ამბავი მთავარი ინსპექტორის შესახებ, რომელიც ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ: სინათლე ბზარებში, მითიური ყოველდღიურობა და ბოროტება, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყურება. აღმოსავლეთით მედბარე ერთი შეხედვით იდილიურ პატარა დასახელბა სამ ფიჭვში მკვლელობების სერიის გამოძიებისას, მთვარი გმირი აღმოაჩენს დიდი ხნის დამალულ საიდუმლოებებს, სადაც ის ხვდება საკუთარ კოშმარებს.
ტექნოგენური კატასტროფის შემდეგ საშინელმა ომმა უკონტროლო ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის გაანადგურა შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი. მასიური ამაზრზენი დრონები, რომლებსაც ოდესღაც საბრძოლო მოქმედებებში იყენებდნენ, ახლა მიწას აბინძურებენ და მრავალ საფრთხეს უქმნიან ბრძოლებში გადარჩენილ ადამიანებს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსი ჯეკ რაიანი საეჭვო საბანკო გადარიცხვებს აღმოაჩენს და დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. ამისათვის მას მოუწევს მიატოვოს უსაფრთხო სამუშაო ოფისში და ჩაერთოს სასიკვდილო თამაშში მთელი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
დილანი და ბარანი იძულებული ხდებიან დაქორწინდნენ, რათა დაასრულონ შუღლი მათ ოჯახებს შორის და გადაარჩინონ ძმა, მაგრამ მათ ბიძას სისხლის ღვრის შეწყვეტა არ სურს.
როდესაც ნავთობის მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, სხვადასხვა მანიპულაციებით ის ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებს მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმებს. სამაგალითო მეოჯახის იმიჯის შესაქმნელად ის მის ნაშვილებ ვაჟს იყენებს. ფლეინვიუსთან თითქმის ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი თანამშრომლობს, რადგან ის ჰპირდება, რომ ამ ადგილს ააყვავებს. გადის დრო და ფლეინვიუ სულ უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს იძენს და თანთდათან თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს...
ახალგაზრდა გადაწყვეტს მამის გზას გაყვეს და იბრძოლოს საკუთარი ქვეყნისთვის ჯვაროსნების გვერდით. ერთი ბრძოლის დროს მამამისი სასიკვდილოდ დაიჭრება, მამა კი თავის ვაჟს სიკვდილის წინ რაინდად აკურთხებს.
ორი მარტოსული ადამიანის სიყვარულის ისტორია, ატესი დედის გარდაცვალების შემდეგ სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს და სახლში აღარ დაბრუნებულა. მან თავისი ცხოვრება საზღვარგარეთ გაატარა და არავის ენდობა. ლეილა კი თავის ნამდვილ ოჯახს არასოდეს შეხვედრია და ფულს ხალხის მოტყუებით შოულობს.
3 დის ისტორია, რომელთაც ხოვრებაში ბევრი განსაცდელის გავლა მოუწევთ სიყვარულისა და ბედნიერებისთვის.
თურქეთში მცხოვრები წარმატებული, გავლენიანი და პატივსაცემი ოჯახის ცხოვრება მას შემდეგ დადგება თავდაყირა რაც მამაკაცი გაიგებს რომ მისი შვილი სინამდვილეში მის ცოლს სხვისგან ჰყავს.
როსაურა ძალიან კეთილი და ლამაზი გოგონაა, მას დედა ჰყავს გარდაცვლილი და ცხოვრობა უწევს ალკოჰოლიზმით დაავადებულ მამასთან ერთად, რომელიც მდებარეობს მდიდარი არისმენდის ოჯახის ზღაპრული რანჩოს გვერდით.
ულამაზეს 14 წლის გოგონას ძალით გააათხოვებენ და მის ცხოვრებას სრულ კოშმარად აქცევენ.
ასი ძალიან ლამაზი გოგონაა, მაგრამ ძალიან ღარიბი ფერმერის შვილია. მას შეუყვარდება მდიდარი ბიჭი, რომელიც დედის საძებნად სოფელში ჩავიდა. მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება და სირთულე ელის.
მთავარი გმირი დედაა და შეიძლება ითქვას რომ სამაგალითო ცოლია, მაგრამ მას საკუთარი სექსუალური ცხოვრება ძალიან არ მოსწონს, რის გამოც ყველა სურვილის დღიურში ჩაწერას გადაწყვეტს. ერთ დღესაც დღიურს მისი ქმარი პოულობს.
შივანგი და რაგჰუ სხვადასხვა სოციალურ გარემოში აღიზარდნენ. შივანგის უფრო გაუმართლა და მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. გოგონა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ღარიბ რაგჰუს გაყვებოდა ცოლად, მაგრამ ბედისწერამ ასე გადაწყვიტა. თუმცა შივანგი ფარ-ხმალს არ ყრის და სისულელეს სისულელეზე ჩადის. რას მოუტანს მას ასეთი საქციელი ამას სერიალიდან გაიგებთ
წლების შემდეგ ოჯახში მამა ბრუნდება, რომელიც წლების განმავლობაში ციხეში იჯდა. მას ჰყავს 3 ვაჟი და სურს ძლიერი ოჯახი ჰყავდეს, მაგრამ მას არ უყვარს ერთი ვაჟი და მისი დანახვაც კი არ უნდა.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
ფსიქიატრი, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში ბევრი სირთულე, პრობლემა თუ წინააღმდეგობა შეხვდათ და ამის დაძლევა უჭირთ.
ამბავი მამაკაცზე და მის ოჯახზე, რომლთაც ვალების გამო ყველაფერი დაკარგეს და იძულებულები არიან საცხოვრებლად ბოდრუმში გადავიდნენ, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება.
ზღარბი სონიკი შემთხვევით თავის პლანეტიდან დედამიწაზე ხვდება. აქ კი მას ძალიან ცუდი ადამიანები შეხვდებიან, რომლებსაც მისი და მისი დედამიწელი მეგობრის დაჭერა სურთ.
დედა კატას ჰყავს ძალიან მოუსვენარი შვილი კნუტი, რომელიც ერთ დღეს დაიკარგება და სახლში აღარ დაბრუნდება. ამიტომაც დედა კატა გადაწყვეტს მოძებნოს ის და დააბრუნოს სახლში.
ელიფი ძალიან ლამაზი გოგონაა და იმდენად ამაყია რომ გარშემო ვერავის ამჩნევს. მასზე კი ორი მამაკაცია ძალზედ შეყვარებული, ერთი მათგანი ღარიბია მეორე კი მდიდარი.
ქალს შვილი დაეღუპება, რომელიც მას საოცრად უყვარდა. ის დაკარგავს რეალობის შეგრძნებას და ფიქრობს რომ მისი ქალიშვილი ცოცხალია.
ვენახში სადაც ულამაზესი გოგონა მუშაობს, მეპატრონე გარდაიცვლება და მისი შვილიშვილები ჩამოდიან რათა მემკვიდრეობა მიიღონ. თუმცა ამ მემკვიდრეობის მიღებას თავისი მოთხოვნები აქვს.
მდიდარ ოჯახში, კოლეჯის სტუდენტი ძიძად იწყებს მუშაობს, სადაც მოულოდბელად აღმოაჩენს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებენ და კამერაზე იღებენ.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
სიმპსონები, ეს არის ყველაზე ცნობილ ოჯახი მსოფლიოში. ახლა კი ისინი დიდ ეკრანზე წარსდგებიან უკვე ფილმის სახით, თავიანთი უჩვეული და საინტერესო ისტორიებით.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება თითქოს დალაგებულია და მას ყველაფერი აქვს, მაგრამ ერთი მოულოდნელი ცოხვრება მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.