ვირთხა, რომელსაც რატატუი ჰქვია, არის ძალიან მოტივირებული და მონდომებული რომ გახდეს ცნობილი მზარეული. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მას ძალიან ბევრი რამ სჭირდება.
შრეკი გადაწყვეტს რომ შობას ძალიან დიდი სიურპრიზი მოუწყოს თავის მეუღლეს და შვილებს, ეს ყველაფერი კი არცისე მარტივი აღმოჩნდება.
ეს არის ადგილი სადაც პინგვინები ცხოვრობენ და ისინი სულ მღერიან. ერთ დღესაც იბადება პინგვინი, რომელმაც სიმღერა არ იცის, მაგრამ იცის საოცარი ცეკვა.
მომხიბლველი ბანდიტი ფლინი მოგზაურობს. იგი ლამაზია, უყვარს ბევრი ლაპარაკი და იღბლიანიცაა. ერთხელაც იგი უღრან ტყეში ღამის გასათენებლად ადის მაღალ კოშკზე. ფლინს ლამაზი რაპუნცელი კოჭავს. მას 21 მეტრიანი ოქროსფერი თმა აქვს. რაპუნცელი კოშკშია ჩაკეტილი.
კალიები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან ჭიანჭველების რასას, სწორედ ამიტომაც ჭიანჭველები იძულებულები ხდებიან იბრძოლონ საკუთარი თავების გადასარჩენად.
პატარა თაგუნია ობოლთა თავშესაფარში იზრდებოდა, მაგრამ ყველაფერი იცვლება როდესაც მას ადამიანების ოჯახი იშვილებს და ისე მოქცევიან როგორც სრულფასოვან წევრს.
ერთ პატარა ნახევარქათამას ზემოდან ჩამოვარდნილი რკო, ცის ნაჭერი ეგონა. ახლა ის ატეხილი პანიკის გამო დაკარგული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს, მაგრამ ამ დროს მას თავზე ნამდვილი ცის ნაგლეჯი ეცემა.
ოტისს სიმღერა, ცეკვა და ადამიანების შაყირი მოსწონს. უფროსებისგან განსხვავებით ის არ ზრუნავს იმის შესახებ, რომ არავინ გაიგოს ცხოველების
ანიმაციური ფილმი გვიყვება ამბავს დაკარგულ რუს პრინცესა ანასტასიაზე და მის საოცარ თავგადასავლებზე. როდესაც ცვლილებების ჩრდილი რუსეთს უახლოვდება, პაწაწინა ანასტასია სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულია დაიმალოს.
გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვეტენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ.
”შორეული, შორეული” სახელმწიფოს მეფე გარდაიცვალა და ახლა შრეკი და ფიონა უნდა გახდნენ მეფე და დედოფალი. მიუხედავად ამისა, შრეკს სურს დაბრუნდეს თავის მყუდრო ჭაობში და იქ გააგრძელოს წყნარი ცხოვრება.
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც საუბრის შესაძლობლობა დაკარგა. ბავშვობაში მის გამო ოჯახი დაინგრა, ამის შემდეგ გაჩნდა სული, კვერცხის ფორმის, რომელმაც მას საუბრის უნარი დააკარგვინა, რათა მის გამო კვლავ უბედურება არ მომხდარიყო.
წყალქვეშა ქალაქის „ბიკინი ბოტომის“ მოსახლეობა სხვადასხვა ზღვის ბინადარისგან შედგება. მათ შორის სპანჯბობის საუკეთესო მეგობარი, ზღვის ვარსკვლავი სახელად პიტერი, მუდამ გაღიზიანებული კალმარი სკვიდვარდი და ციყვი სახელად სენდი არიან.
შრეკი გადაიღალა ოჯახური ცხოვრებით და გარიგება დადო ბოროტ რუმპელსტილსკინთან, ისე, რომ შედეგებზე არ დაფიქრებულა.
ედგარ ალან პოს 5 მოთხრობის ადაპტაცია.
მაიკს და სალის ურიერთობა მონსტრენის უნივერსიტეტში ყოფნისას, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ საუკეთესო მეგობრები.
ავაზაკთა კავშირს, ზღაპრული სამყაროს დაპყრობის იმედი აქვს. მაგრამ როდესაც ელა ხვდება, რომ დედინაცვალს მისი ზღაპარული ცხოვრების დასრულება განუზრახავს, იგი ვითარებას დრამატულად შემოატრიალებს და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერად იქცევა.
მას შემდეგ რაც, ჯონ სმიტის სიკვდილის შესახებ ამერიკაში იგებენ, პოკაჰონტასი თავის მეგობართან მიკოსთან ერთად მიემართება ლონდონში, რათა ჩამოაგდოს მშვიდობა ორ ერს შორის.
გაწვრთნილი ცხოველებისგან შემდგარი საიდუმლო აგენტების ჯგუფი, მათ შორის ზღვის გოჭები: დარვინი, ხუარესი, ბლასტერი, თხუნელა სპექლსი და ბუზი სახელად მუჩი - ამერიკის მთავრობის მისიას ასრულებენ ბოროტი ძალის, ლეონარდ საბერის დასამარცხებლად, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკით მსოფლიოს განადგურება სურს.
ისტორია, რომელიც მოგვითხრობს მოუსვენარი ბიჭის იანკის და მისი სასაცილო მეგობრების, გონებამახვილ ხუმარა-ბურთის და თავხედი პრიმადონას-ბიტასა დოროგუშას მხიარულ თავგადასავლებზე.
მაიზერ ებენეზერ სკრუჯს შობის წინა ღამეს სულები გააღვიძებენ და დაანახებენ მის უაზრო ცხოვრებას, აჩვენებენ რა შესაძლებლობები გაუშვა ახალგაზრდობაში, მის ეხლანდელ უხეშ მოქცევას, და იმას, რაც ელოდება თუ სკრუჯი ამ ყველაფერს არ შეცვლის.
როდესაც ჰალკი დედამიწისთვის ძალიან საშიში ხდება, მას კოსმოსში აგზავნიან ისეთ პლანეტაზე, სადაც სიმშვიდეში იცხოვრებს.ჰალკი ცდილობს გაქცევას, იგი მოხვდება საჰარაში, სადაც მონად გაჰყიდიან და წვრთნიან გლადიატორად.
თვითფრინავების ისტორია, საჰაერო რბოლები და ბევრი სასაცილო სიტუაცია.
ინდიელების ტომის ბელადი, შემთხვევით დათვთან ბრძოლაში დაიღუპება, ხოლო მისი განრისხებული შთამომავლები გადაწყვეტენ რომ შური იძიონ.
ნიუ-იორკში ძალიან უცნაური ამბები ხდება: ვინმე სწავლული მარკ უინტერსი, აპირებს მონსტრების არმია შექმნას, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ეს მიზანი სამყაროს გადატრიალებაა.
ბალტოს და მის შვილს დიდი მოგზაურობა ელით. საქმე იმაშია, რომ ციგებს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ, უცნაური მოწყობილობა ავიწროვებს.
ისტორია ობოლ და-ძმზე, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითადება. ტოკიოს დაბომბვის შედეგად იაპონიის სოფელში ბავშვების ბრძოლა შიმშილთან, სიძნელეებთან, სიამაყესთან და საკუთარ თავთან.
ეს არის ისტორია ერთ ახალგაზრდაზე, რომელიც უზომოდაა შეყვარებული თავის თანაკლასელზე, რომელიც პანკრეასის კიბოთი არის დაავადებული.