიან მოტივირებული და მონდომებული რომ გახდეს ცნობილი მზარეული. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მას ძალიან ბევრი რამ სჭირდება.