ორ ძმას ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ამის გამო ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. სწორედ ამიტომ, მამამ გარდაცვალებამდე დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა შერიგდნენ და აღადგინონ ძველი ურთიერთობა.
ანაბელის წყევლა გრძელდება, ამჯერად მას უკვე ერთი სახლის სხვენში აქვს ბინა და მის მაცხოვრებლებს ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰპირდება.
რამდენიმე მდიდარი იტალიური  ოჯახი იბრძვის იმისათვის რომ მოიპოვონ პატივისცემა და გამოჩნდნენ სხვა ოჯახებთან შედარებით უფრო პატივსაცემები.
მამა ცოლთან ნაჩხუბარია და სურს შემოირიგოს, მას ამისთვის ცოლი და ორი შვილი დასასვენებლად მიჰყავს, მაგრამ ეს დასვენება ნამდვილს საგიჟეთად იქცევა და ყველაფერი სხვანაირად წავა.
უშიშარმა მკვლევერმა გადაწყვიტა მიეგნო არსებისთვის, რომელზეც მხოლოდ ლეგენდები დადიოდა და მას მისი არსებობის სჯეროდა. ის დაიწყებს ძებნას და საოცარ აღმოჩენასაც გააკეთებს.
ფრანგ აგენტს ძალიან რთული დავალება აქვს, მართალია ის ძალიან ხიფათიანი და დაბნეულია, მაგრამ ის მაინც მოხერხებულია და მზად არის ებრძოლოს ბოროტებას.
შვიდი სამეფოს ერთიანი ტახტისთვის და ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში ებმებიან, მეფეები და დედოფლები, რაინდები და ამბოხებულები.
სერიალი ჩერნობილიში ატომური ელექტროსადგურის აფქეთქების შესახებ, რა მოხდა სინამდვილეში და რამ გამოიწვია აფეთქება. სერიალი რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.
ისტორია იწყება წელთაღრიცხვამდე 52 წელს, კეისარი რვაწლიანი ომის შემდეგ დაიპყრობს გალიას და ემზადება რომში დასაბრუნებლად. რომში კი ბევრი ადამიანი მის დაბრუნებას შიშით ელოდება.
განსხვავებული შეხედულება მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე. ქალზე რომელიც იყო ფემინისტი და პიონერი.
დეიმონი და ანა არიან სერიული მკვლელის ქალიშვილი და ვაჟიშვილი. მათ საკუთარი დამოკიდებულება აქვთ სამყაროს მიმართ და ეს ძალიან საშიშია ყველასთვის.
სერიალი მოგვითხრობს რაგნარის ვიკინგების რაზმზე. ის აჯანყდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ვიკინგების მეფე. ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ის ოდინის (ომის და მეომრების ღმერთის) პირდაპირი შთამომავალია.
სერიალი მოგვითხრობს ორი ბავშობის ძმაკაცზე, რომელებსაც ერთი გოგო უყვართ. სამწუხაროდ, მათ მძიმე ცხოვრება შეხვდებათ და ერთ-ერთ მათგანს საბრძოლველად მოუწევს წასვლა ავღანეთში.
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც არსებობს ერთი ადგილი სადაც ქალთევზები ცხოვრობენ. მათ შორის კი არის ერთი მწვანეთვალება გოგონა, რომელიც ბევრს სიკვდილს მოუტანს.
ახალგაზრდა ქალი, საკუთარ დაბადების ადგილზე ბრუნდება, სადაც ის თავის დას უნდა დაეხმაროს. მას იქ ხვდებიან ძველი ნაცნობი სახეები, რომლებმაც მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
როზაჩკა არის ტროლების დედოფალი და მას ბევრი მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს მსაქსიმალურად მხიარულად გაატაროს დრო თავის მეგობრებთან ერთად, რაც ძალიან კარგად გამოსდის.
ასტრონავტი და მისი მეგობარი, რომელსაც საოცარი უნარები აქვს გადაწყვეტენ რომ კოსმოსში იმოგზაურონ და მრავალი დაბრკოლება გადალახონ.
ეს არის სერიალი, რომელსაც აქვს ორი განსხვავებული სტილი -ერთი, კლასიკური სიტუაციური კომედიისა და მარველის კინოსამყაროს ნაზავია, რომელშიც ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი - ორი ზებუნებრივი ძალის მქონე არსება, რომლებიც წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს, დაფიქრდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ლონდონის ქუჩების ქვეშ, ბნელი საიდუმლო იმალება. მიტოვებულ გვირაბებში უკანონო კლინიკაა გახსნილი. სადაც დანიელი ქირურგია, რომელიც პირადი ტრაგედიის გამო იძულებულია უმკურნალოს ყველას, ვინც სამედიცინო დახმარებისათვის საფასურის გადახდას მოისურვებს.
ძალიან სახალისო და სასაცილო ანიმაცია  ქრუდსების ოჯახი. ისინი პირველი ადამიანები არიან და შეიცნობენ უცნაურ სამყაროს
ნიუ-იორკელი მემანქანე ტეს მაკ-გილი თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს. მაგრამ წარმატების მიღწევისთვის მას ჩაცმის, დავარცხნისა და ურთიერთობის კულტურა არ ჰყოფნის.
ცნობილი გამომძიებელი და სამუშაოდ ნიუ იორკში გადადის, სადაც მას ბევრი თავსატეხი და გამოცანა ელოდება. ის მზადაა ყველაფერი გამოიძიოს თავისი უნიკალური ნიჭის დახმარებით.
სამი მეგობარი, რომლებიც დედები არიან ერთმანეთთან ერთი მკვლელობით არიან დაკავშირებული და ამის გამო მათი ცხოვრება სულ ტყუილებით არის სხავს.
უსაქმური ადამიანები, რომლების მთავარი საზრუნავი გართობა და მარიხუანის მოწევაა. მათ ცხოვრება თითქმის ერთფეროვანი და ბინძურია.
სტუდენტები დასასვენებლად და განსატვირთათ ქალაქგარეთ გადიანა. ისინი პირველივე დღეს ხვდებიან ფერმერებს, რომლებიც ბოროტები ჰგონიათ და მათ შორის დიდი დაძაბულობა დაიწყება.
ფილმის სიუჟეტი გვიჩვენებს მკვლელობას, რომელიც ვნების საფუძველზე მოხდა. ცნობილი კინორეჟისორის ახალგაზრდა საყვარელი კლავს მეტოქეს.
იაპონიის ელჩი მარსელში, ქალაქის კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიციის მუშაობას უნდა დააკვირდეს. ამ სტუმრობის დროს მას იაკუძას დაჯგუფება გაიტაცებს. ახალგაზრდა ოფიცერი ემილიენი ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ აღადგინოს მათი განყოფილების ღირსება და გადაარჩინოს ელჩი და ოფიცერი პეტრა (მისი მეგობარი გოგონა), რომელიც ასევე იაკუძას მიერ არის მოტაცებული. ისევ და ისევ იგი დასახმარებლად სიჩქარეზე გაგიჟებულ, ტაქსისტ დენიელს იძახებს.
ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები - ჯარისკაცებისათვის, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან, სამყარო კარგავს მნიშვნელობას და ბრძოლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავისა და მეგობრების სიცოცხლის გადარჩენა ხდება.