მომავლის ნახვის შემდეგ საჭიროა მისი თავიდან აცილება, რიპ ჰანტერი მომავალში მოგზაურია, მან შეკრიბა გუნდი გმირებისგან და ანტიგმირებისგან, ის უნდა დაუპირისპირდეს სასიკვდილო საფრთხეს. სასწორზე არამარტო პლანეტა, არამედ უსასრულობაა. შეძლებს ეს გუნდი უკვდავი ბოროტების დამარცხებას?
მშობლიური პლანეტის განადგურების შემდეგ კარა გადმოვიდა დედამიწაზე. ის მალავს თავის ზებუნებრივ შესაძლებლობებს, მაგრამ 24 წლის გახდომის შემდეგ მან გადაწყვიტა გამოიყენოს თავის შესაძლებლობები კეთილი საქმეების გასაკეთებლად.
სერიალი არის ბორჯიების ოჯახის შესახებ, რომელმაც რენესანსის ხანის იტალიაში ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია. რომის პაპი ალექსანდრე VI (ერისკაცობაში როდრიგო ბორჯია) და მისი ოჯახის წევრები ისტორიაში შევიდნენ თავისი დაუნდობელი პოლიტიკით და სექსუალური აღვირახსნილობით.
სამი წლის შემდეგ, რაც ზომბების ვირუსმა გაანადგურა მთელი ქვეყანა, გმირების ჯგუფმა უნდა გადაიყვანოს ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში ერთადერთი ჯანმრთელი ადამიანი. მის სისხლს ელოდება ერთადერთი მოქმედი ლაბორატორია მთელს ამერიკაში. ამ სისხლის ანტისხეულებმა უნდა შექმნან ვაქცინა რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას.
ფილმის სიუჟეტი ორ სამყაროში ვითარდება - თანამედროვესა და ზღაპრულში. 28 წლის ემა სვონის უდარდელი ცხოვრება იცვლება, როდესაც მისი 10 წლის შვილი გამოჩნდება და გამოუცხადებს, რომ ემა მშვენიერი პრინცის და ფიფქიას ქალიშვილია. ემა პარალელური სამყაროს ქალაქ სტორიბრუკში ხვდება.
გლობალური პოანდემიის საწინააღმდეგო ვირუსის შექმნის შემდეგ კიდევ უამრავი დაბრკოლება გამოჩნდა ხმელეთზე, ეს დაბრკოლებები კი ბევრად საშიში და რთულია პანდემიასთან შედარებით, ეს ადამიანის ძალაუფლებისადმი წყურვილია
ერთ მშვენიერ მზიან დღეს ახალგაზრდა ქალი, კორა ტანეტი, აუხსნელი მრისხანებისას რამოდენიმე სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს უცნობ მამაკაცს. დანაშაული მოხდა ქალის მეუღლის , შეშინებული ვაჟისა და ათობით დამსვენებლის თვალწინ. ყველამ იცის ვინ ჩაიდინა ეს, მაგრამ ვერავინ ხვდება მიზეზს, მათ შორის კორაც. დეტექტივი ჰარი ემროუზი მზადაა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს კორსათან, რათა გაიგოს რატომ ჩაიდინა კანონმორჩილმა მოქალაქემ ასეთი დანაშაული.
სერიალი ეფუძნება ნამდვილ ამბავს. მთავარი გმირია ჩარლზ ფალკო. იმისათვის, რომ 20 წლიანი პატიმრობისთვის თავი დაეღწია სამი წლის განამავლობაში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ის ნარკო დილერი და ამავე დროს ATF -ის საიდუმლო აგენტი იყო.
კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი იღვიძებს ანაბიოზიდან. მათ არ ახსოვთ ვინ არიან და როგორ მოხვდნენ ხომალდზე, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა შეძლონ ერთად მოქმედება, რათა გადარჩნენ.
ტეხასის მიყრუებულ პატარა ქალაქში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მიდნაითში სხვადასხვა არსებები ცხოვრობენ – ვამპირები, მაქციები, ალქაჯები, მედიუმები და ა.შ. ამ მისტიკურ სამყაროში ცხოვრება არც ისე მარტივია, მაგრამ ყველა არსებას ძალების გაერთიანება მოუწევს იმისთვის, რომ დიდ ბოროტებას შეებრძოლოს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიდნაითში.
შორეული მომავალი სადაც ადამიანები და უცხოპლანეტელები ერთად ცხოვრობენ. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც ჩანს
ზეადამიანები სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის სერიალი. იზოლირებული ზებუნებრივი ადამიანების საზოგადოება იბრძვის, რათა თავი დაიცვან.
ადამიანების ისტორია, რომლებიც გადაჯაჭვული არიან ნეოპოლიტანურ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან.ნათლიას ერთგული დამხმარეს, ჩიროს მიერ შიგნიდან დანახული მაფიოზური კლანი.
ჯ. რ. რ. მარტინის ფენტეზი საგის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.
ნიუ-იორკის აეროპორტში დაჯდება ტრანსატლანტიკური ლაინერი, მკვდარი მგზავრებით. ცოტა ხანში მკვდრები ცოლცხლდებიან, მაგრამ ისინი ადამიანები აღარ არიან, ისინი დაუნდობელ ვამპირებად გადაიქცნენ.
სერიალი გადაღებულია ამავე სახელწოდების კომიქსების სერიის მიხედვით. ფილმი მოგვითხრობს ზომბი აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილი რამდენიმე ადამიანის ბრძოლაზე გადარჩენისათვის.
სერიალი მოგვითხრობს მშობლების ბავშვებისა და შვილიშვილების ისტორიაზე. მთავარი გმირების ბედი სხვადასხვაგვარად წარიმართება. დიდი ტრაგედიის შემდეგ - ღვიძლი შვილის სოჰანის დაღუპვის შემდეგ, მანავა და არჩანი გადაწყვეტს ბავშვი აიყვანონ. ისინი იშვილებენ გოგონას, რომელსაც ორვი ჰქვია
ეს სერიალი, XVI ს-ის ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი იმპერატორებისა და უმშვენიერეს პრინცესების სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.
ინდური დრამის მთავარი გმირები - ის ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ადგილი რწმენასა და სიყვარულს უკავია. ისინი ცდილობენ ღვთის მცნებებით იცხოვრონ. სერიალი ორი ღვიძლი ძმის: ასადისა და აიანის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ბედისწერამ ერთმანეთს გარკვეული ხნით ერთმანეთს დააშორა. მაგრამ არავის ძალუძს გაჰყოს მათი სულები. ეს სერიალი ასევე მშვენიერი გოგონას, ზოის ისტორიაზეც მოგვითხრობს, რომელიც ბოროტ ადამიანთა სიცრუისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ზოი ის ადამიანია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანსა და მძიმე მისიას შეეჭიდება - შეარიგოს ორი მოსისხლე, მტრული ოჯახი
ნეზი - წარმატებული ბავშვთა ექიმია და იტალიაში იმყოფება, სადაც კონფერენციაზე გამოდის სიტყვით. ქუჩაში სეირნობისას მოწმე ხდება ძლიერი ალერგიული შეტევისა ზდასრულ მამაკაცზე და უნებურად აღმოუჩენს დახმარებას. თუმცა დროის დაკარგვის გამო კარგავს თურქეთში გადაფრენის შანსს. სამაგიეროდ მას ავადმყოფის მეგობარი წარმატებული ბიზნესმენი შესთავაზებს საკუთარი თვითმფრინავით დაბრუნებას თურქეთში...
ცნობილი ბიზნესმენი ქემალ იპექჩი თავის ცოლ სიუზანთან და ბავშვებთან ერთად მშვიდათ ცხოვრობს სტამბულში, მაგრამ მაერთთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უცებ ადანიდან ქემალის საიდუმლო ოჯახი გამოჩნდება, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ახალგაზრდობისას სიყვარულით შექმნილ ოჯახში მას ორი ტყუპი ბავშვი ჰყავს: ქადირი და ჰასრეთი, რომლებიც მამისგან მოშორებით ცხოვრობენ ადანაში. ქემალი იძულებული იყო გასაიდუმლოებულად ორმაგი ცხოვრებით ეცხოვრა. მაგრამ, საიდუმლოს გამოააშკარავების შემდეგ მას გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან ბრძოლა მოუწევს თავისი სიყვარულისა და ბავშვების შენარჩუნებისთვის.
ისინი 5 საუკეთესო დაქალი იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი უგზოუკვალოდ დაიკარგება და ამიტომ მათი სამეგობროც დაიშლება. 1 წელი ერთმანეთს არ დაეკონტაქტებიან, მაგრამ 1 წელში შეიცვლება ყველაფერი და ისინი კვლავ შეიკრიბებიან.
ისტორია მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავს ეძებს ცხოვრებაში. კერემი შრომისმოყვარე ოჯახში და რთულ პირობებში გაიზარდა, ჯანსუ კი სიმდიდრის მიუხედავად, მაინც არაა ბედნიერი.
ომერი ჯარიდან სტამბულის ძველ რაიონში დაბრუნდა სადაც ის გაიზარდა და ეგრევე პრობლემებში გაეხვა
ფათიჰი, სტამბულის ღარიბი კვარტალია, სადაც ახალგაზრდა გოგონა, ნერიმანი ცხოვრობს. მას დედა ბავშვობაში დაეღუპა და ახლა მამასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ძველი ტრდიციების მიხედვით მიმდევარია. ნერიმანის ბავშვობის მეგობარი, შინასი, დიდი ხანია ოცნებობს მასთან ქორწინებაზე
ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ მოულოდნელად მის მამას ტყუილ ბრალს დასდებენ და სიკვდილით უნდა დასაჯონ. მამის გადასარჩენად კი ის ყველაფერზე წავა.
ხალგზარდა და თან ლამაზი გოგონა, ძალიან განიცდის იმას რომ შეყვარებულმა უღალატა. გოგონა მოულოდნელად გაიცნობს ბიჭს, რომელიც რატომღაც ქორწილის წინა დღეს საცოლე მიატოვა.
მამა ცდილობს თავის ქალიშვილებს კარგი მომავალი შეუქმნას და ამიტომაც ის პროვინციული ქალაქიდან, სტამბოლში გადადის. მას ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა და პრობლემებთან გამკლავება მოუწევს.