ახალგაზრდა გამუდმებით ცდილობს ბავშვობის მოგონებები როგორმე აღიდგინოს. ის მიაგნებს გზას, რომლის დახმარებითაც წარსულში გადადის და კვლავ ბავშვია, მას შეუძლია მოვლენების განვითარება შეცვალოს, მაგრამ მალე იგი ხვდება, რომ ყველა ამ ცვლილებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვება.
ქალი, რომელიც საკმაოდ ძლიერი აგენტია, ის იყენებს განსაკუთრებულ ტექნელოგიას, რომლის წყალობითაც მას შეუძლია ტვინის გადანერგვა სხვა სხეულში და ამას თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს.
ასტრონავტი 2029 წელს ხვდება ამოუცნობ პლანეტაზე, სადაც მოლაპარაკე მაიმუნები ცხოვრობენ და ადამიანების რასაზე ბატონობენ.
მაგიური საგანი, რომელსაც გოგონა იპოვის საიდუმლო ძალის მქონე აღმოჩნდება. ამ საგანს შეუძლია გოგონა პარალელურ სამყაროში ამოგზაუროს.
დედამიწაზე სუნთქვა შეუძლებელი გახდება, რის გამოც ითენი იძულებული ხდევა მომავლის სამყაროში გაემგზავროს. მისი მოგზაურობა ბევრ საფრთხეს შეიცავს, მაგრამ მას სხვა გზა არ აქვს.
საბჭოთა კოსმონავტმა და გმირმა საკუთარ სხეულში ჩაბუდებული ამოუცნობი არსება ჩამოიყვანა დედამიწაზე. ეს ყველაფერი კი მას ძალიან ძვირად დაუჯდა.
დოქტორი ემა თავის გუნდთან ერთად უკვე მესამე ზაფხულს ატარებს კუნძულზე და სწავლობენ კლიმატის ცვლილების შედეგებს დიდ თეთრ ზვიგენებზე.
სტუდენტთა ჯგუფი ცოტა სარისკო გადაწყვეტილებას იღებს და იდუმალი გამოქვაბულში შედის, იქ შესულები კი აღმოაჩენენ, რომ დრო აქ სხვაგვარად მიედინება.
ახალგაზრდა მეცნიერს რომელიც NASA -ს კვლევითი ლაბორატორიაში მუშაობს, უცხოპლანეტელები გაიტაცებენ. რმაგრამ მის ისტორიას არავინ დაიჯერებს, თუმცა ყველაფერი ზუსტად ამ დროს იწყება.
ახალგაზრდა ქალი, ყოველთვის ოცნებობდა საბავშვო მწერლობაზე, მაგრამ მისი ცხოვრება სულ სხვანაირად განვითარდა.
ამბავი ვიკინგი ბავშვების შესახებ, რომლებიც მოგზაურობას შეუდგებიან მიდგარდიდან ვალჰალასკენ.
მოქმედება ხდება არქტიკაში და მთავარი პრესონაჟები კი მკვლევართა ჯგუფია, რომლებსაც პარაზიტი–მკვლელი დაესხმება თავს.
დედამიწის ზედაპირი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ამიტომაც მოსახლეობის უმეტესობა იძულებულია ღრუბლებს ზემოთ იცხოვროს, თუმცა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მაინც ახერხებს ლანდშაპტზე დაბრუნებას, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება საჭირო საგნების პოვნა.
ახალგაზრდა ქალის ცხოვრება თავდაყირა მას შემდეგ დადგება, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება უჩინარი მამაკაცი. კაცი რომელსაც მხოლოდ ქალი ამჩნევს, დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდება მისთვის.
მამა შეშინებულია გარე სამყაროთი და თავის უშიშარ 7 წლის ქალიშვილს სახლში გამოკეტავს, მაგრამ ბავშვს ეს ძალიან არ მოსწონს და გარბის.
რუსეთში სრული პანიკაა, კერძოდ კი მოსკოვში ეპიდემია მძვინვარებს. მთელი მოსახლეობა შოკირებულია და საკვებს დაეძებს, ქალაქი კი მკვდარი ადამიანებითაა სავსე.
ძალიან წვრილმანი დანაშაულის გამო მამაკაცი, რომელიც განსკუთრებულად დიდ ძალას ფლობს გადაწყვეტს დაუპირისპირდეს პოლიციას და ნამდვილი აურზაური მოაწყოს.
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც არსებობს ერთი ადგილი სადაც ქალთევზები ცხოვრობენ. მათ შორის კი არის ერთი მწვანეთვალება გოგონა, რომელიც ბევრს სიკვდილს მოუტანს.
ეს არის სერიალი, რომელსაც აქვს ორი განსხვავებული სტილი -ერთი, კლასიკური სიტუაციური კომედიისა და მარველის კინოსამყაროს ნაზავია, რომელშიც ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი - ორი ზებუნებრივი ძალის მქონე არსება, რომლებიც წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს, დაფიქრდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
დედამიწაზე გიგანტური არსება გამოჩნდა, რომელიც მთლიანად დედამიწას დიდ საფრთხეს უმზადებს. მან გაანადგურა ქალაქები და შეიწირა უამრავი ადამიანი, ამიტომაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო მზადაა ის როგორმე გაანადგუროს.
საფრანგეთში სრული განუკითხაობა და დიდი უმუშევრობაა, ხალხი ამას ვერ ეგუება და ემზადება ერთი დიდი რევოლუციისთვის. ამ ყველაფერს კი მთავრობა უცნაური ხერხით ებრძვის, რომელიც თავსი მხრივ ამართლებს კიდეც.
ქმრისგან დაღლილი ცოლი გადაწყვეტს ძველი მეგობრის დახმარებეით ქმარის სიკვდილი გაითამაშოს და ამიტომაც ის ძველ მეგობართან ჩავა თავის ქმართან ერთად, სადანც ის ქმრის მკვლელობას ცდილობს.
ეს არის მტაცებელი ქალაქები, რომელიც რაღაც მკვლელ ძრავებზე დგას, რომლებიც მოძრაობენ და ყველა შემხვედრს ანადგურებენ. მათი შეჩერება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
კიანუ რივზი კიდევ ერთ შესანიშნავ ფილმში. მსახიობი ამ ფილმში მეცნიერის როლს თამაშობს, რომელიც ცდილობს დაღუპული ცოლის და შვილების ტვინები აღადგინოს და ის რობოტებს ჩაუნერგოს.
ექსტრემალი შემთხვევით იპოვის რკინის ძაღლს, რომელსაც ინტელექტი გააჩნია და ბევრი რამის გარჩევა შეუძლია, მაგრამ მისი შემქმნელი თვლის რომ ის საფრთხეს შეიცავს ადამიანებისთვის და ამიტომაც მთავრობა მის დაჭერას და განადგურებას გადაწყვეტს.
თინეიჯერებს განასკუთრებული ძალები აღმოაჩნდებათ, რომელიც ყველასთვის საშიშია, ამიტომ მთავრობა მათ იზოლირებას გადაწყვეტს. მაგრამ ყველაფერი სხვანაირად განვითარდება და ეს თინეიჯერები გაქცევას გადაწყვეტენ.
მას თავში აქვს სპეციალური ჩიპი, რომლის წაყალობითაც შეუძლია გაიგოს ნებისმიერი ადამიანის მონაცემებ მხოლოდ ერთი შეხედვით. მაგრამ მან უნდა მოკლას ყველა ანონიმი, რომლის ვინაობასაც ის ვერ დაადგენს.
მეტეოროლოგი, ოკეანის გადაცურვისას, წააწყდება უცნობ კუნძულს სადაც მხოლოდ ერთი შუქურის გუშაგი ადამიანია. ნელნელა კი კუნძულზე სენსაციურ აღმოჩენას გააკეთებს.