გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვეტენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ.
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო.
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება.
ეს ფილმი დაფუძნებულია ერთ-ერთ თამაშზე და მოგვითხრობს უესტის მცდელობაზე, აღმოაჩინოს ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი და ზომბების აპოკალიფსს გადაურჩეს.
ოთხი ახალგაზრდა კაცი რისკიან საქმეს იწყებენ, რის გამოც სერიზულ უთანხმოებაში ხვდებიან ადგილობრივ მაფიასთან.
”შორეული, შორეული” სახელმწიფოს მეფე გარდაიცვალა და ახლა შრეკი და ფიონა უნდა გახდნენ მეფე და დედოფალი. მიუხედავად ამისა, შრეკს სურს დაბრუნდეს თავის მყუდრო ჭაობში და იქ გააგრძელოს წყნარი ცხოვრება.
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც საუბრის შესაძლობლობა დაკარგა. ბავშვობაში მის გამო ოჯახი დაინგრა, ამის შემდეგ გაჩნდა სული, კვერცხის ფორმის, რომელმაც მას საუბრის უნარი დააკარგვინა, რათა მის გამო კვლავ უბედურება არ მომხდარიყო.
წყალქვეშა ქალაქის „ბიკინი ბოტომის“ მოსახლეობა სხვადასხვა ზღვის ბინადარისგან შედგება. მათ შორის სპანჯბობის საუკეთესო მეგობარი, ზღვის ვარსკვლავი სახელად პიტერი, მუდამ გაღიზიანებული კალმარი სკვიდვარდი და ციყვი სახელად სენდი არიან.
1968 წელს ბრიტანელი მოყვარული აფროსანი გადაწყვეტს აიხდინოს ოცნება და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის რბოლაში.
შრეკი გადაიღალა ოჯახური ცხოვრებით და გარიგება დადო ბოროტ რუმპელსტილსკინთან, ისე, რომ შედეგებზე არ დაფიქრებულა.
ბიოგრაფიული ფილმი ცნობილი მსახიობის, ჰიტ ლედჯერის ცხოვრებასა და კარიერაზე.
ახალგაზრდა გოგონა სახელად რობინი გადაწყვეტს ავსტრალიის გადაკვეთას. გზაში მას თან ჰყავს ძაღლი და ოთხი აქლემი.
ედგარ ალან პოს 5 მოთხრობის ადაპტაცია.
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ნიკოლა ტესლასა და მის ურთიერთობას ტომას ედისონთან და ჯეიპი მორგანის ქალიშვილ ამასთან.
ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია.
ფილმი ნამდვილ ამბავზეა, რომელიც აღწერილია ტობიას ვულფის წიგნში.
მაიკს და სალის ურიერთობა მონსტრენის უნივერსიტეტში ყოფნისას, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ საუკეთესო მეგობრები.
1892 წელია. ლიზი ბორდენი მამის მკაცრი ზედამხედველობს ქვეშ, მორჩილად ცხოვრობს. მონათესავე სულის პოვნის შემდეგ, მეგობრობა მალევე საიდუმლო რომანში გადაიზრდება, თუმცა ბორდენების სახლში გამეფებული დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულს აღწევს და ყველაფერი ძალადობრივ დაშორებამდე მიდის.
დევიდ ეტენბორო წარმოგვიდგენს დოკუმენტურ სერიალს თუ როგორ იქცევიან ცხოველები გადარჩენისათვის ბრძოლისას.
ახალგაზრდა კოლინ კლარკი, სტუდენტი კინორეჟისურის ფაკულტეტის, ცდილობს ჩაერთოს გადაღების პროცესში. ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროს და სერ ლოურენს ოლივიეს მუშაობა ფილმზე
ავაზაკთა კავშირს, ზღაპრული სამყაროს დაპყრობის იმედი აქვს. მაგრამ როდესაც ელა ხვდება, რომ დედინაცვალს მისი ზღაპარული ცხოვრების დასრულება განუზრახავს, იგი ვითარებას დრამატულად შემოატრიალებს და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერად იქცევა.
ფილმი მოგვითხრობს დიეგო მარადონას ცხოვრების შესახებ. ქრონოლოგიური პრინციპი არაა დაცული. ცალკეა გაშუქებული ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, ოჯახი, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, პოლიტიკური თვალსაზრისი და სხვა დეტალები.
მას შემდეგ რაც, ჯონ სმიტის სიკვდილის შესახებ ამერიკაში იგებენ, პოკაჰონტასი თავის მეგობართან მიკოსთან ერთად მიემართება ლონდონში, რათა ჩამოაგდოს მშვიდობა ორ ერს შორის.
სურათის მოვლენები სისხლისმღვრელ ბრძოლაზე ფერმოპილებთან 480 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომელშიც სამასი მამაცი სპარტელი თავის მეფი ლეონიდის მეთაურობის ქვეშ გზა გადაუჭრეს მრავალათასიან ჯარს პერსის მეფეს ქსექსს.
ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რომ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ.
ველაზე ცნობილი პორნო მსახიობი ლინდა ლავლეისის ბიოგრაფია. ასეთი დიდების მოსაპოვებლად, მას მოუწია მხოლოდ ერთ ფილმში თამაში.
ალკოჰოლიკი მშობელები, საგულდაგულოდ მოფიქრებული მაქინაციებით, ცდილობენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, როგორმე დაუმალონ ქალიშვილს და ნაცნობების წრეს ფინანსური პრობლემები.
ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი შეწუხებულია ხელმძღვანელი უფროსი ოფიცერის ქცევებით, რაც საბოლოოდ მორალური დილემის წინაშე აყენებს მას.