შაჰერაზადა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალია, მას ჰყავს შვილი რომელსაც თავის ტვინი აქვს დაავადებული და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. სამწუხაროდ მას ქმარი დაეღუპა და ოჯახის წევრებმა მასზე უარი თქვეს, ამიტომ ის ცდილობს შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოს და იძულებულია მდიდარ კაცს გაყვეს ცოლად იმისათვის რომ შვილი არ დაეღუპოს.
წარმატებული არქიტექტორის ალექსანდრას ცხოვრება კოშმარად მას შემდეგ იქცევა რაც ადგილობრივი პოლიციელი დაურეკავს რომ ქმრის ცხედარი ამოიცნოს მივიდეს.
კამელოტი სრულად ქაოსშია გახვეული. ჯადოქრობა და მაგია ძალიან დიდ შიშს იწვევს ხალხში. ხელისუფლებაში მოვიდა მეფე უთერ პენდრაგონი, რომელიც კრძალავს ჯადოქრობას. ოცი წლის შემდეგ კამელოტში ჩამოდის მერლინი, რომელსაც დაბადებიდანვე აქვს მაგიური ძალა.
მოწყენილი და უბედური ჯოჯოხეთის მბრძანებელი ლუციფერი დატოვებს თავის ტახტს და გაემგზავრება ახლანდელ ლოს-ანჯელესში, სადაც გახსნის საკუთარ ღამის კლუბს...
ღარიბი გოგონასა და მდიდარი ბიზნესმესნი ბიჭუნას სიყვარულის ისტორია, რომელთაც მრავალი დაბრკოლება ელით წინ.
დედის და მისი ახალგაზრდა ქალიშვილის ცხოვრება უეცრად იცვლება, ისინი სრულიად მოულოდნელად კარგავენ ყველაფერს და იძულებულები ხდებან ახალი ცხოვრება დაიწყო მდიდარი ოჯახის მეზობლად.
ამბავი დედამიწაზე პირველი სუპერგმირების შესახებ, რომლებმაც თვიანთი შესაძლებლობები 1930-იან წლებში იდუმალ კუნძულზე მოხვედრის შემდეგ მიიღეს.
მიტოვებული ბავშვების ისტორია, რომლებიც მშობლებმა არ ინდომეს და ადამიანები, რომლებიც ამ ბავშვების ცხოვრებას სრულიად შეცვლიან.
ბელა ესპანელი გოგონაა, რომელსაც თურქი ბიჭი შეუყვარდება. ისინი ოჯახების წინააღმდეგობის მიუხედავათ ერთმანეთზე იქორწინებენ. გოგონა, რომელიც ძალიან თანამედროვე აზროვნებისაა, მოუწევს იცხოვროს თურქ ქმრის ოჯახში, რომლებიც ძალიან ტრადიციულები არიან.
სამწუხაროდ გაზომბების ეპიდემია ჯოსონების დინასტიის მმართველობის პერიოდს ემთხვევა და მათი დიდი ხნის მმართველი გარდაიცვლება, თუმცა მალევე ის ქვეყანას მკვდრეთით აღმდგარი, არამიწიერი ბოროტი სახით უბრუნდება.
პატარა, ლამაზი და კეთილი გოგონას, ელიფ შიმშექის ამბავია ასახული, რომელიც თავის ავადმყოფ დედას უნდა მოსწყვიტონ. ბოროტ მამინაცვალს მისი გაყიდვა სურს, რადგან ბანქოში დიდძალი თანხა წააგო. ავადმყოფი დედა, გოგონას თავის მეგობართან, აიშე დოღანთან წაიყვანს, რომელიც მდიდარ ოჯახში მოსამსახურედ მუშაობს.
სერიალში მოქმედება 1960-იანი წლების თურქეთში ვიტარდება, სადაც წარმატებული კინოპროდიუსერის შესახებ გვიყვება, რომელსაც ოქროს ხანა ჰქონდა.
ტყუპი ძმები და ერთი მიზანი, რომელიც ერთ-ერთი ძმისთვის იმდენად მნიშვნელოვანია რომ საკუთარი ოჯახის წევრები შეუძლია სასიკვდილოდ გაიმეტოს.
ავიაკატასტროფის შემდეგ, ერთგული ცოლი გაიგებს, რომ მისი ცხოვრება და ქორწინება დიდი ტყუილია.
ორი ახალგაზრდა გადაწყვეტს საცხოვრებლად სოფლიდან სტამბოლში გადავიდნენ, სადაც ისინი მრავალ დაბრკოლებას წააწყდებიან. მათ მოუწევთ გააკეთონ არჩევანი სიყვარულსა და სინდისს შორის.
ისტორია ულამაზესი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც ქორწილის დღეს მიატოვეს და ამით მას დიდი ტკივილი მიაყენეს. მან ამ დღის შემდეგ, გადაწყვიტა რომ ქორწილების ორგანიზატორი გამხდარიყო, 5 წლის შემდეგ კი, ის ყოფილი შეყვარებულის ქორწილის ორგანიზატორი აღმოჩნდება.
კუზეი და გუნეი ძმები არიან, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ცხოვრებაზეც განსხვავებული შეხედულება აქვთ, ერთი მათგანი ფიქრობს რომ სწავლით არაფერი გამოუვა, მეორე კი პირიქით ყველაფერს აკეთებს მეტი განათლების მისაღებად.
ამბავი ორი გოგონას შესახებ, რომელიც ერთ საბედისწერო დღის შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მათი ურთიერთობა მას შემდეგ იცვლება რაც მათ ერთი კაცი შეუყვარდებათ, სწორედ ამ დღის შემდეგ ისინი ერთმანეთის მტრები გახდებიან.
ქალი თავის შვილებთან ერთად პატარა ქალაქში ცხოვრობს და ფიქრობს რომ ამ ქალაქში შუასაუკუნეების ტრადიციების გამო ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომაც გადაწყვეტს გაიქცეს ამ ქალაქიდან შვილებთან ერთად და ახალი ცხოვრება დაიწყოს სტამბულში.
სერიალი 4 მეგობარი ქალის შესახებ ბოგვითხრობს, ისინი გადაწყვეტენ ერთად მოგზაურობას, მაგრამ ეს ყველფაერი მათთვის საკმაოდ რთული და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდება.
ისტორიული სასტუმრო, სადაც ჟურნალისტი წარსულში ბრუნდება, მან უნდა შეაჩეროს შეთქმულება, რომელსაც თურქეთის მომავლის შეცვლა შეუძლია.
ისტორია 35 წლის ქალზე სახელად ფატმაზე, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა და ასე გააქვს თავი. ერთ დღესაც ის იძულებულია მკვლელობა ჩაიდინოს და სწორედ ეს დღე გახდება მისთვის საბედისწერო.
ყვინთვის ინსტრუქტორი გადაწყვეტს შეუერთდეს ექსპედიციას წყალქვეშა ნავში, სადაც მას ძალიან რთული მისია ელის.
მატილდა, რომელიც ღამის კლუბში მუშაობს, ცდილობს როგორმე თავის ქალიშვილთან ურთიერთობა დაალაგოს, ამას კი ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი უდგას წინ.
მკვლელი, უფროსების ღალატის შემდეგ იძულებულია დაიმალოს მაღაზიაში, სადაც ის მეპატრონის გარდაცვლილ შვილად ასაღებს თავს.
ეს არის ისტორია 3 დის და მათი მამის შესახებ. გოგონები დედამ მიატოვა და ამიტომაც ისინი იძულებულები არიან როგორმე გათხოვდნენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ბევრი რთული რამ მოხდება.
სერიალში მოქმედება ვითარდება 80-იანი წლების კონტრკულტურის ფონზე. ეს არის ისტორია თინეიჯერი მარკუსის შესახებ, რომლიც ქუჩაში ცხოვრობს და ის შემთვევით ელიტარულ კერძო აკადემიაში მოხვდება. იქ კი, მსოფლიოს კრიმინალური სამყაროს ცნობილი ოჯახების შვილები სწავლობე.
ლტოლვილებისა და ემიგრანტების ძალიან მძიმე ისტორია, რომლებმაც საკუთარი სამშობლო დატოვეს სხვადასხვა მიზეზთა გამო.