მას შემდეგ რაც "CIA" აღმოაჩენს, რომ მისმა ერთ-ერთმა აგენტმა საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოცდილ ოპერმუშაკს ჰენრი პელჰემის ვენის სააგენტოს ყოფილ კოლეგებს შორის მოღალატის გამოვლენა დაევალება.
მატიე, ეს არის ახალგაზრდა და ნიჭიერი "შავი ყუთების" ანალიტიკოსი, რომლის მიზანი ახალი თვითმფრინავის სასიკვდილო კატასტროფის მიზეზის გარკვევაა, თუ რა მოხდა დუბაი-პარიზის რეისზე, სანამ ის ალპებში ჩამოვარდებოდა.
მორტ რეინი მწერალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ცოლს დასცილდა. ტბისპირა სახლში ყოფნისას, მას ფსიქოპატი უცნობი უთვალთვალებს და შესაძლოა ის აღმოჩნდეს, ვინც რეინის, წიგნის იდეის მოპარვას აბრალებს.
მთავარი გმირს შესთავაზებენ 7 საიდუმლო შინაარსის ყუთის მიტანას საკმაოდ გულუხვი ჯილდოს სანაცვლოდ, რაც სასიკვდილო საშიშ "ამერიკულ ატრაქციონად" გადაიქცევა.
მეორე მსოფლიო ომის მარშალი, ყოფილი ჯარისკაცი საავადმყოფოდან გამქრალი სახიფათო პაციენტის საქმეს იძიებს, მაგრამ მის მცდელობას მისივე საშინელი ხილვები და ექიმი ქაული უშლიან ხელს.
გამოჩენილი მკვლევარი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ექიმი უილ კასტერი მუშაობს ისეთი კომპიუტერის შეიქმნაზე, რომელიც შეძლებს შეაგროვოს ყველა ცოდნა და გამოცდილება, დაგროვილი კაცობრიობის მიერ.
ტროპიკულ დღესასწაულზე მყოფი ოჯახი მოულოდნელად აღმოაჩეს, რომ განმარტოებული სანაპირო, სადაც ისინი ისვენებენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მათ ასაკს სწრაფად ზრდის და ამცირებს მთელი ცხოვრების ერთ დღეში.
ყოფილ სადაზვერვო აგენტს, კი ჰეონი რომელიც სასიკვდილო დაავადებას ებრძვის, ადამიანის პირველი კლონის უსაფრთხო ტრანსპორტირება დაევალა. იქიდან გამომდინარე რომ კლონი ინახავს უკვდავების საიდუმლოებას, ყველა თავდაუზოგავად ცდილობს მის ხელში ჩაგდებას.
სამკაციანი ეკიპაჟი მარსისკენ მიემართება. აფრენიდან ძალიან მალე, ბორტზე მოულოდნელად უბილეთო მგზავრს აღმოაჩენენ, მაგრამ ხომალდის შეზღუდული რესურსების გამო, მისიის შეჩერება და დედამიწაზე დაბრუნება შეუძლებელი ხდება.
ფსიქიატრის კარიერაც საფრთხეში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მისი პაციენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. როდესაც ის გარდაცვლილი პაციენტის ძმას თავის ოჯახში ეპატიჟება, მისი პირადი ცხოვრება სრულიად მოულოდნელად ინგრევა.
ეს არის ოპიოიდების სამყაროს შესახებ სამი ამბავი, რომელიც ერთმანეთს ეჯახება. ნარკოტიკების ტრეფიკინგერი აწყობს მრავალკარტელ ფენტანილის კონტრაბანდის ოპერაციას კანადასა და აშშ-ს შორის.
ტონი თავისი ბრონირებული ფურგონის გაზის პედალს ნაზად აწვება. მის ზურგს უკან კი 11 მილიონ ევროზე მეტია. რამდენიმე დღეში უცნობი მცველი ხდება ყველაზე ცნობილი ადამიანი ქვეყანაში.
მას შემდეგ რაც ელენ ეშლენდი თავდასხმის შედეგად დაბრმავდება, ის სამყაროს სრულიად მოწყდება და გამოჯანმრთელებას დიდი იმედით ელოდება. თუმცა მალე პარანოია შეიპყრობს, რადგან ვერავის აჯერებს, რომ თავდამსხმელი კვლავ დაბრუნდა და ატერორებს .
მაროკოს ტერიტორიის საზღვართან ახლოს, ელ პრინსიპეს რაიონში - ფრანი, რომელიც კორუმპირებული პოლიციელია თავის კანონებს აწესებს და ამისთვის მიუღებელ მეთოდებს იყენებს. აღნიშნული პოლიციის განყოფილებაში, ვითარების შესასწავლად ესპანეთის სპეცსამსახურის აგენტს ხავიერ მორეიას გზავნიან. მას ასევე სპეცდავალებაც
ჩეთინს ყველაფერი დალაგებული აქვს ცხოვრებაში, ჰყავს საყვარელი ადამიანი და საქმეს წარმატებით უძღვება. მაგრამ მისი ყოფილი შეყვარებულის გამოჩენის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დგება.