მონადირე, რომელიც სრულიად განცალკევებით და იზოლაციაში ცხოვრობს, ის თავისდაუნებურად ველური ბუნების ნაკრძალში კატა-თაგვობანას საშიშ თამაშში აღმოჩნდება.
მამაკაცმა ერთი პატარა ქალაქის ბანკებიდან 9 მილიონი დოლარი მოიპარა, ისე რომ ვერავინ მიხვდა მის ვინაობას და კვალიც არ დატოვა.
პენსიაზე გასული შერიფის და მისი უსაყვარლესი ცოლის ცხოვრება მას შემდეგ იქცევა გლოვად, რაც მათი შვილი დაიღუპება, ხოლო ამის შემდეგ მათ მოუწევთ საკუთარი შვილიშვილის ძებნა.
კოლეჯ დამთავრებული ახალგაზრდა იძულებულია ვალების გამო სკოლა მიატოვოს და კრიმინალურ ადამიანებთან გაერიოს, ეს ყველაფერი კი მისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი გახდება.
ახალგაზრდა ქალს არ გაუმართლა, რადგან მას ჰყავს კრიმინალი მშობლები, რომელბიც ახალ მეწყვილეს იმეტებენ რათა დიდი ძარცვა დაგეგმონ.
ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ხდება, ქალაქში სადაც სერიული მკვლელობებია, დედაქალაქიდან გამომძიებელი ჩამოდის და ყველანაირად ცდილობს დამნაშავეების კვალზე გავიდეს.
კომედია შპიონაჟზე. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დათხოვნილი ოფიცერის მემუარები, სპორტულ დარბაზში მომუშავე ორ ჭკუასუსტ ადამიანს ჩაუვარდება ხელში და მათ გამოყენებას ცდილობენ.
ახალ დაოჯახებული წყვილი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის, სადაც სრულიად მოულოდნელად საიდუმლო ოთახს აღმოაჩენენ რომელიც დიდ საიდუმლოებებს ინახავს.
მამაკაცი გადაწყვეტს გახდეს აგენტი, მას შემდეგ რაც გაიგებს რომ მისი ცოლიც აგენტი იყო და ერთ-ერთი მისიის დროს მოკლეს. ის გადაწყვეტს ცოლის მკვლელობის გამო შური იძიოს.
ქალაქში დაჯავშნულ ავტომობილს მოიპარავენ და დიდძალ ფულს დაეუფლებიან, მაგრამ მათ კვალს ვერავინ პოულობს. გამჭრიახე დეტექტივები კი ცდილობენ როგორმე ამ ფულის გაუჩინარებულ კვალს მიაგნონ.
მამაკაცი რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა, გადაწყვეტს მიზანიმართულად ჩაჯდეს ციხეში, რათა ბანდაში შეაღწიოს და ამით მათი ყველა საიდუმლო გაიგოს.
ერთი ისტორია ბრუკლინში მცხოვრებ მამაკაცზე, რომლის ცხოვრებაც საინტერესო და ამავდროულად ძალიან სევდიანი იყო.
სერიალი მოგვითხრობს ორი ბავშობის ძმაკაცზე, რომელებსაც ერთი გოგო უყვართ. სამწუხაროდ, მათ მძიმე ცხოვრება შეხვდებათ და ერთ-ერთ მათგანს საბრძოლველად მოუწევს წასვლა ავღანეთში.
მარსელის ერთ-ერთმა ნათლიმამამ - შარლ მათეიმ, გადაწყვიტა საქმეს ჩამოშორდეს და მშვიდად იცხოვროს, მაგრამ მისი კომპანიონები ამის წინააღმდეგები არიან. მასზე სასტიკ თავდასხმას აწყობენ და შანსს არ უტოვებენ. სასწაულით გადარჩენილი შარლის სხეულიდან 22 ტყვიას იღებენ. ახლა მას შურისძიება სურს, ის არავის დაინდობს.
ფრანსუა და რენე პოლიციელები არიან, ერთი მექრთამეა, მეორე ზედმეტად პატიოსანი, თუმცა პატიოსნება ხანდახან საუკეთესო თვისება არაა.
ჩვენი სამყარო შეიცვალა და უცნაური არსებები გაჩნდნენ, რომელთა ნაწილი კეთილია, ნაწილი კი ბოროტი და ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი რაც არ მოსწონთ.
ამ ადამიანის ცხოვრება იცვლება მას შემდეგ რაც  მოხდება შეჯახება, შეჯახება მანქანის და საშინელი ავარია. სწორედ ესაა დასაწყისი დიდი გამოწვევების და გამოძიების, რომელიც ძალიან ჩახლართულია.
7 ადამიანი, ერთ სასტუმროში მოხვდება რომელსაც ელ როიალი ჰქვია. შვიდივე მათგანს აქვს საიდუმლო და სინამდვილეში ისეთი არცერთი მათგანია როგორიც ისინი ჩანან.
იმ მომენტში როცა მას ძალიან შეუყვარდა ქალი, ის უმიზეზოდ დაიჭირეს და ციხეში ამოაყოფინეს თავი. ის იქ გაიცნობს მილიონერს, რომელიც მას გაქცევაში უნდა დაეხმაროს და ამისთვის მილიონერის დაცვა გახდება საჭირო
დევიდ გეილი ადვოკატია, ის ცდილობს სიკვდილით დასჯის აკრძალვას. ბედის ირონიით ის თავად აღმოჩნდება სიკვდილმისჯილთა საკანში, განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გეილი ინტერვიუზე თანხმდება.
უცნობი მოძალადის მიერ სასტიკად გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და მისი ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.
ლოლას ურეკავს შეყვარებული, რომ მას დარჩა 100,000 მეტროში. ეს ფული ბოროტმოქმედის საკუთრებაა. ლოლას აქვს 20 წუთი, რომ ფული დაიბრუნოს, სხვა შემთხვევაში მანი მაღაზიას გაქურდავს.
მსოფლიოს ყველა ფული - ფილმი მოგვითხრობს დედაზე, რომელსაც შვილს მოსტაცებენ და მის დაბრუნების სანაცვლოდ, ძალიან დიდი რაოდენობის თანხას მოსთხოვენ. დედა კი მზადაა ყველაფერი გააკეთოს შვილის დასაბრუნებლად.
ის ჩვეულებრივი ადამიანი და ოჯახის კაცია. ერთ დღეს ის შემთხვევით წააწყდება 4 წლის ბიჭის გვამს, ამიტომაც ის გამოიძახებს პოლიციას. პოლიცია მას დააკავებს როგორც ეჭვმიტანილს.
იმისდამიუხედავთ, რომ გოგონა უსინათლოა, მათ ერთმანეთი მაინც ძალიან უყვართ. ისინი გადაწყვეტენ ოპერაციას დათანხმდნენ და რისი წყალობითაც გოგონას თვალი აეხილება, მაგრამ აქედან დაიწყებამათი დიდი  უსიამოვნებები.
ფილმი მოგვითხრობს შერიფზე, რომელსაც გაუშვებენ კანადის მთებში. სადაც, პატარა ქალაქში საიდუმლო ნავთობის ქარხანაა. შერიფს ოჯახის წევრს მოუკლავენ, რის გამოც ის შურისძიებას გადაწყვეტს.
ფილმი მოგვითხრობს საშიშ მკვლელზე, რომელიც ცოცხალ ადამიანს არ უნახავს ჯერ. ის ჩუმად იჭერს ქალებს, სასტიკად აწამებს და შემდეგ კლავს. მის დასაჭერად, დეტექტივი ყველაფრისთვის მზადაა და მის ძებნას იწყებს.
საგამოძიებო ფედერალური სააგენტოს აგენტისა და საშიში დამნაშავის თეოდორ კაჩინსკის, ზედმეტსახელად უნაბომბერის, ჭიდილის ისტორია.