ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი იუჯინი ბლიუზის გიტარისტობაზე ოცნებობს.ერთადერთი, ვინც მას ამაში დაეხმარება ,ბლიუზის ლეგენდა ვილი ბრაუნია. იუჯინი ძველი გიტარისტის გეგმის ნაწილად იქცევა, რომლის მიზანია ეშმაკისათვის ოდესღაც მიყიდული სულის დაბრუნება.
ქალთა ჟურნალის რედაქტორი მეგი პრესკოტი და მისი წამყვანი ფოტოგრაფი დიკ ეივერი, ჟურნალის ყდისთვის ახალ სახეს ეძებენ, რომელიც მოდის სამყაროს გადაატრიალებს. მათ უნდათ, რომ სამყაროს აჩვენონ ქალი, როგორც ინტელექტუალი, რომელმაც წიგნების კითხვაც იცის. ისინი ფოტოსესიისთვის წიგნების მაღაზიაში მიდიან, სადაც გამყიდველ ჯოს ხვდებიან.
რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.
ლეგენდარული შემსრულებელი ჯუდი გარლენდი 1968 წლის ზამთარში ჩამოდის ლონდონში, კონცერტების ჩასატარებლად.
რობი – თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკოსია, საქმე კი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაა. მისი დღეები ერთფეროვნად და წყნარად გადიან. მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრება გადატრიალდება: საყვარელი გოგონა სხვასთან წავიდა! ახლა მელომანს მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადატრიალოს, მან ხომ სადღაც შეცდომა დაუშვა.
დუბლინელი გიტარისტი,მომღერალი და კომპოზიტორი დღისით მამამისის მაღაზიაში მუშაობდა და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენდა, ღამე კი დუბლინის ქუჩებში მღეროდა და უკრავდა. ჩეხი გოგო პიანინოზე უკრავდა და დღისით სხვადასხვა სამსახურებს იცვლიდა, ღამით კი დედას და ქალიშვილს უვლიდა.
ახალგაზრდა გოგონა გადაწყვეტს რომ სამუშაოდ წავიდეს ბანაკში, სადაც მხოლოდ მდიდარი ადამიანების შვილები არიან. იქ კი მას ბევრი შიში დაძლევა მოუწევს, რათა საკუთარი ოცნება აისრულოს.
ზაფხულში ზღვის სანაპიროზე, დენი ზუკო არდადეგებზე მყოფ სენდი ოლსონს შეხვდა მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ.
მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შესახებ. ეს ფილმი მოგვითხრობს ჯონის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე - დაბადებიდან 50-იან წლებამდე, როდესაც ჩამოყალიბდა პირველი მუსიკალური კოლექტივი მისი მონაწილეობით - ჯგუფი
ავტობიოგრაფიული ფილმი 15 წლის ბიჭის შესახებ, რომლელსაც დავალებული ჰქონდა თვალი ედევნებინა ცნობილი როკ-ბენდის გასტროლებისთვის იმისთვის, რომ შემდეგ როლინგ სტოუნის ჟურნალისთვის შეეგროვებინა ინფრომაციული მასალა.
60-იან წლებში ორი ახალგაზრდის სიყვარულზე პოპ მუსიკის მიმართ. აქ აღწერილია, როგორ დაიპყრო დიჯეების ჯგუფმა მთელი ბრიტანეთი. ისინი უკრავდნენ მუსიკას, რომელიც მთელი თაობისათვის განმსაზღველი გახდა. ისინი დაუპირისპირდნენ მთავრობას, რომელიც უპირატესობას ჯაზს ანიჭებდა.