ფილმი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელმაც მთელი თავისი ახალგაზრდობა ცოლის ძიებას შეალია და 30 წლის ასაკში მიაგნო თავის მოერე ნახევარს, რომელთანაც 2 შვილი შეეძინება.
სამი სტუდენტი მეგობარი, საკუთარ თავებს პიკაპებს უწოდებენ და ისინი თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი გადაწყვეტენ გოგოების შებმაში შეეჯიბრონ ერთმანეთს.
აგენტი 117 დავალების შესასრულებლად მიემართება რიოში. მან უნდა მოიპოვოს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიკროფილმი.
თინეიჯერ ბიჭს, მოსწონს ერთი ლამაზი გოგო, ისინი ძალიან მალე დამეგობრდებიან და ერთად აღმოჩნდებიან როკ ენ როლის ტურნე-მოგზაურობაში.
ეს ფილმი მოგვითხრობს ფსიქიურად გაუწონასწორებელ გოგონზე, რომელსაც ინგრიდი ჰქვია. მისი ისტორია, რომელიც მანიაკალურად ადევნებს თვალს სოც ქსელის ვარსკვლავს, ტეილორ სლოუნს.
ერთ-ერთ სოკლაში, გამოჩნდება ახალი ბიჭი, ის თვით მისტერ პოპულარობაა. საიდუმლო და მომხიბვლელი გილი გოგონების გულს იოლად იგებს. თუმცა სკოლაში ყველაზე პოპულარულ ბიჭს თავისი საიდუმლიც აქვს.
ინდოელ ბიჭს და ამერიკელ გოგოს ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა მალევე ჩამოვლენ ბიჭის მშობლები ინდოეთიდან და ამ ურთიერთობის დანგრევას გადაწყვეტენ.
ფილმი მოგვითხრობს ზრდასრულ შვილებზე და მოხუც მამებზე, რომლებიც ერთად ზამთრის არდადეგების გასატარებლად წავლენ და საკმაოდ სასაცილო სიტუაციებსი მოხვდებიან.
ფილმი არის კომედიური ჟანრის და ალბათ ბევრისთვის გასაკვირიც იქნება მისი შინაარსი. ღმერთი ცხოვრობს ბრიუსელში. დედამიწაზე ცხოვრებისას ის მხდალ, პათეტიკური მორალის არსებად იქცა. მის ქალიშვილს, მობეზრდა მოსაწყენი და ჩაკეტილი ცხოვრება ბრიუსელის პატარა ბინაში და გადაწყვიტა სამყარო შეცვალოს.
ალბათ ყველას გვახსოვს ფილმი
ფილმის მთავარი გმირი ნამდვილ შარში ეხვევა. მას ჰყავს შეყვარებული და ამავდროულად საყვარელი, სწორედ ამის გამო ის ნამდვილ გაუგებრობაში აღმოჩნდება და იძულებულია ორივეზე ერთად იქორწინოს
ფილმში მარტოხელა დედა 2 შვილთან და დედასთან ერთად საცხოვრებლად სხვა ადგილას და სხვა სახლში გადადის, რათა თავის ყოფილ ქმარს მოშორდეს. მოულოდნელად მას და მასზე 20 წლით უმცროს ბიჭს ერთმანეთი უყვარდებათ და ერთ სახლში იწყებენ ცხოვრებას. სწორედ აქ იწყება მათი თავგადასავალი.
ალბათ ყველას გახსოვთ ძველი ფილმი მაშველები, რომელშიც პამელა ანდერსონი მონაწილეობდა, სწორედ ამ ფილმის ახალი ვერსიაა 2017 წლის მაშველები
მოხუცი შეურაცყოფილი
ფილმში მოთხრობილია ორ მეგობარ პოლიციელზე, რომლებსაც საკმაოდ სახალისო და საშიშ გამნაშავეებთან უწევთ განმკლავება...
ფილმი მოგვითხრობს დედა-შვილზე, რომლებიც დასასვენებლად გაემგზავრებიან. შვილი გაიცნობს ბარში ბიჭს, რომელიც მას შეუყვარდება. ყველაფერი კი სხვანაირად ვითარდება, ბიჭი მოიტაცებს დედა-შვილს და ფულის გამოძალვისთვის გამოიყენებს...
ფილმი მოგივთხრობს ერთ ოჯახზე, რომლებიც შვილის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტენ თავიაანთ ცხოვრებას მხიარულება და ფული შემატონ. ამიტომაც ისინი აზარტული თამასების შესწავლას იწყებენ და ეს ყველაფერი ძალიან სახალისო ხდება...
სკოლის მოსწავლე, 13 წლის ფრანგ გოგონას, სახელად ვიკის შეუყვარდება თავისი თანაკლასელი. ცეკვები, წვეულებები, პირველი კოცნა, შეხვედრები და განოშრებები, ჩხუბები და შერიგებები. მშობლების ცხოვრებაში კი ასევე უამრავი თავგადასავალია, და არა მარტო საკუთარი ქალიშვილის გამო.
ორი საუკეთესო მეგობარი გადაწყვეტს რომ დიდი ფული იშოვოს და ამისთვის ისინი პორნოგრაფიული ფილმის გადაღებას დაიწყებენ. მაგრამ მალევე მიხვდებიან რომ ერთმანეთის მიმართ რაღაც გრძნობა აქვთ.
ობოლ სკოლის მოსწავლე რიკ რიკერს რადიოაქტიული ბუზი უკბენს, რის შედეგადაც სუპერ-ძალა გაუჩნდება და გმირი ხდება.
საუკეთესო მეგობრებს რიკს და ფრედს ცოლები აძლევენ უფლებას 1 კვირა თავისუფალი ურთიერთობით ისარგებლონ, და სხვა ქალებს შეხვდნენ. სიტუაცია იძაბება, როდესაც ცოლებიც გადაწყვეტენ სხვა მამაკაცებთან პაემანზე წასვლას.
კორინას მობეზრდა მუდმივად მეჯვარედ ყოფნა. გადაწყვიტს მოიშოროს მომლოდინე გოგოს როლი და თამამად დაიწყებს პაემნებზე სიარულს. მხოლოდ დრო ცხადყოფს იქნება ის მუდმივად ხელისმომკიდის როლში, თუ მისი ცხოვრების სიყვარული კარზეა მომდგარი.
ორი საყვარელი და ერთად ცხოვრობს. ერთს უყვარს საშობაო ფილმები, მეორე კი პროგნოზირებადად მიიჩნევს მათ. გოგოები მოულოდნელად, რაღაც ჯადოსნობის ძალით, საშობაო ფილმში გაიღვიძებენ.
ორი საუკეთესო მეგობარი ერთმანეთს გადაემტერება იმის გამო, რომ მათი ქორწილი შემთხვევით ერთიდაიგივე დღესაა დანიშნული.
ნიჭიერი ნიუ-იორკელი ბარმენი იამაიკაზე სამსახურს შოულობს და ულამაზესი გოგონაც შეუყვარდება.
დინი მუშაობს ოფიციანტად ერთ დიდ რესტორანში უკვე ოთხი წელია. მას არასოდეს დაუსვამს კითხვა საკუთარი თავისთვის, რამდენად კარგად მოეწყო, სანამ არ გაიგო, რომ მისი ძველი მეგობარი, მთელი ამ წლების მანძილზე, თავბრუდამხვევ კარიერას აკეთებდა დიდ კოორპორაციაში. ამიტომაც, როდესაც სტაჟიორი მიტჩი გამოჩნდა, დინი იწყებს მის სწავლებას.
ტომასი უპასუხისმგებლოა, ამიტომ მას შეყვარებული მიატოვებს. ის იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიხვდება, თუ რამდენად ძვირფასი იყო ის მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრის შეცვლა არ შეუძლია
ორი განსხვავებული შეხედულების და ამავდროულად განსხვავებული სქესის ადამიანები, ერთმანეთს სრულიად მოულოდნელად შეხვდება და ორივე გადაწყვეტს დაუმტკიცოს საკუთარი შეხედულებების სისწორე ერთმანეთს.