ერთი ბიჭი, რომელსაც მშობლები არ ჰყავს და ცუდი ყოფაქცევისაა, უნდა გააშვილონ ვინმეზე. მას იშვილებს ერთი ოჯახი, რომელიც ტყისპირას ცხოვრობს. ამ ოჯახში მხოლოდ ქალს უნდა შვილი და ქმარი უარზეა. ისინი მაინც იშვილებენ და სწორედ აქედან დაიწყება თავგადასავალი
დღესასწაული ახლოვდება, მაგრამ სლოანს და ჯეკსონს არ ჰყავთ ახლობლები გვერდით, მაგრამ ისინი მოიფიქრებენ მარტივ გამოსავალს, თუ როგორ გაატარონ დაუვიწყარი დღესასწაული.
ფილმი მოგვითხრობს 2 მასწავლებელზე, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. სტუდენტები გადაწყვეტენ მასწავლებლები ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყონ და მათშორის ბრძოლა გააჩაღონ, ეს კი მათ გამოსდით და მასწავლებლები ერთმანეთს ჩხუბში გამოიწვევენ...
ისინი დედაბი არიან და გართობისთვის ვერასდროს იცლიან, მაგრამ ერთ დღეს გადაწყვეტენ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთონ და მაქსიმალურად გაერთნონ
3 მეგობარი გადაწყვეტს წავიდნენ დასასვენებლად ტაილანდში, სადაც ისინი ნამდვილ გაუგებრობაში აღმოჩნდებიან და ძალიან სასაცილო სიტუაციებშიც მოხვდებიან...
ხუთი მეგობარი გადაწყვეტს წავიდნენ გასართობად ტყეში, თავიდან ყველაფერი მშვენივრად მიდის მაგრამ ცოტახნაში ყველაფერი ძალიან საინტერესო და სასაცილო გახდება.
ორი ლამაზმანი მეგობარი სამოგზაუროდ მიდის, მათ გადაწყვეტილი აქვთ ტროპიკებში წავიდნენ და მოსწყდნენ რეალობას. სამწუხაროდ ისინი უამინდობის გამო ვეღარ მოახერხებენ ტროპიკებში ჩასვლას, მაგრამ გზაში გაიცნობენ მამაკაცს, რომლის გამოც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ოთხი თინეიჯერი მოპარული ფულით წავა დასასვენებლად, სადაც ისინი მთელ ზაფხულს ცეკვა-ჟრიამულში გაატარებენ სანამ ერთდღესაც ციხეში არამოყოფენ თავს.
პატარა ბიჭუნა, რომელიც ოჯახში ყველაზე კარგად იქცევა, მოულოდნელად დიდ საფრხთეში აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც ის მშობლებს სახლში მარტო დარჩებათ.
მარად მარტოსული ლოს-ანჯელესელი ჟურნალისტი ნატალი თავისი სასიყვარულო ცხოვრების მოწყობას გაცნობის აპლიკაციის დახმარებით ცდილობს, სადაც მას ერთი შეხედვით იდეალური ბიჭი ტეგი შეუყვარდება.
ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ერთმანეთს ხვდება და მათ შორის მეგობრული ურთიერთობა იწყება, მამაკაცი ქალებს მარტივად აბავს და მალევე ტოვებს მათ, გოგონას კი პირიქით არ შეუძლია 1 ადამიანზე მეტზე ფიქრი.
როგორც წესი შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა რთულია. წინასწარ გეგმავ თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს თუმცა ყველაფერი უფრო რთულადაა.
სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსი მარა და დილანი კი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს.
ბორატის საინტერესო მოგზაურობა ამერიკაში გრძელდება, ამჯერად ის უკვე მეორეჯერ და ამჯერადაც საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად მიდის.
ახალი წყვილი ურთიერთობის განმსაზღვრელ რთულ პერიოდს გადის, როდესაც ისინი უნებლიედ მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში გაეხვევიან.
ამბავი წყვილზე, რომლებიც იძულებულნი არიან მათ შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, კვლავ ერთჭერკვეშ იცხოვრონ როგორმე. თითოეული მათგანი კი ყველანაირი ხერხით ცდილობს ბინას საბოლოოდ დაეპატრონოს.
ძალიან მდიდარი ბიჭი, ბარში გაიცნობს ღარიბ გოგონას, რომელიც მოეწონება და გამოზნულად წაუიყვანს თავის სახლში, რათა გააცნოს თავის მშობლებს როგორც საცოლეს.
პატარა ბიჭს ჰყავს ძალიან ლამაზი ძიძა, რომელიც საიდუმლოებებითაა მოცული. ერთ დღეს გადაწყვეტს ბიჭუნა გაიგოს რას აკეთებს მისი ძიძა, როცა მას ძინავს და ნამდვილს შოკს გაიგებს
ფრანგი ბიჭი გაიცნობს გოგოს, რომელიც მას შუყვარდება. ამ გოგოს გულის მოსაგებად ის ყველაფრისთვის მზადაა. სინამდვილეში ეს გოგო აღმოჩნდება მარიხუანის რეალიზატორი, რომელიც ამ ბიჭთან ერთად ამსტერდამში ნარკოტიკებისთვის სავაჭროდ წავა.
მეხანძრეები ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს 3 ბავშვს გადაარჩენენ. მანამ სანამ ბავშვებს მშობლები მოაკითხავენ, ისინი იძულებულები არიან ბავშვები თავისთან წაიყვანონ და მოუარონ.
სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული დიასახლისი კონი და მისი საუკეთესო მეგობრი მეოცნებე ვიდეობლოგერ ჯოჯო თავიანთ ჰობს მრავალმილიონიან აფიორად აქცევენ.
მეგობარს დეპრესია აქვს, ამიტომაც მეორე მეგობარი გადაწყვეტს ის წაიყვანოს კრუიზში. იქ წასულები კი მოულოდნელი და ამავდროულად საშინელი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.
იმედგაცრუებული ბავშვი ძალიან გაბრაზებულია თოვლის პაპაზე, ამიტომაც ის დაქირავებულ მკვლელს გზავნის, რათა იმედგაცრუების გამო შური იძიოს.
ბორატი ძალიან წარმატებული და ცნობილი ჟურნალისტია ყაზახეთში, ერთ დღესაც ის გადაწყვეტს რომ წავიდეს ამერიკაში და რეპორტაჟი მოამზადოს.
კომპანია, რომელმაც აღმოაჩინა კანაფის ახალი ჯიში, რომელიც სამედიცინო კანაფად მიიჩნიეს და მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. ისინი თავიაანთ თანამშრომელს გააგზავნიან მექსიკაში, სადაც ის ძალიან ბევრ ხიფათს წააწყდება და გაიტაცებენ კიდეც.
ამერიკის, გამოძიების ფედერალურ ბიუროში, საკმაოდ ბევრი აგენტები ჰყავთ. ყველასთვის გასაოცრად საკმაოდ პროფესიონალი ლამაზი გარეგნობის ქალებიც. ფილმის მთავარ როლსია ულამაზესი გოგონა, რომელიც გარეგნული მშვენიერების გარდა, არაჩვეულებრივად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას და საკმაოდ ჭკვიანიცაა. ის იღებს დავალებას გამოიძიოს ერთ-ერთი საკმაოდ ჩახლართული საქმე. იგი უნდა მოხვდეს კოლეჯის გოგონათა ჯგუფში, რომლებიც არსებული ინფორმაციით საიდუმლო საქმეებით არიან დაკავებული.
ნახევარ ძმები, რომელბმაც ერთმანეთის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც მამა ისინი დაიბარა და სიკვდილის წინ ერთი თხოვნის შესრულება სთხოვა. მათ დიდი მხიარული თავგადასავალი ელით.
წყვილი სამოგზაუროდ და დროის დიდებულად გასატარებლად მიდის, მაგრამ მათთვის გართობა სულ სხვა რამეებთან ასოცირდება. ისინი გაიცნობენ წყვილს, რომლებიც მათ რეალურ გართობას და დროის სასიამოვნოდ გატარებას ასწავლის.