ახალი თურქული სერიალი, რომელიც სასიყვარულო ინტრიგებზე მოგვითხრობს. ერთი ოჯახი, რომელიც ძალიან მდიდრულად ცხოვრობს და მათი შვილი რომელიც ცდილობს ყველაფრის ფულით ყიდვას.
საუკეთესო სამი დაქალი გოგონა, კოლეჯში სწავლის პერიოდში მეოთხე გოგონას გაეხუმრებიან, რის გამოც მეოთხე გოგონას გარიცხავენ უმაღლესი სასწავლებლიდან და მათი მეგობრობაც აქ შეწყდება. 20 წლის შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან მაღალი საზოგადოების წრეში ერთმანეთს და მათი ახალი ისტორიაც სწორედ აქედან იწყება.
ალბთ ყველამ იცის რომ რომ კონტრასტებისთვის ძალიან საყვარელი ქალაქია სტამბული. სტამბოლის ქუჩებში, არამარტო არქიტექტურის უნუკალურ ძაგლებს შეხვდები, არამედ ადგილობრივი კრიმინალების წარმომადგენლებსაც. ქოჩოვალების ოჯახი, დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონის ბანდის საქმეებს განაგებს. ამ კლანს, ასეთი პრინციპი აქვს - არასგზით არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობა.
გოგონა ბავშვთა სახლში გაიზარდა და მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ ის დიდი ქონების პატრონი იყო, იქიდან გამომდინარე რომ მის ბიძას მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა.
ყველა ადამიანს აქვს უფლება ლამაზი სიზმრებს ხედავდეს. ბევრი ადამიანის სიზმარი დაუჯერებელია, მაგრამ ხანდახან სიზმრებიც ხდება. სერიალი მოგვითხრობს გოგოზე რომელიც ძალიან გაჭირვებული და ცდილობს შოუბიზნესით სახელი დაიმკვიდროს, რა დროსაც ძალიან მდიდარ ბიჭს გაიცნობს და მათ შროის სიყვარულის გრძნობა გაჩნდება.
საუკეთესო მეგობრები ერთად ცდილობდნენ მიეღწიათ წარმატებისთვის და მათ ეს გამოუვიდათ. ისინი გახდნენ წარმატებული ადმიანები და მდიდრები. მათ ოჯახები შექმნეს და წლების შემდეგ გადაწყვიტეს შვილები დაექორწინებინათ და ამით დაიწყო სწორედ მათი პრობლემები.
ზეჰრას და ომერის სიყვარული ისევ გამოცდის წინაშეა, მათ უნდა გაუძლონ ახალ სირთულეებს და შეინარჩუნონ ის სიყვარული რომელიც მათ შორის არის. ამიტომაც მათ ბევრი წინააღმდეგობა ელით წინ!
ის ულამაზესი გოგო, რომელიც ბერლინში დაიბადა ერთ ღარიბ თურქულ ოჯახში. ის ახლა 23 წლისაა და სტამბულში მდიდრულ სასახლეში მოხვდება, სადაც ბევრი საიდუმლოებაა.
ის საკმაოდ ძლიერი მამაკაცია და მას ერთი ქალი შეუყვარდა, ამით მისთვის მთელი სამყარო შეიცვალა. სწორედ ამ სიყვარულის დამსახურებით მის გარშემო დაუნდობელი ქარიშხალი დაატრიალდა, რომ ირგვლივ ყველაფერი დაიმსხვრა და ჩამოიშალა.
ის მაღალი წრის ქალბატონია, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავს და მათთვის საუკეთესო უნდა. მაგრამ ყველაფერი ადვილი როდია, ცხოვრება მას დიდი გამოცდებს უმზადებს.
სერჩეს ცხოვრება ერთ დღეში დაინგრევა, როდესაც ქმარი დაეღუპება და შვილებთან ერთად მარტო დარჩება. მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვლება რაც ქმრის შესახებ იმას გაიგებს რაც მანამდე არ იცოდა.
ორი ძმა მამასთან ერთად სეზონურ სამუშაოზე წავლენ, სადაც ძმები გაიცნობენ ულამაზეს გოგონას და ორივეს შეუყვარდებათ. ის ფაქტი რომ ორივეს ერთი ქალი უყვართ, ეს ფაქტი მათ შორის მტრობას წარმოშობს და ერთმანეთს გადაემტერებიან.
ის პოლიციის კომისარია. ერთ დღეს მოხდება ავარია, სადაც მას გაგზავნიან და ის აღმოაჩენს რომ მიცი ცოლი უცნობ მამაკაცთან ერთად სწორედ ამ ავარიაში მოყვა.
ზღვასთან ახლოს, ერთი პატარა დასახლებაა, სადაც ხალხი ძალიან მშვიდად ცხოვრობს. ულამაზესი გოგო და სიმპატიური ბიჭი კი ერთმანეთზე უზომოდ არიან შეყვარებულები და ფიცი აქვთ დადებული. სამწუხაროდ მათ სიყვარულს საფრთხე ემუქრება. გამოჩნდება კაცი, რომელიც ცდილობს ისინი ერთმანეთს დააშოროს და ქალის ხელში ჩასაგდებად ყველაფერი გააკეთოს.
სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებსაც საკმოად რთული და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება აქვთ
ის ძალიან ძლიერი ქალია და გარკვეული პერიოდი შვილთან ერთად გერმმანიაში ცხოვრობდა. ის გადაწყვეტს, შვილთან სტამბულში თავის ბავშვობის სახლში დაბრუნდეს. ის გაიცნობს მდიდარ კაცს, რომელთანაც ცხოვრების დაწყება უნდა, მაგრამ ყველაფერს მისი ყოფილი ქმარის და ამ კაცის შეხვედრა აურევს
ისინი ხუთი დანი არიან და დედასტთან ერთად ცხოვრობენ. ერთ დღეს მათი დედა გარდაიცვლება და დები იძულებულები არიან ახალი ცხოვრება თავიდან დაიწყონ.
სერიალი მოგვითხრობს, სირიასა და ლიბანის საზღვარზე მდებარე ტერიტორიაზე, ჯაბალი და მისი კლანი, შეიხ ელ ჯაბალი, საზღვარზე იარაღით ვაჭრობს და კონტრაბანდას აკონტროლებს
სერიალი ოსმალეთის იმპერიზა, კერძოდ კი აბდულჰამიდ მეორეზე მოგვითხრობს, რომელიც ოსმანთა ძლევამოსილი იმპერიის უკანასკნელი მმართველი იყო. მან დიდი ბრძოლის შემდეგ, თავისი ნახევრადშეშლი ძმა ტახტიდან გადააყენა და თავად გაუძღვა იმპერიის მართვას.
მას ძალიან რთული ცხოვრება ხვდა წილად. თითქოს ლამაზი და მშვენიერი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღესაც ეს ოჯახი დაინგრა და ის სრულიად მარტო დარჩა.
უბედური შემთხვევა, რომელშიც განსაკუთრებით დესპოტი ქმარია დამნაშავე. ქალი რომელსაც საშინელი ცხოვრება აქვს, მოულოდნელად მის შვილა ავტომობილი დაეჯახება და ქალის ცხოვრებას ნამდვილ კოშმარად აქცევს.
პატარა ლამაზ გოგონას ბავშობაში შეუყვარდება ტანატოლი ბიჭი, რომელსაც სხვა გგონა მოსწონს. გაზრდასთან ერთად სიყვარული უფრო ძლიერდება, მაგრამ ბიჭს მაინც სხვა გოგოსკენ აქვს ყურადღება.
ნეზი - წარმატებული ბავშვთა ექიმია და იტალიაში იმყოფება, სადაც კონფერენციაზე გამოდის სიტყვით. ქუჩაში სეირნობისას მოწმე ხდება ძლიერი ალერგიული შეტევისა ზდასრულ მამაკაცზე და უნებურად აღმოუჩენს დახმარებას. თუმცა დროის დაკარგვის გამო კარგავს თურქეთში გადაფრენის შანსს. სამაგიეროდ მას ავადმყოფის მეგობარი წარმატებული ბიზნესმენი შესთავაზებს საკუთარი თვითმფრინავით დაბრუნებას თურქეთში...
ცნობილი ბიზნესმენი ქემალ იპექჩი თავის ცოლ სიუზანთან და ბავშვებთან ერთად მშვიდათ ცხოვრობს სტამბულში, მაგრამ მაერთთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უცებ ადანიდან ქემალის საიდუმლო ოჯახი გამოჩნდება, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ახალგაზრდობისას სიყვარულით შექმნილ ოჯახში მას ორი ტყუპი ბავშვი ჰყავს: ქადირი და ჰასრეთი, რომლებიც მამისგან მოშორებით ცხოვრობენ ადანაში. ქემალი იძულებული იყო გასაიდუმლოებულად ორმაგი ცხოვრებით ეცხოვრა. მაგრამ, საიდუმლოს გამოააშკარავების შემდეგ მას გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან ბრძოლა მოუწევს თავისი სიყვარულისა და ბავშვების შენარჩუნებისთვის.
ისინი 5 საუკეთესო დაქალი იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი უგზოუკვალოდ დაიკარგება და ამიტომ მათი სამეგობროც დაიშლება. 1 წელი ერთმანეთს არ დაეკონტაქტებიან, მაგრამ 1 წელში შეიცვლება ყველაფერი და ისინი კვლავ შეიკრიბებიან.
ისტორია მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავს ეძებს ცხოვრებაში. კერემი შრომისმოყვარე ოჯახში და რთულ პირობებში გაიზარდა, ჯანსუ კი სიმდიდრის მიუხედავად, მაინც არაა ბედნიერი.
ომერი ჯარიდან სტამბულის ძველ რაიონში დაბრუნდა სადაც ის გაიზარდა და ეგრევე პრობლემებში გაეხვა
ფათიჰი, სტამბულის ღარიბი კვარტალია, სადაც ახალგაზრდა გოგონა, ნერიმანი ცხოვრობს. მას დედა ბავშვობაში დაეღუპა და ახლა მამასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ძველი ტრდიციების მიხედვით მიმდევარია. ნერიმანის ბავშვობის მეგობარი, შინასი, დიდი ხანია ოცნებობს მასთან ქორწინებაზე