ცხოვრებით ბედნიერი ოაჯახი თავის 5 შვილთან ერთად გადაწყვეტს რომ საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდეს. რათა შუათანა ქალიშვილმა კარგი განათლება მიიღიოს. სამწუხაროდ ყველაფები ძალიან ცუდად და დრამატულად განვითარდება.
ვენახში სადაც ულამაზესი გოგონა მუშაობს, მეპატრონე გარდაიცვლება და მისი შვილიშვილები ჩამოდიან რათა მემკვიდრეობა მიიღონ. თუმცა ამ მემკვიდრეობის მიღებას თავისი მოთხოვნები აქვს.
შაჰერაზადა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალია, მას ჰყავს შვილი რომელსაც თავის ტვინი აქვს დაავადებული და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. სამწუხაროდ მას ქმარი დაეღუპა და ოჯახის წევრებმა მასზე უარი თქვეს, ამიტომ ის ცდილობს შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოს და იძულებულია მდიდარ კაცს გაყვეს ცოლად იმისათვის რომ შვილი არ დაეღუპოს.
ახალგაზრდა წყვილი უქმეების გასატარებლად გადაწყვეტს რომ ნიუ იორკში წავიდეს, იქ კი მათ უამინდობა, მრავალი თავგადასავალი, უამრავი უსიამოვნება და უბედურებები ელოდებათ.
არც ისე ცნობილი იტალიელი რეჟისორი ჩამოდის რუსეთში, იმისათვის რომ გადაიღოს ფილმი ცეკვაზე, სწორედ აქ კი მას ახალგაზრდა მოცეკვავე გოგონა შეუყვარდება.
პიტერი ერთი და იგივე სიზმარს ხედავს, რომელშიც იგი მუდმივად კარგავს ოჯახს. ერთხელ სიზმარი თითქმის ახდება, დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოვლენ, რომლებიც სიკვდილს, განადგურებასა და შიშს თესავენ. ოჯახის გადარჩენის მცდელობისას პიტერი საკუთარ თავში მოულოდნელ ძალას აღმოაჩენს.
ამბავი ორი გოგონას შესახებ, რომელიც ერთ საბედისწერო დღის შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მათი ურთიერთობა მას შემდეგ იცვლება რაც მათ ერთი კაცი შეუყვარდებათ, სწორედ ამ დღის შემდეგ ისინი ერთმანეთის მტრები გახდებიან.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
ლტოლვილებისა და ემიგრანტების ძალიან მძიმე ისტორია, რომლებმაც საკუთარი სამშობლო დატოვეს სხვადასხვა მიზეზთა გამო.
ახალგაზრდა ქალი, სრულიად შემთხვევით შეესწრება მკვლელობას, რომელიც მის ცხოვრებას სრულიად თავდაყირა დააყენებს. ის იძულებული გაიქცეს და გადაირჩინოს თავი მკვლელისგან.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება თითქოს დალაგებულია და მას ყველაფერი აქვს, მაგრამ ერთი მოულოდნელი ცოხვრება მის ცხოვრებას სრულიად შეცვლის.
ახალგაზრდა ომიდან სახლისკენ ბრუნდება, სრულიად შემთხვევით კი მატარებელში გაიცნობს ლამაზ გოგონას, რომელიც ცოლიანი კაცისგან შვილს ელოდება.
მათ ერთმანეთი პატარაობისას შეუყვარდათ, როდესაც ბიჭი საცხოვრებლად იმ ქალაქში გადავიდა, სადაც კატია ცხოვრობდა. მაგრამ მძიმე ტრაგედიამ ისინი დააშორა.
უბედური შემთხვევის გამო, ქალი ციხეში ხვდება და იძულებულია ამ ფაქტს შეეგუოს. ის ცდილობს ციხეში დაამყაროს საკუთარი სამართლიანობა და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
მოქმედება 1958 წელს ხდება, სადაც კრიმინალი მამკაცი შეყვარებულია თავის ულამაზეს ცოლზე და მისგან ორი შვილი ჰყავს. ის აპირებს რომ საუკუნის ძარცვაზე წავიდეს, რათა დარჩენილი ცხოვრება ფუფუნებაში გაატაროს.
ფილმი მოგვითხრობს შერიფზე, რომელსაც გაუშვებენ კანადის მთებში. სადაც, პატარა ქალაქში საიდუმლო ნავთობის ქარხანაა. შერიფს ოჯახის წევრს მოუკლავენ, რის გამოც ის შურისძიებას გადაწყვეტს.
სერიალი მოგვითხრობს მშობლების ბავშვებისა და შვილიშვილების ისტორიაზე. მთავარი გმირების ბედი სხვადასხვაგვარად წარიმართება. დიდი ტრაგედიის შემდეგ - ღვიძლი შვილის სოჰანის დაღუპვის შემდეგ, მანავა და არჩანი გადაწყვეტს ბავშვი აიყვანონ. ისინი იშვილებენ გოგონას, რომელსაც ორვი ჰქვია
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
ლენი და ამანდა ზრუნავენ ნაშვილებ მაქსზე, რომელიც ძალიან ჭკვიანი მოზარდია. ლენი გადაწყვეტს მოძებნოს მაქსის ნამდვილი მშობლები, რადგან თვლის რომ ისინიც ძალიან კარგები უნდა იყვნენ. თუმცა მას მოლოდინი უცრუვდება, როცა იპოვის ლინდას, მაქსის დედას, რომელიც პორნო ვარსკვლავია.
ოსკაროსანი ფილმი შეუდარებელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ორი დის – მგრძნობიარე ელინორისა და ვნებიანი მარიანას სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
ასაკში მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავი გაიცნობს ახალგაზრდა ლათინოამერიკელ მოლარე გოგონას, მათ ერთად ბევრი წარმოუდგენელი თავგადასავალის და პრობლემის გადალახვა მოუწევთ.
ორი 9 წლის გოგონა, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ხასიათებით კი ამანდა ცელქი და მოუსვენარი გოგონაა, ელისა კი წყნარი და გაწონასწორებული, ერთი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მეორე კი მდიდარ მამასთან. ერთხელაც გოგონები საზაფხულო ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ.
ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული გამოსაშვებ საღამოზე ჩაშლილი პაემანის შემდეგ, როცა, ახალგაზრდა კაცს კვლავ მიეცა შანსი თავისი ძველი, მეწყვილე გოგონა მოეძებნა. იგი გოგონას სხვა თაყვანისმცემლებს გადაეყრება, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის დეტექტივს, რომელიც მანვე დაიქირავა შეყვარებულის მოსაძებნად.
შეყვარებულ წყვილი და ქალი ცდილობენ როგორმე გაფრიდნენ პარიზში, მაგრამ მოგზაურობის დროს ძალიან დიდი საფრთხეში აღმოჩნდება ქალი.
სამი ახალგაზრდა გადაწყვეტს ყალბი გატაცების ორგანიზებას.თუმცა ყველაფერი არასწორად წარიმართება, რადგან ნამდვილი ბანკის ძარცვა უკვე დაგეგმილი იყო ორი ტიპის მიერ.
სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება... და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება.
ანჟელა ბენეტი ცხოვრობს კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში. მისი არსებობის ყველა ასპექტი ციფრებშია გადაყვანილი და კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაშია შეტანილი.