რომის მოქალაქეები შიმშილობენ, რომის გმირის - კორიოლანუსის შეხედულებები კი მასობრივ ამბოხებას იწვევს.რომი სისხლშია იხრჩობა. კორიოლანუსი,რომელსაც პოლიტიკოსები და საკუთარი დედაც კი მართავს ქალაქიდან გაძევებულია,ის თავის სამსახურს და თავის სიცოცხლეს საკუთარ მტერს-ტულუს აუფიდიუსს სთავაზობს.
ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული გამოსაშვებ საღამოზე ჩაშლილი პაემანის შემდეგ, როცა, ახალგაზრდა კაცს კვლავ მიეცა შანსი თავისი ძველი, მეწყვილე გოგონა მოეძებნა. იგი გოგონას სხვა თაყვანისმცემლებს გადაეყრება, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის დეტექტივს, რომელიც მანვე დაიქირავა შეყვარებულის მოსაძებნად.
არქეოლოგი 1000 წლიდან მომავალში აღმოაჩენს ჩვენს დროში დაწერილ რომანტიკულ ნოველას. ცნობისმოყვარე კაცი მოგზაურობს უკან
ფრედი და მიკი მეგობრები არიან. ფრედი ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორია, მისი უდიდებულესობის, დედოფლის თხოვნის მიუხედავად ის უარს ამბობს პრინც ფილიპის დაბადების დღეზე გამოსვლაზე. მიკი ოსკაროსანი რეჟისორია და ახალ ფილზე მუშაობს. მეგობრები ზაფხული ერთად გატარებას გადაწყვეტენ.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც შეუყვარდება მილიონერი ჰოვარდ ჰიუსი.
მისტერ პოპერი მარტოხელა მუშაა, რომელიც არქტიკაზე მოხვდერაზე ოცნებობს და წერილებს წერს პოლუსებზე მყოფებს.
ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება.
შობის წინ შეყვარებულთან დაშორება მარის ყოველგვარ სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. დედა მისთვის ბავშვობისდროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების გაგზავნით ცდილობს მისთვის განწყობის გაუმჯობესებას, ახალი მეზობელი მუსიკით, ნაძვის ხითა და ციგურებით სრიალით, მეგობარი კი სთავაზობს ბავშვებს დაეხმარონ.
ახალგაზრდა ადვოკატი რუთ ბეიდერ გინზბურგი და მისი ქმარი მართი აშშ უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალური საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში.
სიუზანი, რომელიც ადვოკატია და რატომღაც ბევრი საქმე აქვს აღებული, გასამრჯელოს არ იღებს ამ საქმეებიდან. მაგრამ ის აიღებს საქმეს, საიდანაც დიდი ფულის შოვნის შანსი ეძლევა.
სკოლის მასწავლებელი, რომელიც ნარკოტიკის ხშირი მომხმარებელია, ამას მალავს. ერთ დღეს კი მისი საიდუმლოს მისივე მოსწავლე გაიგებს და ამ ყველაფერს საინტერესო გაგრძელება მოყვება.
დაუმორჩიელებელი პატრიკი, სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში თავის მეგობრებს აამხედრებს, რათა დაასრულოს ავტორიტეტული მედდის რეჟიმი.
17 წლის გოგონა, კიდევ ერთ მოსაწყენ ზაფხულს ატარებს მშობლებთან ერთად, როდესაც სრულიად შემთხვევით გაიცნობს პროფესიონალ მოცეკვავეს და შეუყვარდება.
შეყვარებულ წყვილი და ქალი ცდილობენ როგორმე გაფრიდნენ პარიზში, მაგრამ მოგზაურობის დროს ძალიან დიდი საფრთხეში აღმოჩნდება ქალი.
მამაკაცის ყოფილი შეყვარებული დროში გადაადგილების პორტალს აღმოაჩენს და მე-19 საუკუნიდან არისტოკრატ ლეოპოლდს გადმოიყვანს.
მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. რაც ყველაზე სამწუხაროა მთთვის, ეს არის ის რომ მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში.
სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო, მაგრამ რეალურ ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ, სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს.
ჯეკი ძალიან პოპულალური რადიო წამყვანია, მას საოცარი იუორის გრძნობა აქვს და ამიტომაც მსმენელებს ის უყვართ. ერთ დღეს მას ეს ყველაფერი ძალიან დიდი ტრაგედიას დაატეხს თავს.
პუტკუნა თინეიჯერი და მისი საუკეთესო მეგობარი პენი ერთ-ერთი შოუს ქასთინგზე გავლენ და ტრეისი გაიმარჯვებს. მაგრამ ამბერი და დედამისი არ ნებდებიან და ეს ყველაფერი ქაოსში გადაიზრდება.
ეს არის ისტორია ცოდვის ქალაქში, რომელიც ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან.
წარმატებული ბიზნესმენი ტედი ასისტენტად აიყვანს ახალგაზრდა კლერკს, რომელიც ნიუ-იორკში უკეთესი ცხოვრების ასაწყობად ჩამოვიდა. მალე ტედს უგონოდ შეუყვარდება ჯეიმის საცოლე მელისა.
ჯეინ ოსტინის კლასიკური ისტორიის ბოლივუდური ვერსია რომელშიც ქალბატონ ბაკშის მისი ქალიშვილებისათვის შესაფერისი საქმროების პოვნა სურს.
1903 წლის ივნისი, უმუშევარი მეზღვაური აღმოჩნდება ლონდონში. ქუჩაში ის შეხვდება მილიონერ ძმებს, რომლებიც მაცდურ წინადადებას შესთავაზებენ.
მხიარული კომედია სასაცილო სიტუაციებით, სადაც ყურადღების ცენტრში ხვდება მზა კაბების მაღაზიის მენეჯერი - სამანტა. ის მივლინებით პარიზში მიემგზავრება, სადაც ასევე მივლინებით მყოფ ჟურნალისტს დაუახლოვდება.
ახალგაზრდა კოლინ კლარკი, სტუდენტი კინორეჟისურის ფაკულტეტის, ცდილობს ჩაერთოს გადაღების პროცესში. ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროს და სერ ლოურენს ოლივიეს მუშაობა ფილმზე
ჯინი თავისი ცოლის ფოტოგრაფი ლაურა ფრიდის სიკვდილის შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებას მორცხვ თინეიჯერ შვილთან ერთად კონრადთან აგრძელებს.
ესტონეთი, 1870 წელი. ახალგაზრდა და შეუპოვარი ანდრესი, ცოლთან ერთად ფერმაში ჩადის, რომელიც სესხით იყიდა, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს.
ოსკარი ერთ ქარიშხლიან ღამეს გაჩნდება პატარა ქალაქის საავადმყოფოში და იმთავითვე ნათელი გახება, რომ მასშო რაღაც უჩვეულოა: იგი გრავიტაციის კანონებს არ ექვემდებარება, ჰაერში ტიტივებს, ბუშტივით დაფარფატებს გაოგნებული დედისა და ბებიის თვალწინ.