ვის არ შეხვდები მოსკოვის რესტორნებში! თქვენ ფიქრობთ - ადამიანები მოდიან აქ, რათა დატკბნენ გემრიელი საჭმელით ან არომატული ყავით, სიგარეტით? სულაც არა.
ორი პოპულარული თინეიჯერი, რომლებსაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებთ, აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება, ოჯახები და მეგობარი გოგონები სრულიად შეიცვალნენ, მეჩვიდმეტე დაბადებისდღის წვეულების ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
ჟან გაბენის სიტყვაძვირი და უშიშარი გმირი ყოფილ დამნაშავეებს ეხმარება. ამჯერად მისი დახმარების ობიექტი ჯუნოა, რომელსაც ის არაერთხელ დაეხმარა. მაგრამ მას პოლიციაში დაუმარცხებელი მტერი დარჩა, რომელიც გასაქანს არ მისცემს.
მშვენიერ დამნაშავეს პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას მეორე შანსი ეძლევა - გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელსაც მთავრობა გააკონტროლებს.
ერთი არაფრით გამორჩეული წყვილი ფილი და კლერი შიშობენ, რომ მათ ურთიერთობას რუტინა აუფერულებს. საღამოს ყოველკვირეულ შეხვედრისას წყვილი დაუფიქრებლად მოიპარავს ვახშმის მოსაწვევს, რის გამოც სხვა პირებად გაასაღებენ თავს.
საყვარელი მეუღლის დაკარგვის შემდეგ, ჯონატენი გადაწყვიტავს ახალი ცხოვრება დაიწყოს. ის ახალ სახლში გადადის, წყვეტს მეგობრებთან ურთიერთობას. მაგრამ ერთხელ უცნაურ კასეტას მიიღებს.
იური ორლოვი მოგზაური იარაღით მოვაჭრეა. ყველაზე სახიფათო საომარი ზონების გავლით, იური ახერხებს ერთი ნაბიჯით წინ გაუსწროს ინტერპოლის აგენტს, მის მეტოქეებს, ზოგიერთ მის კლიენტსაც კი, რომელთა რიგებში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორები შედიან.
ჩარლი ჩაპლინი ორ პერსონაჟს ასრულებს ფილმში, ებრაელი დალაქის და დიდი დიქტატორის ჰინკელის (იგივე ადოლფ ჰიტლერი). ფილმი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ჩაპლინის გენიას.
ეს ტრივიალური კომედია, ამერიკული ცხოვრების სტილის უხეში კრიტიკაა. ბად ბაქსტერი ნიუ -იორკის მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რიგითი, მორცხვი აგენტია, რომელიც კარიერაში წინ წასაწევად თავის უფროსს ბინის გასაღებსაც კი ანდობს, ქალებთან გართობის მიზნით.
მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის, თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა...
ბალტოს და მის შვილს დიდი მოგზაურობა ელით. საქმე იმაშია, რომ ციგებს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ, უცნაური მოწყობილობა ავიწროვებს.
1850 წელი, კალიფორნიის მოსახლეობა შეერთებულ შტატებში შესვლის საკითხს წყვეტს.
ბოროტ დედოფალს სურს მდიდარ და სიმპათიურ პრინცს გაყვეს ცოლად რადგან ფიქრობს, რომ ამით მის ფინანსური პრობლემებს მოაგვარებს. ახლა მხოლოდ ერთი დაბრკოლებაა, ეს კი პრინცი ულამაზეს ფიფქიაშია შეყვარებული.
ჯონსების სანიმუშო ოჯახი პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად და მალევე ხდება ყველას კუმირი. მაგრამ სინამდვილეში ჯონსები მეუღლეები არ არიან, არც მათი შვილები არიან ნამდვილი.
ჯულია ჩაილდი და ჯული პაუელი - ორივე მათგანი წერდა მოგონებებს საკუთარ ცხოვრებაზე. ისინი დროში და სივრცეში არიან დაცილებული, ორივე გარკვეული ცვლილების წინაშეა.
შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა, რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის.
ელისი მისი ინჟინერი ქმრის დასახსნელად, რომელიც ანტი-სამთავრობო დაჯგუფებამ სამხრეთ ამერიკაში გაიტაცა, პროფესიონალ შუამავალს დაიქირავებს...
ბრიტანული ჯაშუშური კომედია, ძალიან სახალისო პაროდია ჯეიმს ბონდზე.
ჩრდილოეთ ფლორიდის პლანტაციაზე დაბადებული რეი ჩარლზი 7 წლის ასაკში დაბრმავდა. თავისუფლების მოყვარე დედამ მას შთააგონა, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა უნდა ეპოვნა.
როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად კიმბერლი უოლასს, მაღალი წრის ქალს ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი , ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლის მიმართ წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.
საშინელი საზღვაო კატასტროფის შემდეგ, ახალგაზრდები უკაცრიელ კუნძულზე მარტო აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მათ ახალგაზრდა გულებში ლამაზი სიყვარული აღმოცენდა.
ისტორია ობოლ და-ძმზე, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითადება. ტოკიოს დაბომბვის შედეგად იაპონიის სოფელში ბავშვების ბრძოლა შიმშილთან, სიძნელეებთან, სიამაყესთან და საკუთარ თავთან.
ძარცვის დროს შექმნილი შეფერხებები პოლიციის ინფორმატორის არსებობაზე მიუთითებს, რის გამოც საწყობში სადაც ისინი არიან დაძაბულობა მატულობს. დანაშაული ძალადობას წარმოქმნის. გადარჩენილები: ვეტერანი მისტერ უაიტი, ახალბედა მისტერ ორენჯი, ფსიქოპატი მისტერ ბლონდი, მისტერ პინკი და სასიამოვნო ახალგაზრდა ედი - მათგან ერთერთი ამოსაცნობია.
სარა კოლეჯში ხვდება, საერთო საცხოვრებელში კი ის გაიცნობს თავის ოთახის მეზობელს რებეკას. გოგონები მეგობრები ხდებიან.
ბავშვობაში ებრაელი ბიჭი სახელად დენი ბალინტი გააგდეს რელიგიური სკოლიდან
გულუბრყვილო მეძავი მამაკაცი და მისი ძალიან ახლო მეგობარი, ნიუ-იორკის ქუჩებში გადარჩენისათვის იბრძვიან.
ჰილსაიდი, ერთი ლამაზი პატარა ქალაქია სადღაც ამერიკაში. ვიღაცას ის შეიძლება ამერიკული ოცნების ქალაქად მოეჩვენოს. მაგრამ მოზარდმა დინმა მის შესახებ გაცილებით მეტი იცის...