ქალმა, ქმარი სასტიკად მოკლა. ამის გამო მან 20 წლიანი სასჯელი მოიხადა და სახლში დაბრუნდა. ეს სახლი არის დაწყევლილი და ის გადაწყვეტს გაიგოს რატომ ხდება საშინელებები ამ სახლში.
ფილმი მოგვითხრობს დეტექტივზე, რომელიც ბრუნდება საკუთარ ბავშობის ადგილას. მან უნდა იპოვოს დამნაშავე ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, რომლის ცხედარი იპოვეს გზატკეცილის ქვეშ.
ამ ფილმში მოთხრობილია საუდის არაბეთში მომხდარ ამბავზე. უცხოელი ჯარისკაცებისგან შემდგარ რაზმს დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად აგზავნიან, რომლის ბორტზეც სამხედროები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება და რთულდება
სერიალი ეფუძნება ნამდვილ ამბავს. მთავარი გმირია ჩარლზ ფალკო. იმისათვის, რომ 20 წლიანი პატიმრობისთვის თავი დაეღწია სამი წლის განამავლობაში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ნარკო დილერი და ამავე დროს ATF -ის საიდუმლო აგენტი იყო.
ამბავი ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ძმის შესახებ. ისინი იძულებულები არიან საცხოვრბლად ახალ სახლში გადავიდნენ, სადაც ულამაზეს და მდიდარ გოგოს გაიცნობენ.
პროფესიონალ მკვლელებს ერთმანეთი შეუყვარდებათ, მას მერე რაც ერთმანეთის მოსაკლავად დაიქირავებენ.
მაფიოზი სახელად ჯიმი
ჰარისონ ფორდი ამერიკელი ექიმის როლს ასრულებს, რომლის ცოლიც, პარიზში ყოფნისას მოულოდნელად გაუჩინარდება. ექიმს, უცნობ მაწანწალასთან ერთად მეუღლის ძებნის პროცესში, ენის ბარიერის, გულგრილი პოლიციელების და ბიუროკრატი ჩინოვნიკების ჩახლართული ქსელის გადალახვა მოუწევს.
საზარელი ამბავი სარაზე, ძლიერ თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც მოუთმენლად ელოდა მე -18 დაბადების დღეს, რათა დესპოტი მამისთვის დაეღწია თავი. მისი სამყარო ნადგურდება, როდესაც მამამისი მას საკუთარი სახლის სარდაფში გამოამწყვდევს.
ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება.
ფილმი მოგვითხობს ახალგაზრდა ჩინელ აიტი სპეციალისტზე, რომელსაც კომპანია ჩრდილოეთ აფრიკაში გაგზავნის კონკურსში გასამარჯვებლად, მაგრამ მას გზად ფრანგი ჯაშუში და დაქირავებული მკვლელი, ლაუდერი გადაეღობებიან.
ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა.
ნიუ-იორკის პოლიციის ვეტერანის ბეისბოლის ბარათი მოპარულია. ეს მისი უკანასკნელი ძვირფასი ნივთი იყო და ბოლო იმედი, რომ ქალიშვილისთვის ქორწილი გადაეხადა. მისი ნივთის უკან დასაბრუნებლად იგი მის ძველ პარტნიორს სთხოვს დახმარებას.
ეს არის თინეიჯერის ისტორია, რომელიც პოლიციის საიდუმლო ინფორმატორი გახდა 1980-იან წლებში. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნარკოტრეფიკისთვის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ადვოკატი ქალის ცხოვრება წარმატებულია, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ მისი მეუღლე წარსულში საიდუმლო აგენტი იყო და ახლა მძიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ის თავის ქმარს დახურულ ზესაიდუმლო ტრიბუნალზე დაიცავს, სადაც ბევრად განსხვავებული წესებია.
დამწყები განგსტერი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ორ ძალიან ამბიციურ და საშიშ განგსტერთან ერთად. მათთან ერთად კი მას მოუწევს ყაჩაღობაში მიიღოს მონაწილეობა.
ახალგაზრდა მამაკაცის ძმა მოუკლეს, მას კი დედა აიძულებს რომ იპოვოს მკვლელი და იძიოს შური მასზე. ეს ყველაფერი კი ძალიან რთულია.
აშშ-ში იმართება კონკურსი სახელად
ფილმში აღწერილია ძმები დემიენ და ენტონის ცხოვრების ისტორია. ბავშვები ხედავენ წმინდანებს და ესაუბრებიან მათ.მათი გართობა იყო ყუთიში ჯდომა,ისინი უამრავ დროს ატარებდნენ ასე.
5 მეგობარი, ერთად რჩება სხვენში. ერთ დღეს კი ისინი აღმოაჩენენ ახალგაზრდა ქალის სხეულს, რომლის მკვლელობასაც ერთმანეთს აბრალებენ.
მამაკაცი უყვება
ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ.
სამი ახალგაზრდა გადაწყვეტს ყალბი გატაცების ორგანიზებას.თუმცა ყველაფერი არასწორად წარიმართება, რადგან ნამდვილი ბანკის ძარცვა უკვე დაგეგმილი იყო ორი ტიპის მიერ.
რეალურ ცხოვრებაში თქვენ ვერ ნახავთ სუპერგმირს კომიქსებიდან, სამაგიეროდ თქვენ შეიძლება შეხვდეთ ნამდვილ გმირებს. ქარიზმატულმა გამპანღურებელმა და გლამურულმა ცხელმა-გოგონამ მოიპოვეს ახალი გუნდის მხარდაჭერა პოლკოვნიკ ამერიკას ხელმძღვანელობით.
გონებაარეულმა მწერალმა დაკარგა შთაგონება და ვერანაირად ვერ ახერხებს ახალი სცენარის დაწერას. ის უნებლიედ ხდება ჩათრეული ძაღლის გატაცების ამბავში რომელიც მისმა ექსენტრიულმა მეგობრებმა განიძრახეს.
ლეგენდარული მსოფლიო განძი მოპარულია, მათ შორის ფასდაუდებელი
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო.
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება.