ყველაფრისგან დაღლილი ახლაგაზრდები გადაწყვეტენ დასვენება მოიწყონ და გასართობად სხვა ქვეყანაში წავიდნენ, იქ კი მათ ბევრი სიურპრიზი ელით.
ახალგაზრდა აეროპორტში უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს და მგზავრებს ფეხსაცმელს უმოწმებს, ერთხელაც მას შეხვდება ულამაზესი გოგონა და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
მატყუარა ადვოკატი ციხეში ხვდება, სადაც ძალიან ბევრი საშიში პატიმარია. იმისათვის რომ თავი დაიცვას, სტენი გადაწყვეტს კუნ ფუს დაეუფლოს.
ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს იცხოვროს ისე როგორც სურს, მაგრამ მის ცხოვრებაში ყოველთვის ყოფენ ცხვირს დედა და 3 და.
ჩინეთის იმპერატორის ულამაზეს პრინცესას გაიტაცებენ ველურ დასავლეთში, იმპერატორი კი გაგზავნის თავის ერთგულ ჯარისკაცებს რათა იხსნან პრინცესა და უკან დააბრუნონ.
ორი ცნობილი ძმის, ჰაკანის და ოზანის მეგობარი ტატო მოულოდნელად დაიღუპება. ორი დღის შემდეგ ჰაკანი დაქორწინდება და თაფლობის თვის გასატარებლად ანატოლიაზე წავა, სადაც მას დიდი სიურპრიზი ელოდება.
ორ ძმას ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ამის გამო ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. სწორედ ამიტომ, მამამ გარდაცვალებამდე დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა შერიგდნენ და აღადგინონ ძველი ურთიერთობა.
მამა ცოლთან ნაჩხუბარია და სურს შემოირიგოს, მას ამისთვის ცოლი და ორი შვილი დასასვენებლად მიჰყავს, მაგრამ ეს დასვენება ნამდვილს საგიჟეთად იქცევა და ყველაფერი სხვანაირად წავა.
ფრანგ აგენტს ძალიან რთული დავალება აქვს, მართალია ის ძალიან ხიფათიანი და დაბნეულია, მაგრამ ის მაინც მოხერხებულია და მზად არის ებრძოლოს ბოროტებას.
უსაქმური ადამიანები, რომლების მთავარი საზრუნავი გართობა და მარიხუანის მოწევაა. მათ ცხოვრება თითქმის ერთფეროვანი და ბინძურია.
ფილმის სიუჟეტი გვიჩვენებს მკვლელობას, რომელიც ვნების საფუძველზე მოხდა. ცნობილი კინორეჟისორის ახალგაზრდა საყვარელი კლავს მეტოქეს.
იაპონიის ელჩი მარსელში, ქალაქის კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ მებრძოლი პოლიციის მუშაობას უნდა დააკვირდეს. ამ სტუმრობის დროს მას იაკუძას დაჯგუფება გაიტაცებს. ახალგაზრდა ოფიცერი ემილიენი ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ აღადგინოს მათი განყოფილების ღირსება და გადაარჩინოს ელჩი და ოფიცერი პეტრა (მისი მეგობარი გოგონა), რომელიც ასევე იაკუძას მიერ არის მოტაცებული. ისევ და ისევ იგი დასახმარებლად სიჩქარეზე გაგიჟებულ, ტაქსისტ დენიელს იძახებს.
არასტაბილური მამა, რომელიც ფსიქიატრიულიდან გამოსვლის შემდეგ არწმუნებს თავის ქალიშვილს, რომ სადღაც ქალაქგარეთ ესპანური ოქროა დამარხული.
იქამდე, სანამ მას აფრიკის სახელმწიფოს სასამართლოს გადასცემდნენ, ეს ცნობილი ბელგიელი კრიმინალი 24 საათის განმავლობაში მარსელის პოლიციას ჰყავს ჩაბარებული. მაგრამ ცბიერი დამნაშავე დაბნეულ პოლიციელ ემილიენს მოატყუებს, რომ იგი ბელგიის საელჩოს თანამშრომელია და ცნობილმა დამნაშავემ გახლართა ამ სიტუაციაში.
ლივერპულელი ტომი და გერი წააგებენ უჩვეულო ნიძლავს, ისინი იძულებულნი არიან ადგილობრივი განგსტერის შვილი სამოგზაუროდ წაიყვანონ სტამბოლში, რათა მან შეძლოს საყვარელი გუნდის ფინალზე დასწრება.
დაფი სხვა უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებისგან ბერვრი რამით განსხვავდება, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მეგობრებმა დაფი.
დიდ ბრიტანეთის სამეფოში დაუშვებელი რა მოხდება და ამიტომაც საჭირო გახდება დეტექტივების დაქირავება, რათა მათ გამოიძიონ ვინ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ საქმე არაპროფესიონალ გამომძიებლებთან გვაქვს.
ალადინი ერთი ქურდი ბიჭია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს და თავს ქურდობით ირჩენს. ერთ დღესაც მას პრინცესა შეხვდება და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ალადინის თავგადასავალი ბრუნდება, ამჯერად ის შმალადინია და საკმაოდ სასაცილო თავგადასაველი ელის.
მათი მეგობარი ცოლს ირთავს, ამიტომაც ორი მეგობარი გადაწყვეტს მესამე მეგობარს დაუვიწყარი დღე აჩუქონ და ამიტომაც ბუდაპეშტში წაიყვანენ მას. იქ კი ნამდვილი გიჟობები მოხდება.
ის საკმაოდ გამოცდილი და გამჭრიახე პოლიციელია, ამიტომაც მას გაგზავნიან მაიამიში რათა გამოიძიოს ახალი საქმე და თავისი გამჭრიახობით ებრძოლოს დანაშაულს. მაიამიში ჩასულ პოლიციელს კი საკმაოდ მხიარული არდადეგები გამოუვა.
ახალგაზრდა წყვილისთვის წინასაქორწილო კვირა ძალზედ სახლაფორთო აღმოჩნდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მათი მამები ამ დროს ძალიან ცდილობენ ხანგრძლივ მტრობას მოუღონ ბოლო!
ბიჭი თავის საოცნებო გოგოსთან სექსზე ოცნებობდა და ეს ოცნება აისრულა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ამ გოგომ სიყვარულზე უარი განუცხადა და მხოლოდ მეგობრობაზე დასთანხმდა. ბიჭი კი ფიქრობს თუ რატომ მოიქცა გოგო ასე.
ეს ამბავი მოგვითხრობს მშობლებზე და შვილებზე, რას ფიქრობენ მშობლები საკუთარ შვილებზე, რომლებიც ინტერნეტმა სრულიად შეცვალა და შეიცვალა მათ შრორის ურთიერთობები.
37 წლის მამაკაცს რატომღაც თავისი თავი ისევ ახალგაზრდა ჰგონია და ლაღად ცხოვრობს. ის დაშორდება თავის საცოლეს და სრულიად მოულოდნელად 17 წლის გოგოს დაუმეგობრდება და მათ შორის სიყვარული გაჩნდება.
19 წლის გოგონა ძალიან უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, თავისი ოჯახით და მეგობარი ბიჭით. სწორედ ამიტომ ის დასასვენებლად გაემგზავრება ტაილანდში, სადაც ავიაკატასტროფაში მოხვდება.
მშობლებმა გადაწყვიტეს შვილები დააოჯახონ და ამისათვის საქორწილო სამზადისის დაჩქარებას ცდილობენ, რაც ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდება.
გოგონა ძალიან კარგი მოსწავლეა და ძალიან სურს რომ მოხვდეს ერთ-ერთ საუკეთესო კოლეჯში, ამისათვის კი ყველაფერს აკეთებს.