რუშონი უკვე მზადაა თავის მეგობარ გოგოსთან შემდეგი ნაბიჯი გადადგას და ურთიერთობა სხვა დონეზე აიყვანოს. მაგრამ როდესაც ის პაემანზე უთანხმდება ნიკის, გოგო ორმაგ პაემანს სთხოვს და რუშონი იძულებულია მეგობართან ერთად წავიდეს.
სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება... და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება.
სელესტა - სექსუალური უცხოპლანეტელი, საიდუმლო დავალებით, ფიზიკოს სტივ მილეას აცდუნებს და მის გამოკვლევებს მოიპოვებს, რომელშიც პლანეტის გადარჩენის გასაღები ინახება.
მეგობრები დაგეხმარებიან მაშინაც, როცა დახმარება არ მოგითხოვია. როცა ჯეი დი და უეინი მათი მეგობრის დარენ სილვერმანის საშინელი შეცდომის - აუტანელი ლამაზმანის ჯუდითის ცოლად მოყვანის ამბავს შეიტყობენ ისინი მეგობრის შველას გადაწყვეტენ და ამ ამბიციური ქალისგან თავის დაღწევაში ეხამრებიან.
მისტერ ბინი კანში მოგზაურობას იგებს, სადაც იგი მოულოდნელად პატარა ბიჭს მამას დააშორებს.ახლა მან უნდა დააკავშიროს ისინი. პროცესში ის საფრანგეთს აღმოაჩენს.
ალკოჰოლიკი მშობელები, საგულდაგულოდ მოფიქრებული მაქინაციებით, ცდილობენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, როგორმე დაუმალონ ქალიშვილს და ნაცნობების წრეს ფინანსური პრობლემები.
როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ჰარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.
ფილმი მოგვითხრობს ნიუ-იორკელ მხატვარზე ჯონ ჰოლერზე, რომელიც ფეხმძიმე ცოლთან ერთად ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, რადგან დედამისმა სერიოზული ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
ამ რომანტიკულ კომეიდიაში, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა შეუძლია შემთხვევითობას, ერთიდაიგივე ქორწილის ალტერნატიული ვერსიები გათამაშდება, როდესაც ჯეკი ცდილობს თავის უმცროს დას ნამდვილად სრულყოფილი ქორწილი მოუწყოს.
სამ ჟურნალისტს დაავალებენ, რომ აიღონ ინტერვიუ ახალგაზრდა კაცისგან, რომელმაც განათავსა საკმაოდ უცნაური განცხადება: ის ეძებს მეწყვილეს დროში სამოგზაუროდ.
ევან ბაქსტერი, რომელსაც ყოველშემძლე ბრიუსმა ყველანაირი სისულელეების ლაპარაკი აიძულა ახალი ამბების პირდაპირ ეთერში, მიდის ტელევიზიიდან. თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ წინ წავიდა: ის კონგრესმენი გახდა.
ვიაგოს, დიკონის და ვლადისლავის ცხოვრების ამბავი - სამი მეზობელი უკვდავი ვამპირი, რომელიც უბრალოდ ცდილობს გადარჩეს თანამედროვე სამყაროში, სადაც არსებობს სახლის ქირა, ღამის კლუბში ფეისკონტროლი, მომაკვდინებელი მზის შუქი და სხვა პრობლემები.
ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდიხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე.
ყოველ ახალ წელს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ვილი სტოუკი მსხვილ სავაჭრო ცენტრებს ძარცვავს. ამჯერად მისი გეგმები შეცვალა ბავშვმა, რომელსაც სჯერა, რომ ვილი ნამდვილად სანტა კლაუსია.
გაათავისუფლეთ პოდიუმი VH1-ის არხის სამგზის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო მამაკაცი მოდელის, დერეკ ზულენდერისათვის. ზულენდერი შეშფოთდება, როდესაც "მუდამ მიმზიდველი" ჰანსელ სკუტერსი მას წლის ჯილდოს ართმევს.