ასიე საკმაოდ ახალგაზრდა მარტოხელა დედაა, რომელსაც უწევს ორი შვილის აღზრდა საკუთარი ძალებით და მათი დაცვა. მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება, როცა მას სიყვარული ახლიდან ეწვევა.
სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან კარგი ქმარი ჰყავს და ასევე ულამაზესი შვილები, მოულოდნელად მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც მისი ქალიშვილი იკარგება.
გონულს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მან ოჯახის წევრები პატარაობაში დაკარგა და ამიტომაც ის ინტერნეტში გაგზავნეს. მას უწევდა ჩაგვრის და დაცინვის ატანა, ყველაფერი კი მაშინ დასრულდა როცა ის წარმატებული ექიმი გახდა და მამაკაცების ყურადღება მიიბყრო.
რეიანი არის ძალიან ლამაზი და  მოკრძალებული ახლაგაზრდა გოგონა. მას შემდეგ რაც მისი საყვარელი დედა გარდაიცვლება და ის დაობლდება, მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვლება.
ალი რიზა ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლია, რომელიც თავისი დის საუკეთესო მეგობარზე მითხოვებისთვის ემზადება და ქორწილი აქვთ დაგეგმილი. ყველაფერი კი სწორედ ამ ქორწილის დროს იცვლება.
ულამაზესი გოგონა პატარა ქალაქიდან არის. ის თავის ძმასთან და რძალთან ერთ სახლში ცხოვრობს. მუშაობს რძის ფერმაში და ცხვრის ფარას მწყემსავს, მას წინ მრავალი სიურპრიზი და რთული სიყვარული ელის.
მასწავლებელი რომელიც სირიაში ასწავლიდა ომის გამო იძულებულია ქვეყნიდან გამოიქცეს, მაგრამ მას წინ ძალიან ბევრი ბოროტება და დაბრკოლება ელის.
ამბავი წყვილზე, რომელიც რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდეგ გადაწყვეტს რომ დაშორდნენ. წლების შემდეგ ისინი კვლავ ერთმანეთს ხვდებიან, მამაკაცი გამდიდრდა, გოგო კი, შემთხვევით მის ყოფილს ქმართან იწყებს მუშაობას.
მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ იმ დროიდან უყვარდათ, როდესაც ისინი ბავშვები იყვნენ. მაგრამ მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა, გოგონა ელჩის ქალიშვილია და ეს ყველაფერი მათ სიყვარულში დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.
ორი ახალგაზრდა თურქეთში ჩასვლის შემდეგ, მოულოდნელად ძალიან თბილ და დიდ ოჯახში აღმოჩნდებიან. მალე მათ სიყვარული ეწვევათ, რომელსაც ბევრი გამოცდა ახლავს თან.
ქალის ცხოვრება თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც უყვარდება თავისი ქმრის მკვლელი მამაკაცი.
ფსიქიატრი, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ცხოვრებაში ბევრი სირთულე, პრობლემა თუ წინააღმდეგობა შეხვდათ და ამის დაძლევა უჭირთ.
იგიტი არის მამაკაცი, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში, მაგრამ ის დიდი გაუგებრობაშია. მას უყვარს 2 ქალი ერთდროულად, ერთი მისი შვილის დედაა რომელიც დიდი ხანია კომაშია, მეორე ქალი კი ერთი შეხედვით შეუყვარდა.
სერიალში მოქმედება ხდება მეოცე საუკვნის მეორე ნახევარში, მთავარი გმირები კი სიყვარულის გამო ბევრ ტანჯვას და განსაცდელს გამოივლიან. ეს კი ყველაფერი არ არის.
სამი ძალიან ახლო და კარგი მეგობარი გოგონა გადაწყვეტს სამოგზაუროდ წასვლას, იქ სადაც მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.
ორი განსხვავებული პროფესიის ადამიანი, ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ებრძოლოს უსამართლობას და კრიმინალს, სწორედ ასეთი მიზეზი გახდება მათი სიყვარულის საწყისი.
მას შემდეგ რაც ულამაზეს გოგონას შეყვარებული გარდაცვლილად გამოცხადდება, გოგონა იძულებული ხდება მის ბიძაზე დაქორწინდეს, ეს კი მის ცოხვრებას თავდაყირა აყენებს.
ამბავი მამაკაცზე და მის ოჯახზე, რომლთაც ვალების გამო ყველაფერი დაკარგეს და იძულებულები არიან საცხოვრებლად ბოდრუმში გადავიდნენ, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება.
ორი ახალგაზრდის სიყვარულის ისტორია, რომლებმაც დედები მცირე ასაკში დაკარგეს და მას შემდეგ ერთად იზრდებოდნენ.
დედის სახელად ბაჰარის წარსულში ძალიან მძიმე ცხოვრება ახლა ისევ სირთულეების წინაშე დგას, რადგან მის ქალიშვილს შეუყვარდა ბიჭი, რომელიც არ უნდა შეჰყვარებოდა.
მთავარი გმირი ქალი სახელად ებრუა, ის კარგი მეუღლე და სამი შვილის დედაა. მრავალი წლის მანძილზე, მთელი მისი ცხოვრება ტყუილებზე იყო აგებული. ადრე, თუ გვიან, ტყუილი სიმართლით შეიცვლება, მაგრამ ეს სიმართლე ძალიან ძვირად ღირებული იქნება.
დისტოპიურ სამყაროში, ეპიდემია ვრცელდება, რომელიც სიტყვიერი კომუნიკაციის გზით გადადის. ტირანული ინსტიტუტი კი მისდევს ლინგვისტს, რომელიც იმუნურია დაავადების მიმართ.
ახალგაზრდა ლამაზ გოგონას მხოლოდ ორი რამ დარჩენია, უნდა იცხოვროს ბედნიერი მოგონებებით და ის რაც დედისგან დარჩა. მაგრამ ამ ყველაფერსაც კი საფრთხე დაემუქრება.
მამას, რომელსაც ჰგონია რომ მისი შვილი დაიღუპა, 11 წლის შემდეგ გადაწყვეტს რომ შური იძიოს ოჯახზე, რომელიც ამის მიზეზი გახდა. მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მისი შვილი ცოცხალია.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება მას შემდეგ დგება თავდაყირა, რაც მას არჩადენილ მკვლელობას დააბრალებენ და ციხეში გამოკეტავენ.
მარალი ახალგაზრდა, ლამაზი და ამბიციური გოგონაა, რომელიც საშუალო ფენის ოჯახიდანაა. ის ოცნებობს საზღვარგარეთ სწავლაზე, მაგრამ მისი გეგმები მოულოდნელად იცვლება.
ამბავი 40 წლის წარმატებულ ექიმზე, რომელიც სხვა ექიმებისგან მუშაობის და მიდგომის სტილით გამოირჩევა, სწორედ ეს ხდის მას განსხვავებულს.
ვირტუალურ სივრცეში გაცნობილი წყვილის ისტორია, სადაც მამაკაცი გოგონას ატყუებს და სხვა ადამიანის სურათს უგზავნის. მიზეზი კი ისაა რომ, მას სახეზე ნაიარევი აქვს და ეშინია გოგონას დაკარგვის.