ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს, მათი საერთო მეგობრები პაემანს მოუწყობენ. სინამდვილეში ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. რამოდენიმე წლის შემდეგ, კი ხდება მძიმე ტრაგედია, რომელსაც საოცარი გაგრძელება მოჰყვება.
ამბავი 30 წლის მამაკაცზე, რომელიც თავის შვილს ყველაფრის უფლებას აძლევს, არანაირი შეზღუდვები. ბავშვს შეუძლია აკეთოს ის რაც მოწონს.
ორი 9 წლის გოგონა, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ხასიათებით კი ამანდა ცელქი და მოუსვენარი გოგონაა, ელისა კი წყნარი და გაწონასწორებული, ერთი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მეორე კი მდიდარ მამასთან. ერთხელაც გოგონები საზაფხულო ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ.
როგორ მოვიშოროთ ეჭვიანი გოგო, მითუმეტეს თუ ის იშვიათი ძუკნაა? მაქსიმმა არ იცის, რადგან მას
ველი, ყოფილი „ქუჩის“ ბავშვია, რომელიც თაღლითობით ირჩენს თავს, რაშიც მისი დედობილი მონიკაც მონაწილეობს. ერთხელაც ამ უჩვეულო პარტნიორებს არ გაუმართლებთ და მონიკას ძველ ნაცნობს, ვიქტორს, გააცურებენ, რომელიც ამჟამად ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. დედა-შვილს სხვა გზა არა აქვთ, თუ არა ორგანიზაციაში მდივანად და აღმზრდელად იმუშაონ, რათა ცოდვები გამოისყიდონ.
რუტინისაგან დაღლილი პრეზიდენტი გადაწყვეტს დასასვენებლად წავიდეს ყირიმში. იგი ხვდება, რომ კოლეგებისაგან თავსი დაღწევა არც ისე ადვილი იქნება, ამიტომ გრიმს გაიკეთებს. იგი შემთხვევით ვალერის დაემსგავსება, რომელიც მევალეებისაგან იმალება.
როდესაც გოგონა გაიგებს სკოლაში გავრცელებულ ჭორს, რომ მან ქალწულობა დაკარგა, ის გადაწყვიტავს ეს მითქმა-მოთქმა თავისი სასარგებლოდ გამოიყენოს.
ზამუნდას ტახტის მემკვიდრე პრინცი ტროპიკულ სამოთხეში ცხოვრობს და მომავალი დედოფლის საძიებლად ამერიკაში,ნიუ-იორკში მიემგზავრება. ერთგული მეგობრისა და მსახურის დახმარებით, ის ჩვეულებრივი ამერიკელების ყოფაში ერთვება და პაემნებზე სიარულს იწყებს.
ბრიტანელი მწერალი ნიუ-იორკში მუშაობს და ცდილობს ელიტარული ჟურნალის სამსახურის გარემოს მოერგოს. ფილმი გადაღებულია ტობი იანგის მემუარების მიხედვით
ელენა და ანტონიო ნამდვილად არ არიან ერთმანეთისთვის შექმნილი. ელენა - ჭკვიანი გოგონაა კარგი ოჯახიდან, ხოლო ანტონიო - უზრდელი გაუნათლებელი მექანიკოსია. ისინი სრულიად განსხვავებულები არიან - ხასიათით, ცხოვრების პრიორიტეტებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გრძნობენ დაუძლეველ ურთიერთ მიზიდულობას და ცდილობენ ამასთან გამკლავებას.
ერთი შეხედვით კლარა ბარონს თითქოს ყველაფერი აქვს: კარგი სამსახური, მშვენიერი სახლი და მოსიყვარულე ოჯახი. მაგრამ კლარას სამწუხაროდ არ ჰყავს შეყვარებული. მექსიკაში ქორწილში წასვლა მას მარტო არ სურს, ამიტომ იგი თანამშრომელს სთხოვს მისი შეყვარებულის როლი ითამაშოს.
პატარა ბიჭები იწყებენ მეგობრობას ქალთან, როომლის დახმარებითაც ცდილობენ ჯობის ფულის შოვნას.
თექვსმეტი წლის სკოტი სახლიდან გაიქცევა გოგონასთან ერთად. განერვიულებული დედა თავის ძველ საყვარლებს დაურეკავს - წამატებულ ადვოკატს ჯეკ ლორენს და წარუმატებელ-დრამატურგს დეილ პატლის - ორივე მათგანს ეტყვის, რომ ზუსტად ისაა სკოტის ნამდვილი მამა.
მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ანტონს საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. მას აღარაფერი ახსოვს. მან უნდა გაანადგუროს ყველა არასასურველი ვიდეო,რათა არ დაინგრეს ანტონის ურთიერთობა მის მეგობარ გოგოსთან.
ახალგაზრდა მამაკაცი გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესში თავის ძმასთან. იქ კი თავის ძმის თანაშემწესთან რომანს გააბავს.
ახალგაზრდა წყვილი მშვიდად და ლაღად ცხოვრობს ფერმაში, რომელიც ინგლისში მდებარეობს. მაგრამ ერთ დღესაც მათი მშვიდი ცხოვრება მთავრდება, როდესაც ახალი ფერმის მეპატრონე გამოუჩნდება.
ამბავი მამაზე, რომელსაც ძალიან უყვარს ტყუილები და პატარა ვაჟიშვილს ყოველთვის რაღაცას ატყუებს. ერთ დღეს კი ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და მამამ პირობა შეასრულოს.
კენფიმ მთელი თავისი ბავშვობის წლები აფრიკაში გაატარა მშობლებთან ერთად და ამიტომ მან კარგად იცის წესები თუ როგორ გადარჩეს.
დეივი ერთი უბრალო თინეიჯერია, რომელიც გაკვირვებულია თუ რატომ არავის არასდროს მოსვლია აზრად ნამდვილი სუპერგმირი გახდეს, ისეთი, როგორიც კომიქსებშია.
საზღვაო ფლოტის ყოფლ სამხედრო მოსამსახურეს უკვე ახალი ფუნქცია აქვს, მან უნდა დაიცვას პლამერების ხუთი შვილი მათი ახალგარდაცვლილი მამის მტრებისგან.
ფილმში მთავარი გმირი სინდია, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, უცხოპლანეტელთა თავდასხმის მოგერიებაში.
ლონდონში საშინელება ხდება, უამრავი მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და ხალხით სავსე ქუჩებს შეესია. ასევე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც მოსახლეობის და თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას.
პარიზის საუკეთესო ფინანსისტს მოუკლავენ მძღოლს. მალევე მოკლავენ ფილიპსაც, რომლის კომპანიის გენერალურ დირექტორს სურს ხელში ჩაიგდოს მისი ქონება.
დროში მოგზაურობის ძალიან სახალისო ამბავი გრძელდება. ამჯერად წარსულის გარდა მომავალში მოგზაურობაც შესაძლებელია.
ლამაზი წითური გოგონა სახელად მედლინი და მისი მეგობრები ერთად ცხოვრობენ სკოლაში, რომელიც მის კლაველმა მოაწყო პარიზის ერთ ძველ სახლში.
ყოფილი მეხანძრე ყოველთვის ოცნებობდა მშვიდ ცხოვრებაზე, მაგრამ მისი შვილები რომლებიც მალე 30 წელს გადააბიჯებენ, მათთან ერთად ცხოვრობენ და სახლს ნამდვილ საგიჟეთად აქცევენ.
პეგი სიუ მიდის სკოლის დამთავრების იუბილეზე. დილას ის იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ წარსულში დაბრუნდა, ის ისევ სკოლაში სწავლობს და თინეიჯერია.
ანტონიო და ქრისტინა გადაწყვეტენ დაქორწინებას. ანტონიო მეყვავილედ მუშაობს, ქრისტინა ორსულად არის და ვიოლინოს გაკვეთილებს ატარებს.