მეგობარი გოგონები, რომლებიც საიუბილეო ლაშქრობაში მიემგზავრება. გამოქვაბულში ჩადიან, სადაც მოულოდნელად ქვები ცვივა და გასასვლელს კეტავს.
ერთი შეხედვით, ახალგაზრდა და უბრალო გოგონა გოპის, დედა გარდაცვლილი ჰყავს და ტირანი ბიცოლას გარემოცვაში იზრდება, მისი შურიანი და განებივრებული, კოლეჯის სტუდენტი ბიძაშვილი - რაში, გოგონას
ვენახში სადაც ულამაზესი გოგონა მუშაობს, მეპატრონე გარდაიცვლება და მისი შვილიშვილები ჩამოდიან რათა მემკვიდრეობა მიიღონ. თუმცა ამ მემკვიდრეობის მიღებას თავისი მოთხოვნები აქვს.
შაჰერაზადა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალია, მას ჰყავს შვილი რომელსაც თავის ტვინი აქვს დაავადებული და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. სამწუხაროდ მას ქმარი დაეღუპა და ოჯახის წევრებმა მასზე უარი თქვეს, ამიტომ ის ცდილობს შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოს და იძულებულია მდიდარ კაცს გაყვეს ცოლად იმისათვის რომ შვილი არ დაეღუპოს.
აანგი სულ რაღაც 12 წლის იყო და ის ავატარის გამოჩენამდე ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა ის იძულებულია ცეცხლის ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა ჩაუდგეს სათავეში, რათა ამით მან სამყაროში წონასწორობა აღადგინოს.
ერთი გოგონა, ძალიან ღარიბ ოჯახში იზრდება. მისი დედა ექცენტრიული მსახიობია, მამა კი ალკოჰოლიკი. მშობლები ცდილობენ იმედი ჩაუნერგონ მის ბავშვურ წარმოსახვაში, რათა როგორმე ყურადღება გადაატანინონ სიღარიბიდან.
ბრიტანელი ჯალათის ძალიან რთული და ამავდროულად დამაფიქრებელი ცხოვრება, რომლის სამუშაოც ძალიან რთულია მაგრამ ის იძულებულია სოცოცხლე წაართვას სიკვდილმისჯილებს.
მეომრი ქალის ისტორია, რომელსაც სამეფოს პრინცი ისევ უხმობს დასახმარებლად და სთხოვს მსახურებას. პრინცი 14 წლის შემდეგ ცდილობს გახდეს ქვეყნის მეთაური, მაგრამ მას გზად უამრავი საბრთხე ელოდება.
ამბავი დედის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება ხვდა წილად. წლების შემდეგ ის ბრუნდება თავის დაბადების ადგილას, რათა შური იძიოს ყველა იმ ადამიანზე, ვინც მას ცხოვრება გაუმწარა.
სერიალი მოგვითხრობს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დაზე, რომელთაგანაც ერთი ძალიან ბოროტია და მეორე რომელიც პირიქით კეთილია.
ზომბები იგივე გაცოცხლებული მკვდრები ცდილობენ მთლიან დედამიწას დაეპატრონონ, მაგრამ ამაში ხელისშეშლა მხოლოდ გადარჩენილ ადამიანებს შეუძლიათ.
ფილმი საკმაოდ კარგი საყურებელია რომანტიკული და მუსიკის მოყვარულ ადამიანებისთვის. ფილმს ერთდორულად აქვს 4 ჟანრი: მიუზიკლი, მელოდრამა, დრამა და კომედია. სწორედ ამიტომ ფილმში ხშირია მუსიკალური ნომრები და მუზიკლები.<br><br>ფილმი ვითარდება ორი პერსონაჟის ირგვლივ, მთავარი როლის შემსრულებლებს შორის იწყება რომანი და სწორედ ისინი ქმნიანძალიან სახალისო და რომანტიულ სიტუაციებს, ისინი არიან რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი.
სერიალი მოგვითხრობს ორი დის შესახებ, რომლებიც ერთ მამაკაცზე არიან შეყვარებული და მხოლოდ მანუელა უყვარს როდრიგოს. ისინი ცდილობენ შეცვალონ ცხოვრება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ.
მხატვარი მოგზაურობას იწყებს სტამბოლში, რადგან მან არქეოლოგიურ ძეგლთან დაკავშირებით დიდი საიდუმლო არმოაჩინა, რომელსაც კავშირი წარსულთან აქვს.
ისტორია იწყება წელთაღრიცხვამდე 52 წელს, კეისარი რვაწლიანი ომის შემდეგ დაიპყრობს გალიას და ემზადება რომში დასაბრუნებლად. რომში კი ბევრი ადამიანი მის დაბრუნებას შიშით ელოდება.
ტარზანი სანამ ჯუნგლების მეფე გახდებოდა, ის ერთი პატარა მოუხერხებელი ბიჭუნა იყო. სწორედ მის პატარაობაზე მოგვითხრობს ეს ძალიან მხიარული და საინტერესო ანიმაცია.
ჯეინი სულ რაღაც თვრამეტი წლისაა და ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მისდასაბედნიეროდ ამ კუნძულზე ჩამოდის როკ მომღერალი, რომელიც მას ძალიან უყვარს.
ორი ძმა მამასთან ერთად სეზონურ სამუშაოზე წავლენ, სადაც ძმები გაიცნობენ ულამაზეს გოგონას და ორივეს შეუყვარდებათ. ის ფაქტი რომ ორივეს ერთი ქალი უყვართ, ეს ფაქტი მათ შორის მტრობას წარმოშობს და ერთმანეთს გადაემტერებიან.
„ექიმი ვინ“ - ეს არ არის სახელი, მაგრამ არის კითხვა, რომელზედაც პასუხი ძნელი გასაცემია, ან საერთოდაც არ არსებობს. როზა ტაილერი – ლონდონის ერთ–ერთი პრესტიჟული მაღაზიის კონსულტანტია. მის ირგვლივ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა მანამ, სანამ ერთ დღესაც მაღაზიაში მდგომმა მანეკენებმა გაცოცხლება არ დაიწყეს და როზას მოკვლა განიზრახეს. როზას სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვას გამოუცნობი ექიმი იწყებს
საზღვაო კატასტროფის შემდეგ, მილიარდერი, პლეიბოი ოლივერ ქუინი 5 წლის განმავლობაში ითვლებოდა გარდაცვლილად, მას აღმოაჩენენ ცოცხალს, დაუსახლებელ კუნძულზე წყნარ ოკეანეში. როცა ის დაბრუნდება სახლში (სტარლინგ-სიტიში), ახლობლები ამჩნევენ, რომ ოლივერი ძლიერ შეცვლილია, თუმცა თვითონ ოლივერი ცდილობს ეს ცვლილებები თავის ხასიათში როგორმე დამალოს. ოლივერი ებრძვის ბოროტებას, მისი იარაღი კი მშვილდ-ისარია.
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
ამაღელვებელი და ძალიან საინტერესო ისტორია უბრალო ქალის ზეინეპის შესახებ...
მეჰმეტსადა ნერმინს შორის დიდი სიყვარულია, ყოველდღე ისინი უფრო და უფრო მეტს მუშაობენ რათა გაუმკლავდნენ სიღარიბეს, ისინი ოცნებობენ დაქორწილდნენ და იცხოვრონ კარგ სახლში ...
ახალგაზრდა გოგონა სტაჟიორად აშშ-დან ლონდონში ჩადის. იქ კი გაიცნობს მამაკაცს, რომელიც სიგჟემდე შეუყვარდება.
არტურ გოლდენის საქვეყნოდ ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული
თქვენს წინაშეა სამყარო, რომელიც მხოლოდ რობოტებით არის დასახლებული. როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ თავიანთი სოციალური საფეხურები, ჰყავთ თავიანთი გმირები. როდნი ოცნებობს რობოტების სამყარო უკეთესი გახადოს. კიდევ მას ძალიან მოსწონს ერთი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი რობოტი კაპი.
ნიუ იორკი ყველაზე რომანტიული ქალაქია, მაშინაც კი თუ შენ ათი წლის ხარ და პირველად გიყვარდება. ამ საიდუმლოს გეიბიც გაიგებს, როდესაც მას მისი თანაკლასელი როზმარი შეუყვარდება.
სამხედრო ვეტერანი მიდის მომავალში, იქ კი მას შეუძლია ისეთ კითხვებზე გასცეს პარუსი, რომლებიც შემდგომში მის და მისი ახლობლების სიცოცხლეს გადაარჩენს.