ასიე საკმაოდ ახალგაზრდა მარტოხელა დედაა, რომელსაც უწევს ორი შვილის აღზრდა საკუთარი ძალებით და მათი დაცვა. მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება, როცა მას სიყვარული ახლიდან ეწვევა.
ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა იამანი უბედური ადამიანია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ოპტიმისტ და ლამაზ ნეფეს ხვდება.
სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან კარგი ქმარი ჰყავს და ასევე ულამაზესი შვილები, მოულოდნელად მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც მისი ქალიშვილი იკარგება.
გონულს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მან ოჯახის წევრები პატარაობაში დაკარგა და ამიტომაც ის ინტერნეტში გაგზავნეს. მას უწევდა ჩაგვრის და დაცინვის ატანა, ყველაფერი კი მაშინ დასრულდა როცა ის წარმატებული ექიმი გახდა და მამაკაცების ყურადღება მიიბყრო.
რეიანი არის ძალიან ლამაზი და მოკრძალებული ახლაგაზრდა გოგონა. მას შემდეგ რაც მისი საყვარელი დედა გარდაიცვლება და ის დაობლდება, მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
ულამაზესი გოგონა პატარა ქალაქიდან არის. ის თავის ძმასთან და რძალთან ერთ სახლში ცხოვრობს. მუშაობს რძის ფერმაში და ცხვრის ფარას მწყემსავს, მას წინ მრავალი სიურპრიზი და რთული სიყვარული ელის.
თანამედროვე ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონა, რომელიც ქალაქის არქივში საიდუმლო სასიყვარულო წერილების სერიას აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი.
ისტორია მარტოხელა დედაზე, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი აქვს და ხვდება დახვეწილ სტუდენტს, როდესაც ის იბრძვის თავისი თავქარიანი ექვსი წლის ბავშვის მომავალისთვის.
სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს რატომღაც სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება.
ამბავი წყვილზე, რომელიც რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდეგ გადაწყვეტს რომ დაშორდნენ. წლების შემდეგ ისინი კვლავ ერთმანეთს ხვდებიან, მამაკაცი გამდიდრდა, გოგო კი, შემთხვევით მის ყოფილს ქმართან იწყებს მუშაობას.
მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ იმ დროიდან უყვარდათ, როდესაც ისინი ბავშვები იყვნენ. მაგრამ მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა, გოგონა ელჩის ქალიშვილია და ეს ყველაფერი მათ სიყვარულში დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.
ფსიქიატრი, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში ბევრი სირთულე, პრობლემა თუ წინააღმდეგობა შეხვდათ და ამის დაძლევა უჭირთ.
იგიტი არის მამაკაცი, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში, მაგრამ ის დიდი გაუგებრობაშია. მას უყვარს 2 ქალი ერთდროულად, ერთი მისი შვილის დედაა რომელიც დიდი ხანია კომაშია, მეორე ქალი კი ერთი შეხედვით შეუყვარდა.
მას შემდეგ რაც პატრიცია გუჩის ოჯახის წევრზე ქორწინდება, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, ის ხდება ძალიან თავდაჯერებული, მის გარშემო ყველაფერი სავსეა სიყვარულით, ღალატით, დაცემით, შურისძიებით და საბოლოოდ კი სასტიკი მკვლელობით სრუდლება.
ეს არის ნამდვილი ამბავი გამოცდილი მთამსვლელ პემი ბეილსის(ნაომი უოტსი) შესახებ, რომელიც აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ვაშინგტონის მთის მწვერვალზე მიმავალი იძულებული გახდება უკან დაბრუნდეს, როდესაც მასიური ქარბუქი მთას მიუახლოვდება.
სერიალში მოქმედება ხდება მეოცე საუკვნის მეორე ნახევარში, მთავარი გმირები კი სიყვარულის გამო ბევრ ტანჯვას და განსაცდელს გამოივლიან. ეს კი ყველაფერი არ არის.
ორი განსხვავებული პროფესიის ადამიანი, ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ებრძოლოს უსამართლობას და კრიმინალს, სწორედ ასეთი მიზეზი გახდება მათი სიყვარულის საწყისი.