ახალგაზრდა მარტოხელა დედა იძულებული შეიქნა ალმასის მაღაროში ემუშავა, რომელიც პატარა პროვინციულ ქალაქში, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცვლება როდესაც სათავეში ახალი ბიზნესმენი მოდის.
ქარხნის რიგით მუშა ქალი შეუყვარდება მის მილიონერ უფროს და მათ შორის ნამდვილი სიყვარული დაისადგურებს, მათ წინ უამრავი დაბრკოლება და თავგადასავალი ელით.
წყვილს ურთიერთობის დალაგება სურთ და ერთ დღესაც მოხუცს შეხვდებიან. ეს მოხუცი მოუთხრობს თავის ცოლთან გატარებულ ნახევარ საუკუნიან თანაცხოვრებაზე, რომელიც მათ ურთიერთობის დალაგებაშიც დაეხმარება.
პოლიტიკოსების ქმედებები აჩვენებს თუ როგორ მოქმედებს მათი გადაწყვეტილებები ქვეყნის მაცხოვრებლების ცხოვრებაზე და ოცნებებზე. სწორედ ამას უპირისპირდებიან სერიალის გმირები, რომ საკუთარი ოცნებები აიხდინონ, უყვარდეთ ერთმანეთი და ხელისუფლება გამოაფხიზლონ.
მამას ჰქონდა სიკვდილამდე ერთი სურვილი, მაგრამ ებრაელების ოჯახს არ შეუძლია ამ სურვილის ასრულება თავისი რელიგიის გამო, ამიტომაც მათ მოუწევთ გადახედონ თავის შეხედულებებსა და ტრადიციებს.
ფილმში ვითარება 1990 წელს ხდება, სადაც 13 წლის სტივენი სკეიტბორდზე კატაობით და მეგობრებთან ერთად გართობით არის დაკავებული და მომავალზე საერთოდ არ ფიქრობს.
კოლინს მისჯილი აქვს გამოსასწორებელი სამუშაოები და ძალიან სურს დაუბრუნდება მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას. ის ასევე ცდილობს გამოასწოროს მისი მეგობარი
ისინი საუკეთესო მეგობრები არიან და თითქმის სულ ერთად ატარებენ დროს, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ამასობაში ერთმანეთი უყვართ და ამას მხოლოდ სხვები ამჩნევენ.
რამდენიმე მდიდარი იტალიური  ოჯახი იბრძვის იმისათვის რომ მოიპოვონ პატივისცემა და გამოჩნდნენ სხვა ოჯახებთან შედარებით უფრო პატივსაცემები.
შვიდი სამეფოს ერთიანი ტახტისთვის და ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლაში ებმებიან, მეფეები და დედოფლები, რაინდები და ამბოხებულები.
ისტორია იწყება წელთაღრიცხვამდე 52 წელს, კეისარი რვაწლიანი ომის შემდეგ დაიპყრობს გალიას და ემზადება რომში დასაბრუნებლად. რომში კი ბევრი ადამიანი მის დაბრუნებას შიშით ელოდება.
განსხვავებული შეხედულება მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე. ქალზე რომელიც იყო ფემინისტი და პიონერი.
ახალგაზრდა ქალი, საკუთარ დაბადების ადგილზე ბრუნდება, სადაც ის თავის დას უნდა დაეხმაროს. მას იქ ხვდებიან ძველი ნაცნობი სახეები, რომლებმაც მის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
ნიუ-იორკელი მემანქანე ტეს მაკ-გილი თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს. მაგრამ წარმატების მიღწევისთვის მას ჩაცმის, დავარცხნისა და ურთიერთობის კულტურა არ ჰყოფნის.
ცნობილი გამომძიებელი და სამუშაოდ ნიუ იორკში გადადის, სადაც მას ბევრი თავსატეხი და გამოცანა ელოდება. ის მზადაა ყველაფერი გამოიძიოს თავისი უნიკალური ნიჭის დახმარებით.
სამი მეგობარი, რომლებიც დედები არიან ერთმანეთთან ერთი მკვლელობით არიან დაკავშირებული და ამის გამო მათი ცხოვრება სულ ტყუილებით არის სხავს.
ბობი ცნობილი ამერიკელი მბრბოლელია, ერთხელაც შეჯიბრისას მისი მეგობარი იღუპება, რის შემდეგაც ის უარს ამბობს საჭესთან დაჯდომაზე. სანატორიუმში ბობი სასიკვდილო სენით შეპყრობილ გოგონას გაიცნობს, რომელიც მასში ხელახლა აღვიძებს სიცოცხლის ჟინს.
ბედის მაძიებელი ჰოლი გოლაიტლი მოიხიბლა მწერალი პოლ ვაჟაკით, რომელიც მდიდარი ქალის ხარჯზე ცხოვრობს. პოლს და ჰოლის შორის რომანი გაჩაღდება და ამ დროს გამოჩნდება დოკ გოლაითლი, რომელიც ჰოლის წარსულს ამჟღავნებს.
ახალგაზრდა ძლიერი ქალი დედის სიკვდილის შემდეგ ნიუ-ორლეანში ბრუნდება.
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება,რომ მკვლელობის მოწმე გახდა.თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
იტალიაში ერთდროულად ჩავა ორი ოჯახი, რომლებიც გახსნიან სხვადასხვა პიცერიას და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ამის გამო მათ შორის დიდი დაძაბულობაა, მაგრამ მათ შვილებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და ყველაფერი საინტერესო სწორედ აქედან დაიწყება.
თურქი ბაბუის და შვილიშვილის  გულისამაჩუყებელი ისტორია, რომლებიც იძულებულები არიან საცხოვრებლად თურქეთიდან საბერძნეთში გადავიდნენ.
გოგონა მამასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც გაიგებს რომ დედა ცოცხალი ჰყავს და ის სირიაშია. ერთადერთი გზა კი დედის სანახავად და სირიაში ჩასასვლელად ყალბი ქორწინებაა.
გოგონა სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც ის ძალით გაათხოვეს და სახლში გამოკეტეს. 8 წლის მანძილზე მას სასტიკად ეპყრობოდნენ და ძალადობდნენ მასზე.
პატარა და-ძმა მანამდე მშვიდად ცხოვრობდნენ სანამ მათი მამა ციხიდან გამოვიდოდა. მამა კი ჩამოყალიბებული კრიმინალია და ცდილობს ფული რაც შეიძლება მარტივად იშოვოს, ამისთვის კი თავის პატარა ვაჟს ქურდობას დააწყებინებს.
კუზგუნს(ყორანი) ძალიან საინტერესო და მხიარული ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ერთმა დღემ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და გადააბრუნა ცუდისკენ. მას ჰყავდა მეგობარი, რომელთან ერთადაც ძალიან კარგად ცხოვრობდა და მისი დაკარგვაც მოუწია. ყველაზე დიდი დანაკარგი კი მისი მამა იყო, რომელსაც ტყუილად დასდეს ბრალი და მოღატის სახელი დაუტოვეს.
დეფნე და ქაჰრამანი მდიდრები არიან, მაგრამ შვილი არ უჩნდებათ. ამიტომაც დეფნე გადაწყვეტს სუროგატ დედას გააჩენინოს შვილი და ამით მემკვიდრე აჩუქოს თავის ქმარს.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ინგლისელ ბიჭზე, რომელიც დაუპირისპირდება თავის საიდუმლოებით მოძულ ბიძაშვილს. მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდება...