ისტორია სამ და-ძმაზე, რომლებმაც ობლობის გამო ბავშვობაში ერთმანეთი დაკარგეს და ახლა ცდილობენ ერთმანეთი იპოვონ, ეს კი ბევრ პრობლემას მოუტანს მათ.
დილანი და ბარანი იძულებული ხდებიან დაქორწინდნენ, რათა დაასრულონ შუღლი მათ ოჯახებს შორის და გადაარჩინონ ძმა, მაგრამ მათ ბიძას სისხლის ღვრის შეწყვეტა არ სურს.
ქალი სამ ბავშვთან ერთად სტამბოლში ცხოვრობს და მისი ცხოვრება დიდ გავლენას მოახდენს ყველაზე ვინც კი მის გარშემო ტრიალებს, მათშორის ამ ბავშვებზეც. ეს კი ყველასთვის ცხოვრების გართულება და დაბრკოლებებში გამოიხატება.
ასლანი მრავალშვილიანი ოჯახის შვილია, რომელიც მართავს ღამის კლუბს, ის ძალიან მისტიური და ჭკვიანი ადამიანია. ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ კი, მისი ცხოვრება იცლვება.
თავმდაბალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ახალგაზრდა ქალს და მდიდარ მამაკაცი ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის დიდი სიყვარული ჩნდება, ეს კი ვიღაცეებისთვის დიდი დაპირისპირების დაწყების საფუძველი ხდება.
ახალგაზრდა ქალის და მისი ოჯახის ბრძოლა დინასტიის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან რთული და ხიფათით სავსეა.
ულამაზესი პრინცესა, რომელიც ციხე-კოშკშია გამოკეტილი, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. სწორედ ამიტომაც შრეკი და მისი მეგობარი ვირი, პრინცესას გადასარჩენად მიდიან.
მძიმე ტრაგედიის შემდეგ ოჯახი განადგურებულია, რადგან დაკარგეს ვაჟიშვილი და ეს მათთვის ძალიან რთულია. მაგრამ ჩდება იმედი, რომელიც ყველას ცხოვრებას შეცვლის.
უილიამი გლეხის შვილია, რომელიც რაინდ ჰექტორს დამხმარედ გაჰყვა. მამამისისგან შთაგონებული, რომ მან საკუთარი ბედი უნდა შეცვალოს, ის გადაწყვიტავს ტურნირზე სერ ჰექტორის სიკვდილის შემდეგ თვითონ გავიდეს. იგი მოიგებს შეჯიბრებას. ბევრი ვარჯიშის შედეგად და დამხმარეების მეშვეობით ის მალე სერ ულრიხ ფონ ლიხტეინშტაინის წოდებას მიიღებს.
შივანგი და რაგჰუ სხვადასხვა სოციალურ გარემოში აღიზარდნენ. შივანგის უფრო გაუმართლა და მდიდარ ოჯახში დაიბადა. იგი ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. გოგონა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ღარიბ რაგჰუს გაყვებოდა ცოლად, მაგრამ ბედისწერამ ასე გადაწყვიტა. თუმცა შივანგი ფარ-ხმალს არ ყრის და სისულელეს სისულელეზე ჩადის. რას მოუტანს მას ასეთი საქციელი ამას სერიალიდან გაიგებთ
ძალზედ საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია ინდოეთის ერთ–ერთ სოფელში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ახალგაზრდა ქალმა, ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ გადაიტანა, მათშორის საყვარელი მამაკაცისგან დამცირება. მაგრამ მას მალე დიდი სიყვარული ელის.
პატარა ბიჭუნას, რომელსაც პოლიციელ მამას მოუკლავენ, გადაწყვეტს რომ პოლიციელი გამოვიდეს და ემსახუროს თავის ქვეყანას. ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ წესრიგი და სიწყნარე იყოს თავის შტატში.
არდადეგების შემდეგ სახლში დაბრუნებული ბიჭი აღმოაჩენს რომ მისი და და დედა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ეს ფაქტი კი მასზე ძალიან იმოქმედებს.
ცხოვრებით ბედნიერი ოაჯახი თავის 5 შვილთან ერთად გადაწყვეტს რომ საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდეს. რათა შუათანა ქალიშვილმა კარგი განათლება მიიღიოს. სამწუხაროდ ყველაფები ძალიან ცუდად და დრამატულად განვითარდება.
დომიკოს რესპუბლიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე სამი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ გაარკვია, რომ ცხედრები დებს ეკუთვნის, რომლებსაც ყველა პეპლებს ეძახდა. გოგონების გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უბედურმაგრამ შემთხვევას მიაწერეს. მაგრამ ზედმეტად უცნაურმა გარემოებებმა პოლიცია აიძულა დამატებითი გამოძიება ჩაეტარებინათ, რის შედეგადაც შოკისმომგვრელი ფაქტები გაირკვა პეპლების შესახებ.
ამერიკელი ქიმიკოსი თავისივე შემუშავებული ფორმულით, ინგლისში ჩადის. მას გადაწყვეტილი აქვს რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს თავისი ფორმულა, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არაა.
ახალგაზრდა ომიდან სახლისკენ ბრუნდება, სრულიად შემთხვევით კი მატარებელში გაიცნობს ლამაზ გოგონას, რომელიც ცოლიანი კაცისგან შვილს ელოდება.
ისტორია ცნობილი მწერლის შესახებ, რომელსაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვს ყოფილ ცოლთან და შვილებთან.
გოგონა, რომელსაც უკურნებელი სენი სჭირს, გადაწყვეტს რომ სამყარო რაც შეიძლება მეტად შეიგრძნოს და სიცოცხლის ბოლო დღეებით დატკბეს.
მეგობრები გადაწყვეტენ ზუმი ჩართონ და დაიქირაონ მედიუმი, მაგრამ ეს გართობა მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან ისინი მიიღებენ უფრო მეტს ვიდრე ელოდებოდნენ.
ასტრონავტი 2029 წელს ხვდება ამოუცნობ პლანეტაზე, სადაც მოლაპარაკე მაიმუნები ცხოვრობენ და ადამიანების რასაზე ბატონობენ.
ორი თინეიჯერი გოგონა დაიღლება მდიდრული ცხოვრებით, თავისი მდიდარი კლასელებით და ერთფეროვნებით, სწორედ ეს გახდება მიზეზი რის გამოც ისინი ქალაქის ჯურღმულებში ამოყოფენ თავს.
ეს არის სკოლა, სადაც თავისი წესები მოქმედებს. ის ვინც სუსტი აღმოჩნდება დაიჩაგრება, მაგრამ ყველაფარი სულ სხვანაირად ვითარდება.
დედა და მისი ცამეტი წლის ქალიშვილი სიღარიბის ზღვარზე არიან მიუხედავად იმისა, რომ დედა ბევრ ადგილას მუშაობს. მათი ცხოვრებას კი ერთი პატარა ფაქტი შეცვლის.
ისინი ხუთი მეგობარი პოლიციელები არიან და აშშ-ს ერთ-ერთ შტატში ცხოვრობენ. მაგრამ ბიუჯეტს ამცირებენ, რაც მათ ჯიბეებს სერიოზულად ემუქრება და მეგობრები ერთიანდებიან გადარჩენისათვის ბრძოლაში.
პოეტი, რომელსაც ულამაზესი კურტიზანი ქალი უყვარს,რაშიც ეჭვიანი ჰერცოგი უწევს პაექრობას.
ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული. ის მოგვითხრობს 15 ივლისის ღამეზე, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.