ფილმში ასახულია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენები - ჯარისკაცებისათვის, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან, სამყარო კარგავს მნიშვნელობას და ბრძოლის მიზანი მხოლოდ საკუთარი თავისა და მეგობრების სიცოცხლის გადარჩენა ხდება.
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ ავსტრალიაში ვითარდება. ინგლისელი არისტოკრატი ქალი,რომელიც მემკვიდრეობით რანჩოს მიიღებს, ერთერთ ადგილობრივ ფერმერს მისი საკუთრების დასაცავად დაიქირავებს. ფერმერი ქალს ნახირის გადაყვანაში უნდა დაეხმაროს და სწორედ ამ დროს, ისინი იაპონელების მიერ განხორციელებულ დაბომბვაში მოყვებიან.
ინდოეთის ერთ-ერთ სასტუმროში ტერორისტები შეიჭრებიან, სადაც უამრავ ადამიანს დახოცავენ და ასევე ძალიან ბევრ ადამიანს მძევლად აიყვანენ. პოლიცია ამ შემთხვევისთვის მზად არ არის და ამიტომ მსხვერპლი ყოველწუთას იზრდება.
ლეგენდარული თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.
გამოცდილი და ძლიერი თურქი სპეცრაზმელების გუნდი ერაყში ძალიან ოპოზიციონერი ჟურნალისტის გადასარჩენად  მიდის, რომელიც ასევე არმიის კრიტიკითაა ცნობილი, მაგრამ მთავარი მისი სიცოცხლეა.
ეს არის ფილმი ისტორიული მოვლენის შესახებ, სულტანი მეჰმედ მეორის მიერ კონსტანტინო პოლის დაბყრობის ისტორიაზე
ეს ამბავი, 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა. ამერიკის ტყუპ ცათამბჯენებზე თავდასხმის შემდეგ, ამოირჩიეს 12 ძლიერი ჯარისკაცი, რომლებსაც მიეცად დავალება რომ გაენადგურებინათ ტერორისტები.
ფილმში, ამერიკის შეერტებული შტატების მებრძოლი, ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან ოჯახს უბრუნდება. მაგრამ აქ ყველაფერი არ მთავრდება, ჯარისკაცი საშინელ მოგონებებს ომიდან ვერ უმკლავდება და მისი ყოველდღიური ცხოვრება უფროდაუფრო რთული ხდება.
გერმანელი-ებრაელი ბიზნესმიენი საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. მეორე მსოფლიო ომია, მისი ოჯახი საფრთხეშია, მაგრამ ოჯახის გადასარჩენად ის იძულებულია დათმოს თავისი ბიზნესი.
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.
ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის, მერი ქოლვინის შესახებ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან საომარ ვითარებას აშუქებს.
გერმანია, იენა, 1944 წელი. თეთრკანიანი გერმანელი დედისა და შავკანიანი აფრიკელი მამის 15 წლის ქალიშვილი „ახალგაზრდა ჰიტლერელების“ წევრს, ლუდს, შეხვდება, რომლის მამაც ცნობილი ნაცისტი სამხედროა. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მათი კავშირი ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება.
სურათის მოვლენები სისხლისმღვრელ ბრძოლაზე ფერმოპილებთან 480 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომელშიც სამასი მამაცი სპარტელი თავის მეფი ლეონიდის მეთაურობის ქვეშ გზა გადაუჭრეს მრავალათასიან ჯარს პერსის მეფეს ქსექსს.
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს რეაბილიტაციისათვის.
ჟურნალისტი მოგვითხრობს ომის პერიოდზე, ავღანეთში და პაკისტანში.
ჩარლი ჩაპლინი ორ პერსონაჟს ასრულებს ფილმში, ებრაელი დალაქის და დიდი დიქტატორის ჰინკელის (იგივე ადოლფ ჰიტლერი). ფილმი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ჩაპლინის გენიას.